x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"ტიკ-ტოკერ""გოგონას ეგონა,რომ ვიდეო მოწონებას დაიმსახურებდა,მაგრამ ლანძღვის და შეურაცხყოფის კორიანტელი დაატყდა თავს(ვიდეო)
imageგოგონას მოუწია ვიდეოს წაშლა და ყველა კომენტარის დაბლოკვა "ტიკტოკში", მაგრამ ვიდეო მაინც გავრცელდა სხვა სოციალურ ქსელებში, სადაც მომხმარებლები არ ერიდებიან მწვავე სალანძღავ სიტყვებს გოგონას მისამართით.


18 წლის ბლოგერი ულიანა სოჭიდან დიდად არ განსხვავდება თანატოლებისგან - არ უყვარს სკოლა, უყვარს კრეატიული მაკიაჟი, მანიკური და ასევე ოცნებობს დიდ "ვარსკვლავურ" მომავალზე.


გოგონა "ტიკტოკზე" დღის თემატურ ვიდეოებს ათავსებს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი ნახვებით არ გამოირჩევა მისი ბოლო ვიდეოსგან განსხვავებით, რის შემდეგაც ლამისაა მთელმა ქვეყანამ დაიწყო ამ ახალგაზრდა გოგონაზე საუბარი, თუმცა არა დადებითი კუთხით.


ბოლო ვიდეო ულიანამ გადაიღო საკუთარ ბინაში მოხუცემული ბებიის ფონზე, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე ლოგინადაა ჩავარდნილი და სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის.


image

ბებია ძილს არის მიცემული, ამ დროს კი შვილიშვილმა გადაწყვიტა მის ფონზე თავის ჭკუაში მხიარული ვიდეოს გადაღება. გოგონა ავადმყოფობით გათანგული ბებიის ფონზე კეკლუცობდა და იმეორებდა სიმღერის ტექსტს, იმ იმედით, რომ მომხმარებლებს მისი ვიდეო მოეწონებოდათ და ბევრი ნახვა ექნებოდა...


ბევრი ნახვა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა თუ რა რეაქცია მოჰყვა ძნელი მისახვედრი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ბებიასთან გადაღებული ვიდეო სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ წაშალა, რომელმაც 200 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.


ასევე, ულიანა იძულებული გახდა გამოერთო კომენტარები ყველა მისი ვიდეოს ქვეშ და მეტიც, საერთოდ გააუქმა სოციალური ქსელი VKontakte-ის გვერდი.გაუქმებულია "ტიკტოკის" გვერდიც .

მიუხედავად ყველა მცდელობისა, ბლოგერი მაინც იპოვნეს, რის შემდეგაც სიძულვილის და აღშფოთების ტალღამ გადაირა მის მისამართით.


"კიდევ ერთი უტვინო მოზარდი. სამწუხაროა ბებოს რომ ასეთი შტერი შვილიშვილი ჰყავს"


"და ისევ "ტიკტოკი". ეს თითქოსდა ერთგვარი თვითგამოხატვის საშუალებაა, მაგრამ სინამდვილეში ეს რაღააც მყრალი კერაა, ვერ გაიგებ რა ხდება"


"თუ ის ასეთ სიბერემდე მიაღწევს, დაე მახსოვდეს ეს ვიდეო. რამდენად რთულია მოხუცებისთვის ასეთი სიცხეში და თან როდესაც ავადაა."

(კომენტარებიდან)



1
868
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
868
  
2021, 14 ივლისი, 23:28
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1