x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
“გახსოვდეს, რომ მიყვარხარ!”

image
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, როცა მაშველებმა ერთ-ერთ სახლამდე მიაღწიეს, ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის სხეული შენიშნეს. ქალი პირქვე იყო დამხობილი და თითქოს რაღაცას ებღაუჭებოდა.

მაშველები იმედოვნებდნენ, რომ ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ როდესაც ერთ-ერთმა ვიწრო ნაპრალში ხელი შეყო და გაქვავებულ სხეულს მისწვდა, იმედიც მოკვდა!..
დამწუხრებული მაშველი რაღაც ძალამ არ მოასვენა და შეეცადა, ნაპრალში თავი შეეყო… და უცებ იყვირა: “ბავშვი, აქ ბავშვია!..” ცოტა ხანში კი მათ სულისშემძვრელი სურათი იხილეს. თხელ საბანში გახვეულ პატარა ბიჭუნას დედა მთელი ტანით გადაჰფარებოდა. ცხადი იყო, რომ დედა შვილის გადარჩენას ცდილობდა… მაშველები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ბავშვი ცოცხალი იყო, არადა პატარას მშვიდად ეძინა… როდესაც გახარებულებმა ბიჭუნას საბანი შემოხსნეს, შენიშნეს, რომ პატარას ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლის ეკრანზეც ტექსტური შეტყობინება იყო: “თუ იცოცხლებ, გახსოვდეს, რომ მიყვარხარ”.
ასეთია დედის თავგანწირვა და სიყვარული…
1
159
2-ს მოსწონს
ავტორი:ეთო1974
ეთო1974
159
  
2012, 23 აპრილი, 4:32
ცრემლი მომადგა : გულწრფელობა:
0 1 1