x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ქართველი გენერლები
ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (დ. 1798, სოფ. ქოდალო, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 19 სექტემბერი, 1868, იქვე), ქართველი თავადიშვილი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1868).

დაიბადა ქოდალოში, იმხანად ქართლ-კახეთის სამეფოში, თავადი მალხაზ ანდრონიკაშვილისა და მარიამ ბაგრატიონის ოჯახში. დედამისი იმერეთის ბოლო მეფის სოლომონ II-ის და იყო.

19 წლის ასაკში სამხედრო სამსახური დაიწყო პეტერბურგის ლაიბ-გვარდიის ცხენოსანთა პოლკში (1817). 1824 მაიორის ჩინით (პირადი სურვილით) კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში გადაიყვანეს. მონაწილეობდა რუსეთ-ირანის 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომებში. თავი გამოიჩინა ელიზავეტ-პოლის, ჯევან-ბულახის, სარდარ-აბადის, ერევნის, ახალციხისა და ბაიბურთის ბძოლებში. 1841 გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. 1749 ანდრონიკაშვილი დაინიშნა თბილისის სამხედრო გუბერნატორად. ანდრონიკაშვილმა ყირიმის ომის (1853-1856) დროს კავკასიის ფრონტზე ახალციხესთან ბრძოლაში (1853 წლის 14 ნოემბერი) 5-ათასიანი რაზმით დაამარცხა ალი-ფაშას 20 ათასიანი კორპუსი, ხოლო 1854 წელს მდინარე ჩოლოქთან 10-ათასიანი რაზმით გაანადგურა სელიმ-ფაშას 30-ათასიანი კორპუსი.image
0
177
შეფასება არ არის
ავტორი:gagosha
gagosha
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0