x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
პრეზიდენტების სკანდალური რომანები, რომლებიც მათ ძვირად დაუჯდათ

გავლენიანი სახელმწიფოების ლიდერები ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორიც სხვა დანარჩენები, “ადამიანური სისუსტეებით":

1. ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი

აშშ-ს ცნობილი პრეზიდენტის ორწლიანი რომანი თეთრ სახლში მომუშავე 22 წლის სტაჟიორ გოგონასთან, მონიკა ლევინსკისთან კინაღამ მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული გახდა. ლევინსკიმ აღიარა, რომ ამ ყველაფერს საშინელ შეცდომად თვლის. მათი რომანის გამოაშკარავების შემდეგ, ის დაცინვის ობიექტი გახდა, თუმცა დეტალები სააშკარაოზე არ გამოიტანა და სკანდალზე ფულის შოვნას ევროპაში წასვლა ამჯობინა. აშშ-ში ფსიქოლოგის დიპლომით დაბრუნდა, თუმცა სამსახური ვერ იშოვა, რადგან ყველა დამსაქმებელი უარს ეუბნებოდა. რაც შეეხება პრეზიდენტს, მისმა “პატარა" რომანმა კინაღამ იმპიჩმენტი გამოიწვია.image

2. მერილინ მონრო და ჯონ კენედი

მიუხედავად იმისა, რომ მათი რომანი ოფიციალურად არ დადასტურებულა, უამრავი ჭორი დადის მათ შესახებ. მერილინ მონრომ რომანი კენედისთან ჯერ კიდევ მაშინ გააბა, როდესაც ის სენატორის პოსტზე იყო, რომანმა 6 წელს გასტანა. ამან შეიწირა მერილინის ქორწინება იმ ერთადერთ ადამიანთან, ბეისბოლისტ ჯო დიმაჯიოსთან, რომელსაც გულწრფელად უყვარდა ის. მონროს იმედი ჰქონდა, რომ კენედი ცოლს, ჟაკლინ კენედის მიატოვებდა მის გამო, თუმცა მისი იმედები ფუჭი აღმოჩნდა და როდესაც ამას მიხვდა, “ისტერიკები " და ტელეფონზე განუწყვეტლივ რეკვები დაიწყო. ეფ ბი აის დირექტორის, გუვერის თქმით პრეზიდენტს ურჩია მსახიობი მისი ძმისთYვის, რობერტ კენედისთვის “გადაელოცა", თუმცა ისტორია აქაც განმეორდა და ამჯერად ტრაგიკულად, მერილინ მონროს თვითმკვლელობით დასრულდა.image

3. სილვია კრისტალი და ვალერი ჟისკარ დ'ესტერი

ფილმ "ემანუელის" ვარსკვლავის სილვია კრისტელისა და დაქორწინებული საფრანგეთის პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ დ'ესტენის რომანი საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ ვალერის პრეზიდენტობამდე ხდებოდნენ და არც მალავდნენ.. კრისტელი დიპლომატიურ მიღებებზე დაჰყვებოდა და რეგულარულად ასრულებდა კიდეც “დიასახლისის'' როლს პრეზიდენტთან მოგზაურობების დროს. პრეზიდენტს უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებოდა ლამაზმანისთვის, შემდეგ კი საერთოდ ადმინისტრაციაში მიიყვანა ადამიანი "კინოსა და თეატრთან ურთიერთობის აგენტის" თანამდებობაზე, რომელიც მისთვის ლამაზ მსახიობებს ეძებდა და მასთან მიჰყავდა.image

4. ფრანსუა მიტერანი და ან პენჟო.

მიტერანი სამაგალითო ქმარად ითვლებოდა და მისი უამრავი რომანის შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. პრეზიდენტს ორი ოჯახი ჰყავდა - ოფიციალური და პარალელური (ანეპენჟო და მათი საერთო ქალიშვილი). სხვათა შორის, მას მეორე ოჯახი უფრო უყვარდა და მათთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე ოფიციალურ ოჯახთან. ამან უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, რადგან ორივე ოჯახი ელისეის სასახლეში ცხოვრობდა და ამიტომ ბევრმა თქვა, რომ პოლიტიკოსი ბოროტად იყენებდა თავის თანამდებობას. ქმრის დაკრძალვაზე ქვრივმა უარი თქვა ან პენჟოსა და მისი ქალიშვილისთვის დარეკვაზე, მაგრამ ისინი მაინც მოვიდნენ.image

5. ფრანსუა ოლანდი და ჟიული გაიე

დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა საფრანგეთის პრეზიდენტსა და მსახიობ ჟიული გაიეს. რომანის შესახებ. 2014 წლის იანვარში ჟურნალისტებმა გამოიჭირეს ქვეყნის მეთაური, მსახიობის ბინის წინ სკუტერის გაჩერების დროს. მსახიობმა ყველაფერი უარყო და ტაბლოიდებს სასამართლოშიც კი უჩივლა. სკანდალი მაინც აგორდა, რის შემდეგაც ოლანდი ცოლს გაშორდა და მისი რეიტინგი დაეცა. მსახიობის პოპულარობამ კი პირიქით, მოიმატა, რადგან მოქალაქეები მას, ისევე როგორც პრეზიდენტის მეუღლეს ისე აღიქვამდნენ.image








2
374
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
374
  
2021, 22 ივლისი, 10:31
მაგას რა დაუჯდა ძვირად, მშვენივრადაა :დ
2021, 22 ივლისი, 10:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2