x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"ყველაფერი, რასაც ამ თვეში დაიწყებთ, წარმატებას მოგიტანთ მომავალში. წარმოიდგინეთ, როგორია თქვენი ცხოვრება 5 წლის შემდეგ..." - რას გვირჩევს ასტროლოგი ახალმთვარეობის მიხედვით
image


რას მოგიტანთ აგვისტოს ახალმთვარეობა ლომში. პროგნოზის მიხედვით დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება, რათა მთვარის ამ თვეში უკეთ შეძლოთ თქვენი მიზნებისა და სურვილების განხორციელება. პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი ასცენდენტისა და მზის ნიშნის მიხედვით.


ვერძი


თვითრეალიზების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. გაიხსენეთ ჰობი. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მოაწყვეთ დღესასწაულები, არ გამოაკლდეთ წვეულებებს. გაინებივრეთ თავი საჩუქრებითა და სიურპრიზებით. აგვისტო თავს დაგამახსოვრებთ რომანტიკული შეხვედრებით, ფლირტით, თავგადასავლებით. მარტოხელებს გელით საინტერესო შეხვედრა. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის, მოუწყვეთ მათ მოგზაურობა, ქვესტი.



კურო


ლომი მოგიწოდებთ, მეტი დრო და ენერგია დაახარჯოთ საოჯახო საქმეებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, დედასთან. იზრუნეთ, რომ თქვენი სახლი, აგარაკი იყოს სუფთა, ჰარმონიული, კომფორტული თქვენთვის. მზრუნველობას და სიყვარულს ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს. მოაწყვეთ ოჯახური შეხვედრები აგარაკზე ან თუნდაც, ონლაინ. შვილებს მოუყევით წინაპრების შესახებ. გადაიფორმეთ უძრავი ქონება.


ტყუპი


გააუმჯობესეთ დამოკიდებულება დედმამიშვილებთან. კარგი იქნება, თუ ერთად დაისვენეთ. არ იკამათოთ მეზობლებთან, დაუმეგობრდით მათ. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალი ცოდნის მიღება. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. მოგიწევთ ტექსტებთან, სიტყვასთან მუშაობა. კარგ შედეგს მოგიტანთ ყიდვა-გაყიდვა, პიარი. გამოიყენეთ თქვენი საქმიანობისთვის ინტერნეტი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ძველ და ახალ კლიენტებთან. მოიმატებს კომუნიკაციები.



კირჩხიბი


თვის მთავარი საზრუნავი ფული და ფინანსური დოკუმენტებია. დაფიქრდით, რა წყაროებით იღებთ ფულს და რა საშუალებებით გსურთ, რომ მომავალში მიიღოთ. იქნებ, დროა, რომ თქვენი ცოდნა ფულად აქციოთ. გამორიცხული არაა, დაიწყოთ პედაგოგობა, ლექტორობა. ზოგიერთი გადაწყვეტს, ფული დააბანდოს ძვირად ღირებულ ნივთებში ან საკუთარი თავი გაინებივროს ძვირფასი შენაძენებით. ზოგიც სარფიან ფინანსურ ხელშეკრულებას გააფორმებთ.


ლომი


დროა, საკუთარი თავზე იფიქროთ, გაინებივროთ თავი. გაიუმჯობესეთ იმიჯი, სტილი. შეიცვალეთ გარეგნობა, განაახლეთ გარდერობი, რა თქმა უნდა, მეფურად. ნუ დაგენანებათ ფული ძვირად ღირებულ აქსესუარებში და ყველაფერ იმაში, რაც თქვენ მოგანიჭებთ სიამოვნებას. დაისახეთ ახალი მიზნები, დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. ყველაფერი რასაც ამ თვეში დაიწყებთ, წარმატებას მოგიტანთ მომავალში.


ქალწული


მიეცით საკუთარ თავს დასვენების, სიმშვიდეში ყოფნის უფლება. არ გადაიტვირთოთ არც გონებრივად დ არც ფიზიკურად. ესტუმრეთ ადგილებს, სადაც ენერგიით დაიმუხტებით; დაისვენეთ ზღვის სანაპიროზე. კარგია წყალთან კონტაქტი. გადახედეთ წარსულს, რა მოგიტანათ ამ წელამ თქვენი დაბადების დღის შემდეგ დღემდე. დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ, სად უნდა გავითარდეთ, რას უნდა დაემშვიდობოთ. დააგროვეთ ენერგია, მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და მზად უნდა იყოთ აქტიური მოქმედებისთვის.


