x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა პირობა დადო დავით ყიფიანმა 19 წლის ასაკში?უცნობი ხელწერილის ისტორია
imageსოციალურ ქსელში ვრცელდება დავით ყიფიანის ხელწერილი, რომელიც 19 წლის ასაკში არის დაწერილი:

"მე, დათო დათოს-ძე ყიფიანი, ვიძლევი სახინკლეში პირობას, რომ თუ 1970-71 წლის სეზონში არ ვითამაშე "დინამოს" შემადგენლობაში თამაშების 50%, წინააღმდეგ შემთხვევაში ვანებებ ფეხბურთის თამაშს თავს. (არ შემსრულებელი ითვლება ტრ***)", - ასე დაუწერია ახალგაზრდა დამწყებ ფეხბურთელს, რომელიც იმ პერიოდში თბილისის "ლოკომოტივიში" თამაშობდა.

image

მართლას იმავე, 1971 წელს, ყიფიანი უკვე "დინამოს" ძირითად შემადგენლობაშია, სეზონის განმავლობაში 24 მატჩი ითამაშა და 3 გოლიც გაიტანა.

ლეგენდარულმა 10-მა ნომერმა "დინამოს" შემადგენლობაში 1982 წლამდე ითამაშა, ჩაატარა 344 მატჩი და გაიტანა 109 გოლი.1977 წელს დასახელდა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, 2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს.

დავით ყიფიანი 50 წლის ასაკში, 2001 წლის 17 სექტემბერს დაიღუპა ავტოავარიაში.

მისი სახელი აქვს მინიჭებული საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას და და გურჯაანის ცენტრალურ სტადიონს.დავით ყიფიანს აგრეთვე საქართველოს სპორტის რაინდის წოდება აქვს მინიჭებული.

3
698
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
698
  
2021, 20 ივლისი, 5:03
ერთხელ შოთა არველაძემ გაიხსენა ამბავი,თუ როგორ თხოვდა ყიფიანი გრძელი პასის გაკეთებას,რაც ვერ გააკეთეს ჯიგრებმა. დათოს უთქვამს,რა უნდა ბიჭო მაგის გაკეთებასო და ჩვენ ყველას გაგვეცინაო. მერე მისულა უკვე ვეტერანი ყიფიანი და ერთმანეთი მიყოლებით გაუკეთებია გრძელი პასი. ბოლოსკენ უთქვამს,თქვენგან ფეხბურთელი არ დადგება ბიძიაო :) ახალი თაობა კარგად არ იცნობს მას,არც სურვილი აქვთ ამის დიდად. ჩემს უბნელ 15 წლის ფეხბურთელს რო ვანახე ვიდეო,რა გოლი გაიტანა გიორგი ქინქლაძემ სოტონს,მერე აღარ ამბობდა მესის ან რონალდინიოს.

ბავშობაში რო ვთამაშობდით ხოლმე ფეხბურთს და გოლს გავიტანდით,დარასელიას,ყიფიანის და ქინქლაძის ხსენება მიდიოდა ხოლმე. დღეს ეს აღარ ხდება და ვერც გაამტყუნებ ახალ თაობას,ძნელია მიბაძო ქვილითაიას ან უჩა ლობჟანიძეს(რეგბისტი კაცი,რომელიც უკან პასის ხელოვნება ცამდე აიყვანა)
2021, 20 ივლისი, 4:57
უდიდესი ფეხბურთელი,რომელსაც მოედანზე ყველაფერი შეეძლო. 82 წელს უსამართლოდ მოექცნენ ნაბიჭვარი რუსები და არ წაიყვანეს მსოფლიოზე. ის რო ყოფილიყო ბრაზილიელი ან დასავლეთ ევროპის ქვეყნის წარმომადგენელი აუცილებლად მოიგებდა ოქროს ბურთს. დათო ყიფიანი ქართველებისთვის არის პელე,მარადონა,პლატინი,ნაზარიო რონალდო და მესი. ცუდი ის არის,რომ ყიფიანის ქვეყანაში ანტიფეხბურთს ვთამაშობთ წლებია და ეს სირცხვილია. ქართველმა შეიძლება თავი მოგაჭამოს თუ რონალდუს მესის ამჯობინებ ან პირიქით,მაგრამ ის არაფერს ამბობს ყიფიანზე. მარადონა თუ პელე?! არცერთი,დათო ყიფიანი უფრო ელეგანტური მოთამაშე იყო და უფრო მაღალი საფეხბურთო IQ ქონდა.
2021, 19 ივლისი, 17:23
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 3