x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ენგურჰესი ინგრევა?

image არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ენგურჰესი უზარმაზარი კომპლექსია. ექსპერტების განმარტებით, თავად კაშხალს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა წყალსაცავის მარცხენა ფერდი სავავალო მდგომარეობაშია და მეწყერის ჩამოწოლას ან მაგანას ხეობაში წყლის გაჟონვის შემთხვევაში, შესაძლოა, წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედია დატრიალდეს. ამ ზონას მუდმივი კონტროლი სჭირდება, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ენგურის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე (მათ შორის მანძილი ორ კილომეტრამდეა) დაუდგენელი პირები თაბაშირს მოიპოვებენ. მძიმე ტექნიკის ჩარევით მიმდინარეობს რყევითი, ნგრევითი და ფეთქებადი სამუშაოები.

ერთ-ერთი ვერსიით, მოპოვებული თაბაშირი რუსთავის ცემენტის ქარხანაში გადააქვთ ცემენტის გასამდიდრებლად.

ექსპერტების აზრით, არის საშიშროება, ეს მეწყერსაშიში ზოლი დაიშალოს, შედეგად კი ენგურის წყალსაცავიდან წყალი გაიპაროს მდინარე მაგანაში და 300 მეტრით მაღლა მდებარე წყალსაცავი გადაბარგდეს მაგანას ხეობაში, რის შედეგადაც აღარ იარსებებს არც ენგურჰესი, არც ჯვარი, არც ჯვარი-მესტიის ტურისტული ზონა და არც ზუგდიდი და არც მისი მიმდებარე ტერიტორიები.

ექსპერტების თქმით, ამ ადგილებში კარიერის გახსნა კი არა, მიწაზე ბარის დაკვრაც არ შეიძლება. თუმცა ამ პრობლემით ენგურჰესის თერთმეტ კაციანი სამეთვალყურეო საბჭო რატომღაც არ ინტერესდება.imageimage

6
2607
6-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
2607
  
2014, 14 ივნისი, 18:16
მერე ეს რო მოხდეს ზუგდიდელებს მესტიელებს ჯვარს
?
2012, 18 ნოემბერი, 2:04
გგგ
2012, 25 სექტემბერი, 14:34
ეს რეალობაა საკუთარი თვალით მაქვს ნანახი
2012, 16 სექტემბერი, 15:41
არასასიამოვნო ინფორმაციაა
++++++++++
2012, 16 სექტემბერი, 11:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6