x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თანამედროვე კანიბალიზმი: 4 ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანებს დღემდე ჭამენ

image


გლობალიზაცია ხარბად შთანთქავს ქვეყნებისა და რეგიონების უნიკალურობას. თვითმყოფადი რწმენა და ტრადიციები წარსულს ნელ - ნელა ბარდება, თუმცა ჩვენს პლანეტაზე მაინც მოიპოვება ისეთი ადგილები, სადაც შოკისმომგვრელი წეს-ჩვეულებები დღემდე მოქმედებს. მათ შორის ისეთი "ექსტრავაგანტულიც", როგორიც კანიბალიზმია. წარმოგიდგენთ დედამიწაზე 4 ადგილს, სადაც ადამიანებს დღემდე ჭამენ.



ვარის ტომი, ბრაზილია


image


ამაზონის ტყეების სიღრმეში ვარის პატარა ტომი ცხოვრობს. დღესდღეობით, მათგან მხოლოდ ორი ათასზე მეტი ადამიანია შემორჩენილი. სამხრეთ ამერიკის სხვა ყველა დანარჩენი ტომიდან ვარის ტომი ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტზე ყველაზე ბოლოს წავიდა და ეს მხოლოდ 1960-იან წლებში მოხდა. სწორედ მაშინ გამოაშკარავდა მათი საშინელი რიტუალი, რომელიც ღრმა შესწავლის შედეგად ზნეობით ნახარნახევი აღმოჩნდა.


image


მას შემდეგ, რაც ადამიანი გარდაიცვალება, ისინი სხეულს მანამდე ინახავენ სანამ გარდაცვლილის ყველა ნათესავი ადგილზე არ მივა, რასაც დაახლოებით სამი დღე სჭირდება, მას შემდეგ კი როცა ყველა ახლობელი ერთად შეიკრიბება, ისინი გარდაცვლილის სხეულს წვავენ და მიირთმევენ. დაღუპულის სისხლით ნათესავები როგორც წესი, ამაში არ მონაწილეობენ, ისინი მხოლოდ შორიდან ადევნებენ თვალყურს თუ როგორ შეექცევიან ცხედარს შორეული ნათესავები. გარდა ამისა, წვავენ ასევე მიცვალებულის მთელ ქონებასაც. ამ რიტუალის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ეხმარება ახლობლებს შეეგუონ საყვარელი ადამიანის დაკარგვას. ამ აქტის შესრულებით მათ გარდაცვლილის შესახებ უკვე აღარაფერი ახსენებთ. ნესტიან მიწაში სხეულის გასახრწნელად დატოვება ვარელებისთვის ისეთივე საშინელია, როგორც ჩვენთვის კანიბალიზმი. ამერიკელმა ბეტსი კონკლინმა, რომელიც მათთან 18 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, ამ რიტუალის შესაფასებლად ძალიან ზუსტი მეტაფორა შეარჩია - "მწუხარების მომხმარებლები".





ვარანასი, ინდოეთი


image


ქრისტეს დაბადებამდე ათასი წლით ადრე დაარსებული ვარანასი - ინდუიზმის ერთ-ერთი წმინდა ქალაქია, სადაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ათობით ათასი ინდუსი ჩადის. მათ წარმოდგენაში, ეს უძველესი ქალაქი სამყაროს ცენტრია. ვარანასში ისეთი ეპოქალური ტრადიციები ყვავის რომ მათ ფეხქვეშ გათევლვას ვერავინ ბედავს.


image


ინდუიზმში სიკვდილი - სამსარის მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც აღორძინების ბორბალში გადამწყვეტია. ყველა ინდუსი ისწრაფვის მოკშასკენ (ცნება ინდუიზმსა და ბუდიზმში, ატმანის (სულის) გათავისუფლება ამქვეყნიური ბუნებისგან და მასზე მიჯაჭვულობისგან, განსხივოსნება) - ამ ციკლის დასრულებისკენ, ბოლო წერტილისკენ. ვარანასის ასკეტური რელიგიური სექტა - აგჰორი კი მოკლე გზით მიდის. ისინი ღამის რიტუალებს იმ ადამიანთა ნეტშტზე ატარებენ, რომელთა გვამებსაც, ინდუისტური ადათის თანახმად, განგის სანაპიროზე წვავენ, რაც შესაძლებლობას იძლევა მოკშასთან მაქსიმალურად მიახლოვების. აგჰორების ამოცნობა მარტივია: ისინი თავიდან ფეხებამდე კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლით არიან შეღებილი და ძვლების ყელსაბამებს ატარებენ.


