სხვა იშვიათი ისტორიული კადრები, რომლებიც არცერთ ქრონიკას არ გაუშუქებია 2021, 9 სექტემბერი, 11:14 სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიკურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს, სხვადასხვა მოვლენას და ა.შ.
რამდენ საიდუმლოს მალავს და ინახავს ისტორია, ვინ იცის. ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. დღევანდელ კრებულში, რომელიც თქვენთვის ავკინძე, შედის ის ისტორიული კადრები, რომლებიც აქამდე არცერთ ქრონიკასა და გაზეთში არ გაუშუქებიათ და არის იშვიათი. იშვიათი ისტორიული კადრები, რომლებიც არცერთ ქრონიკას არ გაუშუქებია1. მეზღვაურები მუშაობენ გემის ანძაზე ქარიშხლის დროს, 1920 წელი. 2. ყველაზე დაბალი, ყველაზე მაღალი და ყველაზე მსუქანი ადამიანები ერთად თამაშობენ ბანქოს - ევროპა, 1913 წელი. 3. ფრიდა კალო 17 წლის ასაკში საოჯახო ფოტოზე მამაკაცის კოსტიუმში - 1924 წელი. 4. კურტ კობეინი მე-8 კლასში. უკრავს დრამზე - 1981 წელი. 5. ჯიმი ჰენდრიქსი - 1962 წელი. 6. ელვის პრესლი მშობლებთან ერთად - გლედისი და ვერნონი - 1938 წელი. 7. სამურაი - 1860 წელი. 8. ალბერტ აინშტაინი და ჩარლი ჩაპლინი - 1931 წელი. 9. ფრანგი ქალბატონი ჩაით უმასპინძლდება ბრიტანელ ჯარისკაცს მეორე მსოფლიო ომში - ნორმანდია, 1944 წელი. 10. პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა ბაჰამის კუნძულებზე - 1982 წელი. 11. ადოლფ ჰიტლერი ესაუბრება იუგოსლავიის მეფის ცოლს - პრინცესა ოლგა გრეჩესკის - 1939 წელი. იხილეთ აგრეთვე: იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც შეცვლის თქვენს შეხედულებას წარსულზე საინტერესო ფოტოები არქივიდან, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ! იშვიათი ფოტოები წარსულიდან, რომლებიც ცნობილების უცნობ ცხოვრებას ასახავს 2354 5-ს მოსწონს
|