x
image
ბადრი ანთია
ყველაფერი შენს მომავალ მანქანაზე. (ჰოროსკოპის მიხედვით)
image
ვერძი
ჩაბმულია საგზაო ბრძოლებში. ბოლომდე მომართული მანქანით მიქრის ყოველგვარ ზარალზე ფიქრის გარეშე. დევიზია- „ვინც მიქრის, ის მართალია“.
მოდელი: Porsche Cayman, Ferrari FF, Jeep Wrangler
ფერი: შემტევი წითელი
გვერდზე მჯდომი: აქეზებს სიჩქარის მატებისკენ


კურო
კომფორტულად ანელებს საგზაო მოძრაობას. ისე მყუდროდ მისეირნობს მინდვრის ტრასებზე, რომ გვერდზე მჯდომი ყვავილების დაკრეფასაც ასწრებს.
მოდელი: VW Passat, Mercedes Benz, Audi A6
ფერი: სოლიდური ყავისფერი
გვერდზე მჯდომი: კარგად გამოიძინებს

ტყუპები
მოქნილად მიქრის გადატვირთულ მოძრაობაში და თან მოკლეტექსტურ შეტყობინებებს კითხულობს. შეიძლება ყავდეს ნახმარი მანქანა, რადგან აინტერესებს რა გამოიწვევს ავარიას.
მოდელი: Ford Fiesta, Fiat Punto, Toyota IQ
ფერი: კომუნიკაბელური ყვითელი
გვერდზე მჯდომი: უთითებს ელვაზე სწრაფად ატაროს მანქანა

კირჩხიბი
დედიკო კირჩხიბს ყავს პატარა მანქანა 5 ადგილით და 7 პატარა მგზავრით, მამიკოს- მინი ავტობუსი მთელი ოჯახისთვის. მანქანებს, როგორც წესი სახელები აქვთ.
მოდელი: Renault Clio, Hyundai Travel, Daihatsu Cuore
ფერი: მთვარისეული ვერცხლისფერი
გვერდზე მჯდომი: მიირთმევს ბუტერბროდს

ლომი
თავის ახლად შეძენილ სიმდიდრეს სიამოვნებით წარმოაჩენს ყველაზე პრესტიჯულ სამანქანო ადგილას და აფიქსირებს ხალხის შურიან თვალებს.
მოდელი: Jaguar XJ, Daimler Maybach, Chrysler 300C
ფერი: მოელვარე ოქროსფერი
გვერდზე მჯდომი: მანქანიდან ნაცნობებს ხელს უქნევს

ქალწული
საშუალო კლასის, ეკონომიური, სანდო, გამართული მანქანით მოძრაობს ქალაქში თავისი ყოველდღიური საქმეების მოსაგვარებლად.
მოდელი: Dacia Sandero, Renault Kangoo, Honda CR V
ფერი: დელიკატური ნაცრისფერი
გვერდზე მჯდომი: უსწორებს ტარების მანერებს

სასწორი
ყავს ელეგანტური, სამოყვარულო მანქანა სალონში მყუდრო ინტერიერით. ის შესაძლებელია სხვა მანქანას ყავდეს ჩაბმული ბუქსირით, ან მეუღლეს გადაუაროს ტერფებზე.
მოდელი: Citroën C4 Picasso, Skoda Superb, Audi R8
ფერი: პასტელის მსგავსი ლურჯი
გვერდზე მჯდომი: უღიმის მგზავრებს სხვა მანქანებში

მორიელი
ყავს მასიური მანქანა. მინები, როგორც წესი დაბურულია. მას გათვალისწინებული აქვს ყველა ექსტრემალური სიტუაცია.
მოდელი: Toyota RAV4, Hummer H2, Mitsubishi Outlander
ფერი: მოელვარე შავი
გვერდზე მჯდომი: დადუმებულია

მშვილდოსანი
მთელი სისწრაფით და მონდომებით მიექანება სამიზნისკენ და თავის სამგზავრო განწყობას არ იფუჭებს ჯარიმების და სხვა დაბრკოლებების გამო.
მოდელი: Cadillac CDS V Coupe, Chevrolet Impala, Range Rover Discovery
ფერი: მანათობელი ფორთოხლისფერი
გვერდზე მჯდომი: მღერის სამოგზაურო სიმღერებს

თხის რქა
გამოცდილი ავტოვეტერანია, ზოგავს თითოეულ ცენტს. მანქანა მინიმუმ სამჯერაა ნამყოფი მექანიკოსთან.
მოდელი: Volvo V70, Austin Healy, Subaru Forester
ფერი: მუქი ასფალტისფერი
გვერდზე მჯდომი: მოლაპარაკე ჯარიმების კატალოგია

მერწყული
მოძრაობს ზამთარში გადახდილი კაბრიოლეტით. ყავს მომავლისკენ ორიენტირებული მანქანა.
მოდელი: Mini Cooper Cabrio, Alpha Romeo Spider, Lexus Hybrid CT
ფერი: მოელვარე ყინულისფერი
გვერდზე მჯდომი: ესესაა გადახტა მანქანიდან

თევზები
მათი არ ისმის და არც ჩანან. მანქანები, პატრონის მსგავსად, საოცარი ნისლის არსებებია. რათქმაუნდა ისევ დაავიწყდათ საღამოთი ფარების ანთება.
მოდელი: VW Käfer, Peugeot iOn, Renault R4
ფერი: მდინარისფერი მომწვენო
გვერდზე მჯდომი: სხვაგანაა ფიქრებით
9
2319
5-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
2319
  
2014, 16 იანვარი, 16:04
ყველაზე ცუდი მანქანები მგონი თევზებშია :((((((((((((((
2013, 1 იანვარი, 16:13
სულ არ ვივლი მაგ მანქანებით რა უბედურებაა :D სულ რო მომკლა მანდ არ ჩავჯდები ჰაჰა ამით თუ ვიარე Honda CR V
2012, 16 ოქტომბერი, 19:45
მერწყულმა მაგრად გამაცინა:D:D გვერდზე მჯდომი: ესესაა გადახტა მანქანიდან :D:D
2012, 2 სექტემბერი, 22:40
ცრუ ინფორმაცია ჩემ სტატიებზე არ მოსულა )))
2012, 2 სექტემბერი, 17:26
ნამდვილად ემთხვევა ვერძზე!!!
2012, 20 აგვისტო, 21:59
აშკარად არ ემთხვევა კურო! უკვე მეორე ბმვ დავამტვრიე და ახლა მესამე მყავს და ნელა სიარულის გამო ნაღდად არა!:D:D:D:D
2012, 25 ივნისი, 22:51
გაიხარე *♥
2012, 25 ივნისი, 18:40
ტყუპებზე როგორც ყოველთვის მართლაი წერია:D +1
0 1 9