სასწორი


ლომში ახალმთვარეობა მოგიწოდებთ, გადახედოთ თქვენს სურვილებს, მიზნებს, დაისახოთ მომავალი. გასაზღვრეთ, როგორ გსურთ მომავალში ცხოვრება. წარმოიდგინეთ, რას გსურთ, რომ მიაღწიოთ 5 წლის შემდეგ და რა უნდა გააკეთოთ დღეს ამისთვის. გადახედეთ გარემოცვას, თანამოაზრეებს, მეგობრებს ვისი დახმარების იმედი უნდა გქონდეთ. თამამად გამოიყენეთ ინტერნეტი წინსვლისა და წარმატებისთვის.


მორიელი


ყურადღება უნდა მიაქციოთ კარიერას, ბიზნესს, პროფესიას. მოგეცემათ შანსი, რომ დაწინაურდეთ, დაიკაოთ თქვენი შესაფერისი თანამდებობა. დაიწყოთ პირადი ბიზნესი, ჩაერთოთ ახალ სარფიან ბიზნესში. გამონახეთ შესაძლებლობა, რომ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში, გამარჯვების შანსი გაქვთ. დაისახეთ მიზანი, რას გსურთ, რომ მიაღწიოთ მომავალში.


მშვილდოსანი


თქვენ გელოდებათ თვალსაწიერის გაფართოება, დახელოვნება საქმიანობაში. საკუთარ თავს შეგიძლიათ მეტი ფუფუნების უფლება მისცეთ. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები; აგრეთვე, გაგიმართლებთ, თუ სურვილი გაქვთ, უმაღლესი განათლება, წოდება, ხარისხი მიიღოთ. გააქტიურდით, თუ აპირებთ ლექტორობას. ჩაიფიქრეთ, საზღვარგარეთ მოგზაურობა, ურთიერთობის გაუმჯობესება უცხოელ პარტნიორებთან.


თხის რქა


ლომი მოგიწოდებთ, გაერკვეთ თქვენს საბანკო საქმეებში, ვალებსა და კრედიტებში. აგრეთვე, სამემკვიდრეო საკითხებში. ყურადღებით იყავით, თუ თქვენ მართავთ სხვების ფულს. საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან ერთად შეადგინეთ ბიუჯეტი, აკონტროლეთ ხარჯი. დიდხნიან მოგემას მოგიტანთ ფულის გონივრულად დაბანდება.


მერწყული


გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თქვენს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. თუ ასეთი ჯერ არ გყავთ, მთვარის ამ თვეში დიდი შანსი გაქვთ, რომ გაიჩინოთ. თუ თქვენი საქმიანობა კონსულტირებასთანაა კავშირში, შეიძლება გამოგიჩნდნენ ახალი კლიენტები, მეტად პოპულარულები, წარმატებულები ან მდიდრები. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ისე ააგეთ, რომ მტრები კი არა, მოკავშირეები გაიჩინოთ.


თევზები


მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. დაფიქრდით, რამდენად სასარგებლოა ის მეთოდები, რასაც იყენებთ. გადახედეთ თქვენს დღის რეჟიმს, კვებას, დიეტას, ფიზიკურ დატვირთვას. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სამედიცინო გამოკვლევას. გამოიყენეთ ეს დრო, რათა მოაწესრიგოთ სამსახურის საქმეები და საოჯახო რუტინა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ეცადეთ, საკუთარ თავს პატარ-პატარა ბედნიერებების უფლება მისცეთ: გამოძინების, ყავის აივანზე მირთმევის, დილის რიტუალები და ა.შ.



ასევე დაგაინტერესებთ:



კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს



ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."



დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს


"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს


ვინ იშოვის დიდ ფულს, ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი და ვინ გაიგებს მოულოდნელ საიდუმლოს საკუთარ პარტნიორზე - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ლილიტის მიხედვით

0
1468
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0