x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
სუპერდიეტა სუპერშედეგით და საკუთარი გამოცდილებით!!!

image



ალბათ, არაერთი დიეტა დაგიცავთ და მოუთმენლად ელოდით
სასწორზე გამოსახულ დაკლებულ კილოგრამებს. სავარაუდოა, რომ ბევრმა მათგანმა თქვენც ჩემსავით გაგიცრუათ იმედები. მე გასწავლით დიეტას, რომლის ეფექტურობა საკუთარ თავზე გამოვცადე.
ეს დიეტა ჩემმა ძველმა თანამშრომელმა ჩამაწერინა და საკმაოდ მარტივი დასაცავია. ის გრძელდება 3 დღე.


I დღე - 1 კგ ხილი. აკრძალულია ბანანი, ყურძენი და კარალიოკი.


II დღე - 1 კგ უმი ან მოხარშული ბოსტნეული. აკრძალულია მოხარშული კარტოფილი.


III დღე - 500 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 200 გრამი ხაჭო და 500 გრამი
მაწონი.


და მთავარი!! ყოველდღე უნდა დალიოთ 1 ლიტრ ონკანის წყალში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი!!

ვაშლის ძმარი ხელს უწყობს ცხიმების წვას, ხოლო თაფლი სხვა მრავალ კარგ თვისებასთან ერთად, ამცირებს შიმშილის შეგრძნებას.

დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ყავა დღეში ერთხელ.
(თუმცა მე შაქრიანს ვსვამდი და შედეგი მაინც მქონდა).


ეს დიეტა შეგიძლიათ გადააბათ ზედიზედ მაქსიმუმ 3-ჯერ!! ან თქვენთვის სასურველი შუალედებით
გაიმეოროთ.


თვის განმავლობაში 3-ზე მეტჯერ ამ დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული.


ჩემი რჩევა იქნება გააკეთოთ 2-3 დღიანი შუალედები.


ამ დიეტით 3 დღეში დაიკლებთ მინიმუმ 3 კილოგრამს (თუმცა
რაც უფრო მეტი გაქვთ ზედმეტი წონა, ბუნებრივია მეტად გახდებით).


გისურვებთ წარმატებებს!

2
20539
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:AUVA
AUVA
20539
  
2013, 23 ივნისი, 12:51
მადლობააა ეხლა ამას გავაკეთებ :)
2012, 24 სექტემბერი, 23:52
+100
0 1 2