x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამ აიძულა უნგრეთი და პოლონეთი წასულიყო ევროპის წინააღმდეგ და წამოეწყო ბრძოლა ლგბტ-ს და ლიბერალების წინააღმდეგ?
imageევროკავშირი (ЕС)ერთიანობის კრიზისს განიცდის და ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებზე განსხვავებული მიდგომების გამო. დასავლეთ ევროპის ქვეყნები ფიქრობდნენ, რომ ისინი შეთანხმდნენ თავიანთ აღმოსავლეთ მეზობლებთან ევროპული ღირებულებების საერთო შეხედულებებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველას არ სიამოვნებს ეს.


მაგალითად, ტოლერანტობა სექსუალური უმცირესობების და მიგრანტების მიმართ. ყოველწლიურად უნგრეთი და პოლონეთი სულ უფრო ეწინააღმდეგება ლიბერალურ პოლიტიკურ ტენდენციებს და ევროკავშირს არ ესმის, თუ როგორ უნდა აღკვეთოს ეს ბუნტი, ისე, რომ არ დაზარალდეს მთლიანად ევროპელების სოლიდარობა.


ევროსაბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა კავშირის დაშლაც კი იწინასწარმეტყველა, თუ ევროკავშირის სხვა წევრებიც შეუერთდებიან ამ ორი ქვეყნის ოპოზიციურ ბანაკს.


მაინც როგორ იქცნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ტრადიციული ღირებულებების დასაყრდენად?



15 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ბუდაპეშტს და ვარშავას მოთხოვა უმცირესობებთან დაკავშირებით სიტუაციის გამოსწორება ორ თვეში მოაგვარონ. თუ ამ განცხადებას რაიმე ქმედება არ მოჰყვება, შემდგომ საკითხს განიხილავს უმაღლესი ევროპული სასამართლო.


ორივე ქვეყნისთვის ეს მხოლოდ ღირებულებების დაცვის საკითხი არ არის: ევროპული ბლოკი მათ სუბსიდიების გაყინვით ემუქრება. მილიარდობით ევროზეა საუბარი, რომელსაც ისინი ყოველწლიურად იღებენ ევროპელი მოკავშირეებისგან. პოლონეთი ყველაზე მსხვილი სუბსიდიების მიმღებია და უნგრეთისთვის ეს ფული ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორია.


7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უნგრეთისთვის განკუთვნილი მრავალმილიარდიანი ევროკავშირის გრანტები აღარ დამტკიცდება დაგეგმილ დროს, საუბარია 7, 2 მილიარდ ევროზე.ანუ ევროკავშირს კიდევ იმედი აქვს, რომ უნგრეთს "მოარჯულებს" და გრანტის გამოყოფის დრო გაურკეველი დროით გადაუწია.


აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნების დაპირისპირება ევროპული ბლოკის დანარჩენ ქვეყნებთან მხოლოდ ამით არ განისაზღვრება. უნგრეთი და პოლონეთი აშკარად გამოირჩევიან ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ფონზე სამი ატრიბუტის კომბინაციით: მმართველობის ავტორიტარული სტილი, აშკარა ნაციონალიზმისკენ მიდრეკილება პოლიტიკაში და აშკარად კონსერვატიული ღირებულებები სოციალური მმართველობაში.


პოლონეთი და უნგრეთი ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად ვიშეგრადული ჯგუფის შემადგენლობაში არიან. ბოლო ორი ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდა, მრავალმხრივ შეიძლება შეფასდეს, როგორც ნაციონალისტური. თუმცა სწორედ უნგრელებსა და პოლონელებში ჩამოყალიბდა ნაციონალიზმის ისეთი ფორმები, რომლებიც განსაკუთრებით უკვირს ლიბერალ დასავლელ დამკვირვებლებს.


უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ისტორიის ხედვას. ჯერ კიდევ 1946 წელს უნგრელმა პოლიტიკოსმა ისტვან ბიბომ გამოაქვეყნა ესე სახელწოდებით "აღმოსავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოების წუხილი". სადაც აღნიშნავდა, რომ დემოკრატია ამ რეგიონში ყოველთვის დარჩება საფრთხის ქვეშ ძლიერი გარე მოქმედი აქტორების მიერ. მაგალითად, პოლონეთი რამდენჯერმე გაიყო მეზობელმა დიდმა სახელმწიფოებმა. უნგრეთმა ეროვნული რევოლუციის კრახი განიცადა 1849 წელს, ხოლო 1920 წელს ტრიანონის ხელშეკრულების შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის ორი მესამედი და მოსახლეობის ნახევარი.


და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მკვეთრად გამოყოფს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დასავლელი მეზობლებისგან - ეს ქვეყნები გამოირჩევა ეთნიკური და კულტურული ერთგვაროვნებით.


უნგრეთის 98.3 % ეთნიკური უნგრელები არიან.პოლონეთში, ერი ასევე თითქმის არ სცილდება ეთნიკურ ბირთვს - 96, 6 პროცენტზე მეტია. იმიგრანტების რაოდენობა ორივე ქვეყანაში არ აღემატება 2 პროცენტს, ხოლო მუსლიმთა მოსახლეობა 0, 1% ნაკლებია. მუსლიმებისადმი მათი დამოკიდებულება თითქმის ყველაზე უარესია ევროპაში: პოლონელებს შორის 26 პროცენტი პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ, უნგრელებს - დაახლოებით 11 პროცენტს. შედარებისთვის, რუსეთში ეს მაჩვენებელი 76 პროცენტია, გერმანიაში - 69, ხოლო უკრაინაში - 62.

ამან თავის როლი შეასრულა ბოლო ათწლეულის ერთ – ერთ მთავარ კრიზისზე ევროპაში - 2015-2016 წლების მიგრაციულ ტალღა, როდესაც ევროკავშირშს მიაწყდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შუა აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ევროპელი ლიდერები მათ მიესალმნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ევროპელს არ ესიამოვნა სტუმრები. პოლონეთმა და უნგრეთმა, ვიშეგრადის სხვა ქვეყნებთან ერთად, კატეგორიული უარი თქვეს მიგრანტების დახმარებაზე და დღემდე ინარჩუნებენ ამ პოზიციას. ისინი მუდმივად ეწინააღმდეგებიან მიგრანტების სავალდებულო განაწილების კვოტების იდეას.

2018 წელს ევროკავშირმა ჩეხეთსა და სლოვაკეთს 2.6 ათასი და 902 ადამიანის მიღება დაავალა, მაგრამ ისინი მხოლოდ 12 და 16 მიგრანტზე შეთანხმდნენ. მათ პოლონეთისგან მოითხოვეს დაახლოებით 7 ათასი ადამიანის მიღება, უნგრეთს - დაახლოებით 1.3 ათასი ადამიანი, მაგრამ პოლონეთისა და უნგრეთის ხელისუფლებამ ერთი კაციც კი არ მიიღო..




4
717
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
717
  
2021, 20 ივლისი, 21:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 20 ივლისი, 19:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 20 ივლისი, 19:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 20 ივლისი, 19:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4