x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
5 მწერლის. 5 უძვირფასესი ფრაზა....!!!!(ნაწილი 2)
1. "ფიქრი, რაკი ერთხელ ასე თუ ისე გამოიკვანძა, თოვლის გუნდასა ჰგავს, მთის წვერიდამ დაქანებულს: რაც დიდ მანძილზედ მიჰგორავს, უფრო ძლიერდება, უფრო ჰმატულობს, უფრო ჰდიდდება. თუ კაცმა არ დააყენა, ზვავად იქცევა და სხვას ყველაფერს თან გაიტანს."

ილია ჭავჭავაძე-" ოთარაანთ ქვრივი."

image






















2."დიდ ბოროტმოქმედებს ხშირად თანა სდევთ ერთგვარი ბედისწერა, რომლის დახმარებითაც ისინი გადალახავენ ხოლმე ყოველგვარ დაბრკოლებას და განსაცდელიდან უვნებელნი გამოდიან, მაგრამ ამასაც საზღვარი აქვს. როცა იქნება, განგებასაც მოსწყინდება მათი ბოროტმოქმედებანი და ბოლოს მოუღებს ასეთი ავსულების ბოროტებას."


ალექსანდრე დიუმა (უფროსი)-"სამი მუშკეტერი."image
























3." სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფებისგან ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდღა ნაწილია მისი, მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების გამოუცნობ, მიუწვდომელ ქსოვილისა".

ჯეკ ლონდონი-"მარტინ იდენი."image
















4."ადამიანისთვის უაღრესად ძნელია აწონ-დაწონოს, თუ რა მსხვერპლი უნდა გაიღოს იმის სანაცვლოდ, რომ რამე მოიგოს! მეტისმეტად ჭირს ისიც, დაისახო მიზანი და არ მოერიდო საშუალებებს"

იოჰან ვოლფგანგ გოეთე-"არჩევითი ნათესაობა".image


















5."საკითხავია, რა ფასი აქვს სიყვარულს, რომელსაც უნდა უთვალთვალო და მთელი ძალისხმევით უდარაჯო? მაგრამ სწორედ ამას ვერ ხვდება ნამდვილად ეჭვიანი, თუმცა კი, ვიმეორებ, ამ ეჭვიანებში ხანდახან მართლაც მაღალი სულის ადამიანსაც შეიძლება შეხვდეთ"

ფიოდორ დოსტოევსკი-"ძმები კარამაზოვები"

image

1
1303
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკსონა001
ნიკსონა001
1303
  
2012, 24 სექტემბერი, 1:15
+100
0 1 1