x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„სიცოცხლის გზა“- სახიფათო გაყინული გზა ტბაზე, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო
image


მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და საზარელ პერიოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა.


იმის მიუხედავად, რომ მისი დასრულებიდან 75 წელზე მეტი გავიდა მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა მონაკვეთის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე ძალიან დიდია. დღევანდელ სტატიაში „სიცოცხლის გზისა“ და ლენინგრადის ბლოკადის შესახებ მოგითხრობთ.


ლენინგრადის ბლოკადის დროს (1941-44) „სიცოცხლის გზა“ (Дорога жизни) წარმოადგენდა ერთადერთ დამაკავშირებელ საშუალებას ქალაქში დარჩენილ მოსახლეობასა და გარესამყაროს შორის. მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა ლენინგრადი ალყაში მოაქციეს ქალაქში 2.5 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.



image


ბლოკადის დასაწყისი

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ნაცისტური გერმანიის დანაყოფებმა ძალიან სწრაფად მოახერხეს საზღვრის გარღვევა და სულ რამდენიმე თვეში ლენინგრადამდე და მოსკოვამდეც კი ჩააღწიეს.


1941 წლის სექტემბერში ლენინგრადი და მასში მცხოვრები მოსახლეობა საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა- ქალაქის სამხრეთით არსებულ ტერიტორიას ნაცისტური გერმანიის ჯარები აკონტროლებდნენ, ჩრდილოეთიდან კი გერმანიის მოკავშირე ფინელებმა გადმოლახეს საბჭოთა კავშირის საზღვარი და ლენინგრადამდე მიაღწიეს.


image


ქალაქი მტრის ჯარებით იყო შემოსაზღვრული და საბჭოთა კავშირის დანარჩენ ტერიტორიებთან სახმელეთო საზღვარი სრულიად ჩაკეტილი აღმოჩნდა.


ბლოკადის დაწყებისას ლენინგრადში არ იყო იმ რაოდენობის პროდუქტები და საწვავი, ალყაშემორტყმულ ქალაქს დიდხანს რომ გაეძლო. მასობრივი შიმშილობისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ტბის გადაკვეთით საკვები პროდუქტების ჩატანა იყო, რაც ხშირად წარუმატებლად მთავრდებოდა.


გერმანული არმია მასობრივ საარტილერიო დაბომბვებს შეუდგა. ქალაქში რამდენიმე ათასი აალებადი ბომბი ჩამოაგდეს, გაანადგურეს საკვების ძირითადი საწყობები, რომელთა ნაკლებობაც ლენინგრადელებმა მალევე იგრძნეს.


1941 წლის ნოემბერში ნამდვილი შიმშილი დაიწყო. საკვების რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. მუშები დღე-ღამეში 250 გრამ პურს იღებდნენ. მოსამსახურეები, ბავშვები, მოხუცები - 125 გრამს.


imageადამიანის კვების დღიური რაციონი ბლოკადის დროს


დაიწყო შიმშილობა, სრული ქაოსი, ქურდობა, გახშირდა მკვლელობები - ერთი ნაჭერი პურისათვის და ბარათისთვის კლავდნენ ადამიანს. არბევდნენ მაღაზიებს, საცხობებს. ხალხი ქუჩაში ეცემოდა და კვდებოდა. სასოწარკვეთილები ჭამდნენ ყველაფერს - ძაღლებს, კატებს, ვირთხებს.


„სიცოცხლის გზა“

ლენინგრადის დატოვების ერთადერთი მარშრუტი ლადოგის ტბის გადაკვეთა იყო. ზამთრის სუსხიან დღეებში ქალაქის მაცხოვრებლებს უნდა გადაეკვეთათ ტბა და გაქცევით ეშველათ თავისთვის. გაყინულ ტბაზე გადასვლა ძალიან სარისკო იყო და ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა, თუმცა ალტერნატიული გზა არ არსებობდა...


ამას გარდა, ლადოგის ტბას გერმანელთა არტილერია და ავიაცია ხშირად ბომბავდა. ტბაზე, აგრეთვე, მოქმედებდა ფაშისტების სამხედრო–საწყლოსნო ძალებიც.


ლენინგრადის ბლოკადას საკმაოდ ცივი, სუსხიანი ზამთარი დაემთხვა. ზოგჯერ ჰაერის ტემპერატურა -30 გრადუსამდეც ეცემოდა. შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი ყინვა ქალაქიდან თავის დაღწევის მსურველებისთვის ხსნა აღმოჩნდა, რადგან ტბის ზედაპირზე ყინულის საკმაოდ სქელი ფენა იყო, რაც ადამიანების წონას უძლებდა... განაგრძეთ კითხვა <<<



1
314
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
314
  
2021, 15 ივლისი, 22:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1