x
image
ლანა92
რას მალავს მათემატიკური მუდმივა, რიცხვი π (პი)?

image

პი ყველაზე პოპულარული მათემატიკური ცნებაა. მასზე ხატავენ სურათებზე, იღებენ ფილმებს, უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, უძღვნიან ლექსებსა და დღესასწაულებს, მას ეძებენ და პოულობენ წმინდა ტექსტებში.

ვინ აღმოაჩინა პი?

საიდუმლოდ რჩება საკითხი, ვინ და როდის აღმოაჩინა რიცხვი პი. ცნობილია, რომ იგი პროექტირებისას გამოიყენეს ბაბილონის მშენებლებმა. ლურსმულ ფირფიტებზე ასახულია ის საკითხებიც, რომელთა გადაჭრასაც პი-ს დახმარებით ცდილობდნენ. ამ პერიოდისათვის მიიჩნეოდა, რომ პი = 3-ს. ბაბილონიდან ორასი კილომეტრის დაშორებით, ქალაქ სუზაში ნაპოვნ ფილაზე პი-ს მნიშვნელობად აწერია 3 1/8.

პი-ს გამოანგარიშებისას ბაბილონელებმა დაადგინეს, რომ წრეში მისი რადიუსი 6-ჯერ შემოდის და გაყვეს წრე 360 გრადუსად. ასე გააკეთეს მზის ორბიტასთან მიმართებითაც და დაასკვნეს, რომ წელიწადში 360 დღეა.

ძველ ეგვიპტეში პი უდრიდა 3.14-ს, ძველ ინდოეთში - 3.088, იტალიაში - 3. 125-ს. ანტიკურ ხანაში არქიმედემ პი-ს მნიშვნელობა გაუტოლა 22/7-ს. პი-ს ზუსტ მნიშვნელობას ყველაზე უკეთ მიუახლოვდნენ ჩინეთში. იგი მარტივად გამოითვალა ახ. წ.-ით მე-5 საუკუნეში ჩინელმა ასტრონომმა, ცზუ ჩუნ ძიმ. საჭირო იყო კენტი რიცხვების ორჯერ დაწერა: 11 33 55, მათი შუაზე გაყოფა, რიცხვების პირველი ნახევრის წილადის მნიშვნელად აღება, მეორისა - მრიცხველად 355/113. ვიღებთ პი-ს თანამედროვე მნიშვნელობის მსგავს რიცხვს.

რატომ პი?

რიცხვი პი მათემატიკური მუდმივაა, რომელიც უდრის წრეწირი შეფარდებული მისი დიამეტრის სიგრძესთან. ვიღებთ 3.1415926535...უსასრულობამდე (დამრგვალებულად 3.14).

პირ რიცხვი უნიკალურია, რადგან:

1.მეცნიერთა აზრით, პი რიცხვში ნიშნების, ციფრების რაოდენობა უსასრულოა. მათი თანმიმდევრობა არ მეორდება. ის შეიძლება, თავის თავში მოიცავდეს აბსოლუტურად ყველაფერს, რახმანინოვის სიმფონიას, ძველ აღთქმას, თქვენი ტელეფონის ნომერსა და წელს, როცა აპოკალიფსი დადგება.

2.პი დაკავშირებულია ქაოსის თეორიასთან, იქიდან გამომდინარე, რომ რიცხვების თანმიმდევრობა პი-ში შემთხვევითია (3.145926535..).

3. რიცხვის ბოლომდე გამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

4.პი ირაციონალური რიცხვია, მის მნიშვნელობას წილადით ვერ გამოვხატავთ.

5.პი ტრანსცენდენტური რიცხვია. მას ვერ მივიღებთ მთელ რიცხვებზე ალგებრული მოქმედების საშუალებით.

6.რიცხვ პი-ში მძიმის (3, ) მერე 39 ნიშანი საკმარისია, რათა გამოვიანგარიშოთ სამყაროში ცნობილი კოსმოსური ობიექტების გარშემოწერილობა წყალბადის ატომის რადიუსში.

7. რიცხვი პი ასოცირდება "ოქროს კვეთასთან". გიზაში დიდი პირამიდის გაზომვისას არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ მისი სიმაღლე მიემართება მისი ფუძის სიგრძეს, ისევე, როგორც წრის რადიუსი მის სიგრძეს.

პი-ს დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ, 14 მარტსა და 22 ივლისს. ესაა არქიმედეს მიერ გამოანგარიშებული პი-ს მიახლოებითი მნიშვნელობის დღე.

რიცხვი პი გვხვდება წმინდა წიგნებში, მაგალითად, ბიბლიაში და იქ 3-ს უდრის (სამება, ღმერთის სამი სახე).


0
621
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0