x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"დედიკოს ბიჭები" და "მამიკოს გოგოები"
image
ვისაუბროთ ჩვენს საზოგადოებაშიქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ.ამ პოსტში ყურადღებას გავამახვილებ ამ ურთიერთობის იმ თავისებურებებზე, რომლებიც ქართველ ქალბატონებს და ბატონებს ბავშვობიდანვე უყალიბდებათ.ვფიქრობ, ბატონი ზიგმუნ ფლოიდი ცოცხალი რომ იყოს და წარმოდგენა ჰქონდეს ქართულ ეთნოფობიურ თავისებურებებზე, უზომოდ ბედნიერი იქნებოდა, რადგან თავისი თეორიის უტყუარ დასაბუთებას ნახავდა.

"დედიკოს ბიჭის" დედა, როგორც წესი, უბედური ქალია, რომელსაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა და არაა პიროვნულად რეალიზებული.ერთადერთი რაც მას დარჩა, ესაა მისი ვაჟი, რომელიც ერთადერთი მისი ცხოვრების ერთერთი ძIრითადი საზრისია.ბუნებრივია, ბავშვი ნებისმიერი ქალისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება და პათოლოგიურ ხასიათს იძენს."დედიკოს კაბაზე გამოკერებული" ბიჭი კი ყველაფერს უჯერებს დედას, მის გარეშე უჭირს დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმა, მთლიანად დამოკიდებულია მასზე.ეს სრული პასიურობის პოზიციაა, რომელიც აქტიურობას და ინიციატივობას ახშობს.არადა სწორედ ესაა კაცური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი.აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო Pink Floyd-ის ცნობილი კომპოზიცია Mother, სადაც სწორედ ამგვარი ფენომენია გადმოცემული:

Mother do you think she's good enough for me?

Mother do you think she is dengerous?Tell me...


Mother will tear your little boy apart?

Oh, mother will she break my heart?

Hush now baby, baby don't you cry

Mama's gonna check out all your girlfrineds for you

Mama won't let anyone dirty get through

Mama's gonna wite up until you get in

Mama will always find out where you been,

Mama's gonna keep baby healthy and clean.

როდესაც "დედიკოს ბიჭი" იზრდება, ხშირად მას პროტესტი უჩნდება დედის, უფრო სწორად, დედის დიქტატურის მიმართ.მაგრამ, სამწუხაროდ ესეც არ ათავისუფლებს.ასე თუ ისე, ის მაინც დამოკიდებული რჩება დედაზე.

"დედიკოს ბიჭIს" ქალური ანალოგი გახლავთ "მამიკოს გოგო".აქ კი საქმე სულ სხვაგვარადაა, ვიდრე მამაკაცის შემთხვევაში.კერძოდ, არარის საუბარი მამის მორჩილებაში, თუმცა ეს ვარიანტიც არარის გამორიცხული.მაგრამ უმეტესწილად, გოგო, რომ "მამიკოსი გახდეს", აუცილებელი წინაპირობაა მამის მხრიდან ემოციური, ადამიანური სითბოს არგამომჟღავნება.გოგონა სრულებით მოკლებულია ამგვარ ურთიერთობებს და, ბუნებრივია, რომ ეს მასზე საშინლად მოქმედებს.

2
174
2-ს მოსწონს
ავტორი:IsSxva
IsSxva
174
  
2013, 12 იანვარი, 0:55
და მამაობრივი სითბოსს მოკლება იწვევს იმას, რომ გოგოებს გაცილებით დიიდ მამაკაცები მოსწონთ
2012, 23 ივლისი, 15:31
PINK FLOYD
0 1 2