x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფაშიზმის აგონია

საბჭოთა არმია ბერლინს უახლოვდებოდა. ხოლო, აფეთქებების ხმები უკვე მიწისქვეშა ბუნკერში ისმოდა, სადაც ფაშიზმის ლიდერები იმალებოდნენ. თითოეული მათგანი, სწორედ საკუთარ თავს ხედავდა, დასავლეთის სახელმწიფოებთან, სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან.

იმ დროს, როდესაც ჰიტლეტი მოკავშირეებთან მოლაპარაკების დაწყებას ცდილობდა, გერინგი, ჰიმლერი და ბორმანი შესაფერის მომენტს ელოდნენ, რომ მის ზურგს უკან, დასავლეთის ლიდერებთან თავად გასულიყვნენ კონტაქტზე.


image


პირველი სცენაზე გერინგი გამოვიდა, ჰიტლერის შემდეგ, პირველი კაცი ფაშისტურ ელიტაში. ის მხოლოდ საჰაერო ძალების მთავარსარდალი კი არა, გერმანიის თავდაცვის საიმპერატორო საბჭოს ხელმძღვანელიც იყო. როდესაც ომი დაიწყო, ჰიტლერმა გერინგი, თავის მემკვიდრედ, ოფიციალურად დანიშნა. ახლა კი, ის, გაკოტრებული ფიურერის ბედის გაზიარებას არ აპირებდა.

image1945 წლის 20 აპრილს ჰიტლერმა დაბადების დღე ბოლოჯერ გადაიხადა. გერინგმა კანცელარიაში შექმნილი სიტუაციით (ჰიტლერის სტუმრების უმრავლესობა მთვრალი იყო და ყველაფრის მიუხედავად, შეკრებილები საზეიმო განწყობას ინარჩუნებდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ) ისარგებლა და მასთან დაახლოებულ პირთან ერთად, ბერლინიდან – გერმანიის სამხრეთში, ბერხტესგადენი გაიპარა. ხოლო, 23 აპრილს, მან ჰიტლერს, წინასწარ დაგეგმილი დარტყმა მიაყენა.

საღამოს გერინგმა ფიურერს დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც იტყობინებოდა: რომ ამიერიდან, ის, გერინგი იყო ალყაშემორტყმულ ბერლინში გამომწყვდეული ჰიტლერის კანონიერი მემკვიდრე და რომ საკუთარ თავზე იღებდა რაიხში მთელს ძალაუფლებას. უკვე მეორე დილით, გერინგი ეიზენჰაუერთან გადაფრენას და მოლაპარაკების დაწყებას აპირებდა... ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკელებს და ინგლისელებს კარგად «შეეწყობოდა».

imageთუმცა, ჰიტლერი და მისი გარემოცვა სულაც არ აპირებდა გერინგითვის, მათ ხარჯზე, საკუთარი ტყავის გადარჩენის შესაძლებლობის მიცემას. ამიტომ, ისინი სამხრეთ გერმანიაში, SS-ის წარმომადგენლობის უფროს დაუკავშირდნენ და გერინგის დაპატიმრების ბრძანება მისცეს, თანა, სასწრაფოდ... გვიან ღამით, ესესელებმა რაიხ–მარშალი თბილი საწოლიდან წამოაგდეს და კუფშტაინის ციხე–სიმაგრეში გამოკეტეს, რომელივ იმ დროს, საპატიმროს ფუნქციას ასრულებდა. გარდა ამისა ბრძანება გაიცა, რომ ჰიტლერის სიკვდილის შემთხვევაში, გერინგი მაშინვე უნდა მოეკლათ.

თუმცა, ეს ბრძანება შეუსრულებელი დარჩა. მოკავშირეთა ჯარის შემოტევების, საშინელი არეულობის და დაბნეულობის ფონზე, გერინგი არავის გახსენებია და უიღბლო კანდიდატი ფიურერის პოსტზე, ციხეში ამერიკელების მისვლამდე დარჩა.

მომაკვდავი რაიხის არსებობის ბოლო დღეებში, საკუთარი თავის და ფაშიზმის გადარჩენა, მოკავშირეებთან მოლაპარაკების გზით, ჰიმლერმაც სცადა, რომელიც მთელი ფაშისტური გერმანიის ტერორის მექანიზმის ხელმძღვანელი იყო.

გერმანელი მონოპოლისტები მის საბანკო ანგარიშებზე უდიდეს თანხებს რიცხავდნენ, რადგან მის «განყოფილება», მათ ქარხნებს, ფაბრიკებს და მაღაროებს მილიონობით უფასი მუშა–ხელს – უცხოელ პატიმარს უგზავნიდა.

image1945 წლის გაზაფხულზე, ჰიმლერმა, ჰიტლერისგან ფარულად, მოლაპარაკებების მთელი სერია აწარმოვა შვედეთის მეფის გუსტავ V ძმისშვილთან, რომელიც იმ დროს, გერმანიაში, წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო. ჰიმლერი მას არწმუნებდა, რომ რიალური ხელისუფლება ჰიტლერის კი არა, მის ხელში იყო... და ბერნადოტეს სთხოვდა, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისთვის გადაეცათ, რომ ის მზად იყო, თუნდაც ახლავე გამოეცხადებინა დასავლეთის ფრონტზე კაპიტულაცია და ომი მხოლოდ სსრ კავშირის წინააღმდეგ ეწარმოებინა.

მისი წინადადება მაშინვე გადასცეს ამერიკის და ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა, მათი მხრიდან, რეაქცია ისეთი არ იყო, როგორსაც ჰიმლერი ელოდა. როდესაც ის მიხვდა, რომ ანტისაბჭოთა კარტის გათამაშება არ მოხდებოდა, ჰიტლერის შურისძიების შიშით, ფლენსბურგიში გაიქცა და ნაცნობის სახლში, ჰიტლერის გარდაცვალებამდე იმალებოდა.

განრისხებულმა ჰიტლერმა, გებელსმა და ბორმანმა, ჰიმლერს მათ ზურგს უკან, მოკავშირეებთან მოლაპარაკების წარმოების მცდელობა ვერ აპატიეს და მისი დაპატიმრების ბრძანება გასცეს. მაგრამ, იმ დროისთვის, ბერლინის ყველა აეროპორტი უკვე მოწინააღმდეგეთა ჯარების მიერ იყო დაკავებული... ჰიტლერმა კი «გული იმით მოიოხა», რომ ჰიმლერის ერთ–ერთი წარმომადგენელი – გენერალი ჰერმან ფეგელაინი, რომელიც ევა ბრაუნის დაზე იყო დაქორწინებული, პირდაპირ საიმპერატორო კანცელარიის ეზოში დაახვრეტინა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. სტალინმა II მსოფლიო ომის დამთავრების და საკუთარი გარდაცვალების თარიღი წინასწარ იცოდა
2. უნიკალური ძველი ნაკეთობები, რომელიც აღფრთოვანებას დღემდე იწვევს

3. ადამიანი, რომელმაც მიწისქვეშა სამყარო და ცივილიზაცია იხილა. რიჩარდ ბერდის საიდუმლო დღიური
4. რატომ ვერ მოხვდა მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი ისტორიის სახელმძღვანელოებში?

5. საჰარის უდაბნოს საიდუმლო

6. ეჭვის საფუძველი აღარ არსებობს, ადამიანები და დინოზავრები ერთად ცხოვრობდნენ!

0
506
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0