x
image
Lerato
მარხვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის - ნობელის პრემიის ლაურეატის აღმოჩენა
image

იოშინორი ოსუმი (Yoshinori Ohsumi) – მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან – ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. 2016 წლის 3 ოქტომბერს, მას ეს ჯილდო ავტოფაგიის კვლევისთვის გადაეცა.


image


ნობელის კომიტეტის პრეს-რელიზი:

"ოსუმის აღმოჩენამ ჩვენი გაგების ახალ პარადიგმამდე მიგვიყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ამუშავებს უჯრედი საკუთარ შიგთავსს. ამან გზა გაუხსნა ავტოფაგიასთან მიმართებაში ფუნდამენტალური მნიშვნელობის უამრავი ფიზიოლოგიური პროცესების აღქმას, როგორიცაა შიმშილთან ადაპტაცია და ინფექციებთან გამკლავება.

ავტოფაგია– უჯრედის ზედმეტი ნაწილების (მასში დაგროვილი ე.წ. "ნაგავი") უტილიზაციისა და გადამუშავების პროცესია. ეს ტერმინი ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება (autos თვით, phago ვშთანთქავ) და ითარგმნება როგორც "თვითშთანთქმა."

image

ეს ფენომენი საერთოდ რომ არსებობს, მეცნიერებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოაჩინეს. თუმცა, ვერ შეძლეს მისი მექანიზმის წვრილმანებში გარკვეულიყვნენ. 90-იან წლებში ეს ოსუმიმ მოახერხა. საკუთარი ექსპერიმენტების შედეგად მან ასევე გამოავლინა გენები, რომლებიც პასუხს აგებენ ავტოფაგიაზე. დაახლოებით მეოთხედი საუკუნის შემდეგ ის დააჯილდოვეს და გახდა ისტორიაში 39-ე მეცნიერი, რომელმაც ნობელის პრემია ერთპიროვნულად დაიმსახურა.


ავტოფაგია დამახასიათებელია ცოცხალი ორგანიზმებისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. მისი წყალობით უჯრედები თავიდან იშორებენ ზედმეტ ნაწილებს, ორგანიზმი კი მთლიანობაში თავისუფლდება ზედმეტი უჯრედებისგან.

ბუნებამ წინდახედულად დააჯილდოვა უჯრედები ესოდენ საოცარი და სასარგებლო უნარით – გადაამუშავოს ის, რაც "გამოიყურება" ზედმეტად ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანად. ისინი თითქმის ისევე მოქმედებენ, როგორც ჩვენ – მხოლოდ ავტომატურად. ფუთავენ "ნაგავს" სპეციალურ ტომრებში – ავტოფაგოსომებში. შემდეგ გადააქვთ კონტეინერებში – ლიზოსომებში, სადაც ყველანაირი ნარჩენი ნადგურდება და ხდება მისი მონელება. გადასამუშავებელი პროდუქტები ხმარდება საწვავის გამომუშავებას უჯრედისთვის. მათგან ასევე მზადდება ახალი სამშენებლო მასალა, რომელიც გამოიყენება უჯრედის განახლებისთვის.


image

ავტოფაგიის წყალობით უჯრედი სუფთავდება მასში მოხვედრილი ინფექციისგან და წარმოქმნილი ტოქსინებისგან.

ავტოფაგია იწყებს მუშაობას გაცილებით ინტენსიურად, როდესაც ორგანიზმი სტრესს განიცდის. მაგალითად, შიმშილობს. ამ შემთხვევაში უჯრედი ენერგიას საკუთარი რესურსების ხარჯზე გამოიმუშავებს – დაგროვილი "ნაგვიდან." მათ შორის ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისგან.

ლაურეატის აღმოჩენა ამტკიცებს: შიმშილი და მარხვა ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა – ორგანიზმი ნამდვილად იწმინდება. დამოწმებულია ნობელის კომიტეტის მიერ. ამასთან, როგორც ოსუმის კოლეგები გვარწმუნებენ, ავტოფაგია ორგანიზმს ნაადრევი სიბერისგან იცავს. შესაძლოა ასევე აახალგაზრდავებს ახალი უჯრედების შექმნის ხარჯზე, ორგანიზმიდან კი დაზიანებული ცილები და უჯრედშიდა ელემენტები გამოაქვს.


image


დარღვევები ავტოფაგიის პროცესში კი იწვევს დიაბეტს, პარკინსონისა და სიმსივნურ დაავადებებს. ამის გათვალისწინებით, მედიკოსები ქმნიან ახალ პრეპარატებს, რომელთაც შეუძლია არსებული დარღვევების გამოსწორება და შესაძლოა განკურნებაც კი.

როგორც ჩანს, პროფილაქტიკისთვის ნამდვილად ღირს შიმშილობა, იმ მიზნით რომ ორგანიზმმა გამაჯანსაღებელი სტრესი მიიღოს.


იოშინორი ოსუმი 1945 წელს დაიბადა. თავის პრემიას, რომელიც 8 მილიონ შვედურ კრონს შეადგენს (დაახლოებით 950 ათასი დოლარი), ის სხვა მეცნიერ-ლაურეატებთან ერთად სტოკჰოლმში 10 დეკემბერს მიიღებს.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა


ხორცს არ ჭამთ და არ იცით პროტეინები საიდან მიიღოთ? ცილების დღიური ნორმა ჩვენი ჯანმრთელობისთვის


უკვდავების 6 ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ძალიან მალე შეცვლის


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


"არანაირი მისტიკა – ნამდვილად შეგიძლიათ საკუთარი თავი განკურნოთ" – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


0
253
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0