x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
Preikestolen-აღმოჩნდით უფსკრულის პირას
imageპრეკესტულენი (ნორვეგიულად Preikestolen) ეს არის უზარმაზარი 604 მეტრის სიმაღლის კლდე ლუსე-ფიორდის თავზე (Lysefjord). მას ოთხკუთხედი, ბრტყელი, თითქმის 25X25-ზე ფართობის მწვერვალი აქვს. თავისებური ფორმის გამო მას ასევე ტრიბუნას ან კათედრას უწოდებენ. მისი მწვერვალიდან იშლება შესანიშნავი ხედი ლუცეფიორდზე და კიერაგის პლატოზე (Kjerag).

imageპრეკესტულენი არა მარტო ბუნების საოცრება და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა, არამედ ის ასევე ტურისტებისათვის ექსტრემალურ ატრაქციონს წარმოადგენს. თუ აქ აღმოჩნდით შეგიძლით დარწმუნებით თქვათ რომ "უფსკრულის პირას ხართ ნამყოფი". ყოველწლიურად ამ გასაოცარ კლდეს 100 ათასობით ტურისტი სტუმრობს, ამასთან ყველას თავისი მიზანი ამოძრავებს. ზოგს უნდა, რომ ყოველდღიურობისგან დაისვენოს, ზოგი აქ ახალი შთაბეჭდილებისათვის ამოდის, ზოგიც ცდილობს თავის შიშს სძლიოს, არსებობენ ისეთებიც ვინც აქ თავის მოსაკლავად ამოდის.image

მიუხედავად იმისა, რომ კლდეზე არანაირი ჯებირი არ არის მის კიდესთან მიახლოებას ყველა ვერ ბედავს. როდესაც მასზე იმყოფები იქმნება შთაბეჭდილება თითქოს კლდე ეს ესაა მოწყდება და ქვევით დაეშვება. ამ შთაბეჭდილებას ამყარებს 25 სანტიმეტრის სიფართის ნაპრალი, რომელიც პლატოს კვეთს.image

თუმცა თუ ლეგენდას დავუჯერებთ საშიში არაფერია. პრეკესტულენი მხოლოდ მაშინ მოწყდება მთას, როდესაც ნორვეგიის ერთ რეგიონში 7 და 7 ძმის ცოლი გახდება. imageimage


გზა პრეკესტულლენისაკენ ძალიან რთულია. ის იწყება «Preikestolhytta Youth Hostel»-თან 270 მეტრის სიმაღლეზე და 604 მეტრამდე ადის. ბილიკზე ასვლას საშუალოდ 2 საათი ესაჭიროება, გამოცდილ მოგზაურებს კი გზა 1 საათს მაინც წაართმევს.imageimageimageimageimageimageimageimageimage

უკანასკნელი სურათი ალბათ ბევრ თქვენგან უნახია აქამდე და უფიქრია ნეტავი სად არისო. ახლა გაიგებთ ნორვეგიაშია პრეკესტულენის კლდეზე. ამ სურათების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამ ადგილს აუცილებლად უნდა ვესტუმრო. არტანუჯის კლდეზე ყოფნისას საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როდესაც უფსკრულს ჩავყურებდი, არადა იქ სულ რაღაც 2 ასეული მეტრია სიმაღლე, აქ კი 604 მეტრი, აუცილებლად უნდა ავიდე ამ კლდეზე რა...










1
50
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
50
  
2012, 17 სექტემბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1