x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 ვარსკვლავი, რომელიც ცოლად პირველივე შემხვედრს გაჰყვა
image


გაცნობიდან ქორწინებამდე შეიძლება წლები გავიდეს ან სულაც რამდენიმე თვე. ზოგჯერ ცნობილი ადამიანები სიჩქარეში ისეთ გაუთვიცნობიერებელ და დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამენ, რომ მოგვიანებით საკუთარი არჩევანის თავადვე უკვირთ და ზოგჯერ ნანობენ კიდეც. წარმოგიდგენთ ჰოლივუდის 5 ცნობილ ვარსკვლავს რომელიც ისე გათხოვდა, რომ თავადაც ვერ მიხვდა.


image



ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ ტორნტონი



image


ეს ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე 2000 წელს შეხვდა და ორი თვის შემდეგ ერთმანეთს ერთგულებაც შეჰფიცა. ცერემონია მექსიკაში გაიმართა, რომელიც საკმაოდ მოკრძალებული იყო. ორივე მათგანი წვეულებაზე ჯინსითა და სომბრეროთი მივიდა, სადაც ღვთის წინაშე სიყვარულისა და ერთგულების ფიცი დადო და პირდაპირ რესტორანში გაემართა. ქორწინებამ სამ წელს გასტანა, მოგვიანებით როგორც მსახიობმა განაცხადა, ის ანჯელინასთვის საკმარისად კარგი ქმარი არ იყო.



ჯულია რობერტსი და ლაილ ლოვეტი


image


მსახიობებმა რეჟისორ რობერტ ოლტმენის 1992 წელს გადაღებულ ფილმში "მოთამაშე" ერთად ითამაშეს და გაცნობიდან 3 კვირაში იქორწინეს კიდეც. ჯულია ქორწილის დღეს "ახალგამომცხვარი" მეუღლის კონცერტს დაესწრო, სწორედ მაშინ, ამერიკელმა ქანთრის მომღერალმა, მსახიობი სცენაზე მიიპატიჟა და შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი ქორწილის შესახებ ახარა. "ლამაზმანის" ვარსკვლავი მუდმივად გადაღებებით იყო დაკავებული, ამიტომ ისინი ერთმანეთს ძალიან იშვიათად ხედავდნენ, რამაც მათ ურთიერთობაზე ნეგატიურად იმოქმედა, ქორწინებიდან ორ წელიწადში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ლაილ ლოვეტისთვის მოთმინების ბოლო წვეთად მეუღლის, რესტორანში მსახიობ იტან ჰოუკთან ცეკვა აღმოჩნდა, წყვილი ერთმანეთს სწორედ ამ ამბის შემდეგ დაშორდა.



პამელა ანდერსონი და ტომი ლი


image


მათ ერთმანეთი ღამის კლუბში, საახალწლო წვეულებაზე გაიცნეს. პამელა მას კოქტეილით გაუმასპინძლდა, და როკერმა თავიც დაკარგა. თვენახევრის შემდეგ ისინი მექსიკაში დასასვენებლად გაემგზავრნენ, სადაც 1995 წლის 19 თებერვალს იქორწინეს კიდეც. ქორწილის დღეს პამელას ბიკინი, ტომს კი საცურაო შორტები ემოსა. მოგვიანებით ანდერსონმა თქვა, რომ ეს იდეა სწორედ მას ეკუთვნოდა. პამელა საკუთარი პარტნიორით მუდმივად უკმაყოფილო იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ორი შვილი გაეჩინა. პირველად მან განქორწინება 1996 წლის ნოემბერში მოითხოვა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, ხოლო 1998 წლის თებერვალში მან კვლავ გადაწყვიტა განქორწინება და ტომი ლის საბოლოოდ, გაშორდა კიდეც.




ქლოე კარდაშიანი და ლამარ ოდომი


image


კიმ კარდაშიანის ერთ - ერთი უმცროსი და, ქლოე კარდაშიანი 2009 წელს, გაცნობიდან ერთ თვეში მოულოდნელად ცოლად "NBA"-ორგზის ჩემპიონს, კალათბურთელ ლამარ ოდომს გაჰყვა. ცერემონია ტელევიზიით გადაიცემოდა, რომლის შემდეგაც ქლოემ და ლამარმა სხეულზე ერთი და იგივე ტატუ გაიკეთეს, საკუთარი შოუ მოიფიქრეს და პატარაზეც დაიწყეს ფიქრი, როცა ხმები გავრცელდა რომ სპორტსმენმა ქლოეს უღალატა და წამალდამოკიდებულიც გახდა. 2013 წელს კარდაშიანმა სასამართლოში განქორწინებაზე განცხადება შეიტანა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან გამოიტანა, საბოლოოდ, 2013 წელს დაწყებული განქორწინების საქმე 2016 წელს ქლოემ საბოლოოდ აღასრულა.



ბრიტნი სპირსი და კევინ ფედერლაინი


image


მათი გაცნობიდან ნიშნობამდე არც მეტი, არც ნაკლები მხოლოდ სამი თვე გავიდა, რის შემდეგაც წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. ბრიტნი სპირს და კევინ ფედერლაინს ამ სამ წლიან ურთიერთობაში ორი ვაჟი შეეძინათ, თუმცა ვარსკვლავურ წყვილს ოჯახის დანგრევისგან ვერც შვილების ფაქტორმა უშველა. მალევე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ: ბრიტნიმ კევინს მისწერა რომ განქორწინება სურდა. "მას ცოლად გავყევი არა იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა, არამედ იმიტომ რომ ოჯახი მინდოდა", - განაცხადა მოგვიანებით პოპ - ვარსკვლავმა.













0
372
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
372