image


დღესდღეობით, ინდოეთში სექტის ათასამდე აქტიური წევრი ცხოვრობს. შოკისმომგვრელი რიტუალების მიუხედავად, აგჰორებს გაგებით ეკიდებიან. ინდოელებს სჯერათ რომ თუ ისინი "შივას რჩეულ" ბერებს გარდაცვლილების ჭამასა და რიტუალების შესრულებაში ხელს შეუშლიან, მათი სული დაწყევლილი იქნება. ამის შესახებ ქვეყანაში არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა დაწესებული არ არის.




კარავაის ტომი, პაპუა-ახალი გვინეა


image


პაპუა-ახალ გვინეაში უფრო მეტი კანიბალია, ვიდრე სუპერმარკეტი. ცილოვანი საკვების ნაკლებობის გამო, ადგილობრივები ხშირად თავიანთ მეგობრებს სადილად გემრიელად შეექცევიან. მართალია, ბოლო წლებში კურუ-კურუს დაავადების გამო კანიბალიზმის მასშტაბი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა არა კარავაის ტომში. მისი წარმომადგენლებისთვის გარდაცვლილი ადამიანის ჭამა - შურისძიებაა.


image


ნახეთ, რას ჰყვება ავსტრალიელი ჟურნალისტი პოლ რაფაელი, პაპუა-ახალ გვინეასა და ინდონეზიის ტყეებში მოგზაურობის შესახებ: "თუ ვინმე ბრძოლაში დაიღუპება, მისი სიკვდილის მიზეზი კარავაისთვის ცხადი იქნება, მაგრამ ავადმყოფობის შედეგად ადამიანის სიკვდილი მათთვის დიდ საიდუმლოებას წარმოადენს. მათ ხომ მიკრობებისა და ინფექციების შესახებ არაფერი იციან".


image


"კარავაელები დარწმუნებულები არიან რომ მათი ტომის წევრებს ქვესკნელიდან მოვლენილი ხახუა - ჯადოქარი ანადგურებს. მათი აზრით, ხახუა იპყრობს სხეულს და მას შიგნიდან შთანთქავს, ხოლო მისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით მისი შეჭმაა საჭირო, ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ ტომის წევრები იმ ადამაინს შეჭამენ რომელიც ხახუას მიზეზით დაიღუპა".




ფიჯის კანიბალები


image


ყველა ზემოთ აღწერილი კანიბალები უცხო პირთათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენენ და ადამიანებს შეჭმის მიზნით არასოდეს კლავენ, თუმცა ამას ვერ ვტყვით ფიჯის კუნძულების ზოგიერთ მკვიდრ ხალხზე. რა თქმა უნდა, ფიჯი აღარ არის ისეთი ველური ადგილი, როგორც ის მე -19 საუკუნეში იყო, როდესაც იქ მისიონერებსაც კი ეშინოდათ ჩასვლა, თუმცა ტყეებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ტომები, რომლებიც ტრადიციის ერთგულები რჩებიან და გამოკვების მიზნით ადამიანებს ხოცავენ.


image


გარდა იმისა რომ ტომები ერთმანეთში ხშირად ომობენ (და როგორც წესი, დამარცხებულები გამარჯვებულთა საკბილო ხდებიან) ისინი საკვებად ასევე მოხეტიალე ტურისტებსაც იყენებენ, რომლებიც შემთხვევით იმ ადგილებზე ხვდებიან სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ. ასე მაგალითად, 2017 წლის ზაფხულში ახალ ამბებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უკვალოდ გაქრა ფიჯის კუნძულებზე ახალდაქორწინებულთა წყვილი. სავარაუდოდ, ისინი კანიბალების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.








0
1837
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1837