x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სასტუმროს ნომერი 50 000 აშშ დოლარად
სასტუმრო ატლანტისი მდებარეობს ხელოვნურ კუნძულ ჯუმეირის პალმაზე (დუბაი). ეს სასტუმრო გამოირჩევა თავისი ბრწყინვალე ნომრებით, რომელთაგან ერთ-ერთი 50 000 აშშ დოლარი ღირს. მინდა განახოთ ეს საოცრება და ცოტა მოგიყვეთ მასზე.image

პირველი სასტუმრო, რომელიც ხელოვნურ კუნძულზე აშენდა ბურჯ-ალ-არაბი იყო სიმაღლით 321 მეტრი. 2 წლის შემდეგ 2001 წელს დაიწყო გრანდიოზული პალმის ტიპის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა.

კუნძული შედგება ღეროს, ფოთლების და შემორტყმული ნახევარმთვარისაგან. კუნძულის ზომაა 5X5 კმ, და მისი ფართობი აღემატება 800 ფეხბურთის სტადიონს. კუნძული კონტინენტს 300 მეტრიანი ხიდით უკავშირდება.imageimage

პალმის ფორმის კუნძულის თავზე განლაგებულის სასტუმრო ატლანტისი. რომელიც გაიხსნა 2008 წლის 24 სექტემბერს.


1)მისასვლელი გზა სასტუმროს ყველაზე ძვირი ნომრისკენ მიმავალ ლიფტთან.image

2) თითქმის 1000 კვ.მ 3 საძინებელი, ოთხი სააბაზანო, სასადილო ოთახი 16 კაცზე, უზარმაზარი ტერასები და მრავალი სხვა რამ.imageimageimageimageimageimageimage

ხედი აივნიდან.

image

კარგ ამინდში შესაძლებელია ცათამბრჯენ ბურჯ-ჰალიფას დანახვა.image

პირველ პლამზე აგარაკები ჩანს. მათი ოდენობა 2000 აღწევს. კუნძულის აშენებამდე გამოაცხადეს ზღვაში ადგილების გაყიდვის შესახებ. ყველა ვილა რამდენიმე დღეში გაიყიდა 1-1.5 მილიონ დოლარად. ჩაბარებისას მათი ღირებულება 5-8 მილიონ დოლარს აღწევდა.image

image

გადავიდეთ უფრო იაფფასიან ნომრებზე. Poseidon და Neptune მათი ღირებულება სულ რაღაც 10 000 აშშ დოლარია. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი 3 სართულიანი ნომრებია ლიფტით.imageimage

თუმცა არის ერთი მაგრამ, პირველ სართულზე ფანჯრების ნაცვლად იშლება ჩაძირული ატლანტიდას ხედი. აკვარიუმს "დაკარგული სამყარო" ჰქვია და იქ 65000 ზღვის ბინადარი ცხოვრობს, მათ შორის ზვიგენები და სკატები.imageimageimage

ეს კი ძალიან იაფი ნომერია. 350 დოლარი ღამეში.imageimage


















9
480
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
480
  
2012, 14 სექტემბერი, 22:07
იმედი ბოლოს კვდება:)
2012, 14 სექტემბერი, 22:01
350 დოლარიანი სრულიად რეალურია :)
2012, 14 სექტემბერი, 22:01
რა იცი რა იცი :)
2012, 14 სექტემბერი, 21:57
მე ვერ მოვხვდები და,იმ 50 იანში მაინც
2012, 14 სექტემბერი, 21:57
ვინ მომცა მაგის ბედი:)
2012, 14 სექტემბერი, 21:55
უფ უფ მაშინ ნახე რეალურად როცა მოხვდები იქ :)
2012, 14 სექტემბერი, 21:53
უფ,უფ,უფ
2012, 14 სექტემბერი, 20:12
უფ
0 1 9