x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოციალურ ქსელში გაიხსენეს ჯუნა დავითაშვილის 2021 წლის წინასწარმეტყველება
image

ნათელმხილველი თავის დროზე ამბობდა, რომ 2021 წელი მძიმე იქნება ქვეყნისთვის.


ქსელში გამოჩნდა ჯუნა დავითაშვილის პროგნოზი 2021 წლისთვის. ნათელმხილველმა ეს წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ 2015 წელს გააცხადა და ამ წელს საბედისწერო უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ოფიციალურად არ აღიარეს ჯუნს ექსტრასენსორული შესაძლებლობები, მისი წინასწარმეტყველებები მაინც საინტერესოა რუსებისთვის.

Newinform-ის ინფორმაციით, ჯუნა ამბობდა, რომ 2021 წელი რთული და საბედისწერო იქნებაო.


”ფატალური პერიოდის წინ იქნება საშიში დაავადება, რომელიც ფილტვებში დაიბუდებს.” - ციტირებს გამოცემა ჯუნა დავითაშვილის სიტყვებს. .


მისი თქმით, ამ პერიოდში ქვეყანაში მრავალი ადამიანი გაღარიბდება, მაგრამ განვითარდება სოფლის მეურნეობა. მკურნალმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა კარგად იქნება მართული და კრიზისის დასრულების შემდეგ, განვითარების პერიოდი დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ ნათლმხილველი, ჯუნა დავითაშვილი 2015 წელს გარდაიცვალა 65 წლის ასაკში.შვილის, ვახტანგის გარდაცვალების (2001 წელს)შემდეგ ჯუნა ბოლო 14 წელი განდეგილად ცხოვრობდა თავის საყვარელ არბატზე, მაგარამ ამასთან ერთად იგი ხატავდა და წერდა ლექსებს.

image

ამასთანვე არ ავიწყდებოდა ეკლესიაში სიარული და ხალხის მკურნალობა, რომლებიც მას მიმართავდნენ.ჯუნა დავითაშვილის პაციენტები იყვნენ ისეთი ცნობილი ადმიანები, როგორებიც იყვნენ ლეონიდ ბრეჟნევი, ილია გლაზუნოვი, ანდრეი ტარკოვსკი, ფედერიკო ფელინი, ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი, რობერტ დე ნირო და სხვები.


1994 წლის ივნისში 5 წლით აირჩიეს არატრადიციული მედიცინის
საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის პრორექტორად კოლომბოში. 1997 წელს
საკუთარი თავი ასურელი ხალხის დედოფლად გამოაცხადა. ამავე პერიოდში ის რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მრჩეველი იყო. საპარლამენტო არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად 1995 წელს შექმნა პარტია „ჯუნას ბლოკი“.


ჯუნა დავითაშვილი მკურნალობის გარდა დაკავებული იყო ლექსების წერითა და ხატვით. სცენაზე გამოდიოდა იგორ ტალკოვთან და ანდრეი დერჟავინთან ერთად.

0
1037
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1037
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0