x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ფხვიერი ნამცხვარი შოკოლადის მინანქრით
imageსაჭიროა მასალა : 2-3 კვერცხის გული

1 ჭიქა შაქარი

125 გრ. კარაქი ან მარგარინი ან ერბო და მარგარინი 50/50

1/2 ჭიქა მაწონი ან კეფირი


სოდა - 1/2 ჩ.კ.

ნუშის ესენცია ან ზეთი ან დაფქული ნუში-გემოვნებით

ფქვილი - რამდენსაც შეიზელს შოკოლადის მინანქარი - მოსასხმელად


მომზადება :


გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ დამდნარი კარაქი, სოდაარეული მაწონი და ნუში, შემდეგ იმდენი ფქვილი შევაზილოთ, რომ მივიღოთ წელვადი, ნაზი ცომი, რომელიც ხელზე არ გეკრობა.ცომი შეგვიძლია გავაბრტყელოთ და ჭიქით ამოვჭრათ ან თანაბარი ზომის ბურთულებად დავყოთ, სასურველი ფორმა მივცეთ, დავაწყოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ.მზა ნამცხვარი ამოვავლოთ შოკოლადის მინანქარში.

1
799
5-ს მოსწონს
ავტორი:გიგა გუდიაშვილი
გიგა გუდიაშვილი
799
  
2012, 11 სექტემბერი, 13:06
++
0 1 1