x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას

image




ლექსი ეძღვნება 2008 წელს დაღუპულ გმირებს შეაფასეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ ტექსტის ავტორი GA ჯიეი (ჯონი ანთია)>>>>>>>>>>>






2008 წელი მე დღესაც მახსოვს
იმედია გმირები შენც კარგად გახსოვს
მე მინდა გავიხსენო ჩვენი გმირები
საქართველოს ღირსეული შვილები
გახსოვთ აგვისტოს ხუთი დღე ცხელი
სისხლიანი იყო ბრძოლის ველი
იკარგებოდნენ უგზოუკვლოდ ჯარისკაცები
არ გაგვაჩნია ზოგიერთი გმირის საფლავები
ბევრი გმირი დაიღუპა ჩვენთვის
რამდენი დედა გაუბედურდა გესმით
მე ისევ ჩამესმის იმ დედის კივილი
რომელმაც დაკარგა შვილი
დედამ აღზარდა ღირსეული შვილი
დაიცვა სამშობლო დაიღუპა გმირი
საქართველოს დროშა ამშვენებდა მათ მაისურს
დედას თავისი შვილის დანახვა ძლიერ სურს
სამშობლოს დაცვისთვის მიიღო გულში ტყვია
სადაც გმირი დაეცა ამოვიდა ია
გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე
სიკვდილის წინ ფიქრობს დედაზე შვილზე
მეამამაყება რომ ვარ ქართველი
საქართველოს ყავს ბევრი ღირსეული შვილი
არასოდეს დამავიწყდება წელი ორიათასრვა
რომელმაც საქართველოს დიდი დაღი დაასვა
დავკარგეთ მიწები დავკარგეთ გმირები
დებმა ძმები მშობლებმა შვილები
ღმერთმა აცხონოს გმირები
2008 წელს დაღუპული ბიჭები
იარაღით ხელში სამშობლოს იცავდნენ
საქართველოს გაუმარჯოს მტრის ჯინაზე იძახდნენ
ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ ერთმანეთს
სიკვდილის წინ კი : ბიჭო რა ვუთხრა დედაშენს
8 აგვისტოს დაიწყო ყველაფერი
ხალხს ვაკვირდები აღარ ადევს ფერი
ყველა განიცდის ყველა ტირის
დედა დაკარგულ შვილს მისტირის
ამხნევებ არ იტირო შენი შვილი გმირია
მაგრამ დედისთვის ხომ პირველი შვილია
დედას საფლავიც კი არ გააჩნია შვილის
მარტო ოთახში შვილის სურათს ეფერება ტირის
ჩვენი ყყველას ვალია გვახსოვდეს გმირები
2008 წელს საქართველოს დაღუპული შვილები
გმირის საფლავზე მუდამ იხარებს ია
ის ხომ საქართველოს ღირსეული შვილია

2
74
4-ს მოსწონს
ავტორი:GA_ჯიეი_produqtion
GA_ჯიეი_produqtion
74
  
2012, 11 სექტემბერი, 12:12
+100
2012, 10 სექტემბერი, 21:51
გულით არის ნათქვამი...ცოტა შეცდომები კია უფრო თეთღი ლექსია
0 1 2