x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირამიდაში ნაპოვნი «ენერგიის კვერთხის» საიდუმლო

უხსოვარი დროიდან ეგვიპტე მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად ითვლება და დღეს, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ლეგენდარული სფინქსი 11 ათასი წლის წინ, წარღვმანდე ბევრად უფრო ადრე არის შექმნილი. ამის მტკიცებულებად კი, ზღვის ეროზიის კვალი ითვლება მის ზედაპირზე.


image


ერთ-ერთი, ყველაზე პირველი, ვინც განაცხადა, რომ სფინქსის ქვეშ საკრალური ცოდნა ინახება, ამერიკელი ნათელმხილველი და მეცნიერი ედგარ კეისი (1877-1945 წწ.) იყო. მისი თქმით, სფინქსის ერთ-ერთი თათის ქვეშ, არსებობს მიწისქვეშა ოთახი, რომელშიც პლანეტის წინა ცივილიზაციის, უნიკალური ტექნოლოგიები და გრაგნილები ინახება.

მედიუმის სიტყვებში მეცნიერებს ეჭვი არ შეაქვთ, რადგამ აღმოსავლეთში, უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, სფინქსის ქვეშ, სადღაც, «ცოდნის დარბაზი» მდებარეობს, რომელშიც დაღუპული ცივილიზაციის სიბრძნე ინახება. ეს წინასწარმეტყველება მოსვენებას ბევრს არ აძლევდა და ზოგიერთმა, დარბაზში შეღწევაც სცადა... მაგრამ, უშედეგოდ.

ჩვენს დროში, ეგვიპტის ხელისუფლების მიერ, გიზში, ყოველგვარი გათხრების წარმოება აკრძალულია. თუმცა, ძველი ისტორიული წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არსებობს გვირაბი, რომელიც სფინქსის ქვეშ მდებარე გალერეას დიდ პირამიდასთან აკავშირებს (იამლიხი, «საიდუმლოებები, განსაკუთრებით ეგვიპტელების, კალედონელების და ასურელების შესახებ» III — IV სს), ხოლო გალერეაში შესასვლელი სფინქის თათებს შორის მდებარეობს.


imageსფინქსში შესასვლელი კარი


არაბული წყაროების მიხედვით კი, მიწისქვეშა ნაგებობებს ქანდაკებები იცავენ, რომლებიც ყველას კლავენ, ვინც ქურუმის გარეშე იქ ჩასვლას მოინდომებს.

გარდა ამისა, 1944 წ. ეგვიპტეში, «გიზის გათხრების» სამეცნიერო ანგარიშის ათტომეული გამოაქვეყნეს, რომელშიც მეცნიერებათა დოქტ. სელიმ ჰასანი დეტალურად აღწერს, თუ რა იყო აღმოჩენილი პირამიდების და სფინქსის ქვეშ. შრომის ავტორი აღმოჩენილ არტიფაქტებთან ერთად, აღწერს უძველეს ქალაქს, რომელიც, დაახლოებით, 15 000 წლის წინ უნდა იყოს აშენებული.

სელიმ ჰასანის ცნობით, ბოლო წლებში, წარმოებული გათხრების დროს, არქეოლოგებმა მიწისქვეშა ქალაქში შესასვლელი აღმოაჩინეს: სიცარიელეში ჩასვლის შემდეგ, მათ უამრავი ტაძარი, შესანიშნავი სასახლები, მდინარეები და ტბები აღმოაჩინეს. ამასთან, ყველა ამბობდა, რომ ქალაქი ერთიანი გეგმის მიხედვით იყო შექმნილი.

გარდა ამისა, 1989 წ. ვასედას (ტოკიო, იაპონია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფ. საკუჯი იოშიმურას ხელმძღვანელობით, სფინქსის მარცხენა თათთან, ვიწრო გვირაბი იპოვეს, რომელიც 2 მ. სიღრმიდან იწყებოდა და ხეფრენის პირამიდისკენ მიდიოდა. ეს აღმოჩენა საუკუნის სენსაცია გახდებოდა... კვლევები რომ გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლებამ მეცნიერებს ამის გაკეთების უფლება არ მისცა...


image

imageკომუნიკაციის სქემა სფინქსის ქვეშ, რომელიც ჰარვი სპენსერ ლუისმა 1936 წელს თავის წიგნში «Simbolic prophecy of the Great Pyramid» («დიდი პირამიდის სიმბოლოების წინასწარმეტყველება») გამოაქვეყნა.

იაპონელების კვალდაკვალ, იგივე 1989 წელს, ტერიტორია სფინქსის თათის ქვეშ, ამერიკელმა გეოფიზიკოსმა თომას დობეცკიმაც გააშუქა. ის ეგვიპტის მხარის მიერ დაგეგმილი ექსპედიციის მიწვეული წევრი იყო. მისმა აპარატურამც დაადასტურა, მიწის ქვეშ, 5 მ. სიღრმეზე, მართკუთხა ოთახის არსებობა. თუმცა, ამერიკელ მეცნიერს, საკრალურ ცოდნამდე მისვლის საშუალება არ მიეცა. ძველი ეგვიპტის სამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის ხელმძძღვანელი ზაჰი ჰავასი იყო, დობეცკის ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, ექსპედიცია დახურა და უფრო მეტიც, სფინქსის მიდამოებში, უცხოელებს გეოლოგიური კვლევა და სეისმოლოგიური მონიტორინგი აუკრძალა.

ამის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა თავად ზაჰი ჰავასმა დაიწყო. მაგრამ, შემდეგ რა მოხდა — ინფორმაცია მეტად წინააღმდეგობრივია. ერთი ვერსიით ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ვერაფერი იპოვეს, მეორე ვერსიით კი — უძველესი არტიფაქტები აღმოაჩინეს და ყველაფერი ფირზე ასახეს. თუმცა, ზოგიერთ წრეებში ფილმის ნახვის შემდეგ, გადაწყვიტეს რომ მისი გავრცელება არ ღირდა. ხოლო, შემდეგ, ფირი საერთოდაც დაიკარგა...

ყვითელი პრესის ცნობით, სხვადასხვა სახის არტიფაქტებთან ერთად, აღმოჩენილი იყო კამერა, რომელშიც თოტის (მითოლოგიის მიხედვით, განათლების და მეცნიერების ღმერთი) «ენერგიის კვერთხი» ინახებოდა. ეს ნივთი დეტალურად არის აღწერილი ძველ ეგვიპტურ ჩანაწერებში, რომლიდანაც ვგებულობთ, რომ კატასტროფის შემდეგ, რომელსაც ატლანტიდა შეეწირა, გადარჩენილ ატლანტებს თავს, შუბებით და სხვა პრიმიტიული იარაღებით შეიარაღებული, ველური ადამიანები დაესხნენ. გარდაუვალი სიკვდილისგან ლტოლვილები თოტმა იხსნა. მან თავისი კვერთხი მტრისკენ მიმართა და თავდამსხმელები, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ადგილზე გაქვავა.
გადმოცემის მიხედვით, კვერთხი 1, 5 მეტრის და 3 სმ. დიამეტრის არგანია (საბჯენი ჯოხი), რომლის თავზე ენერგიის კრისტალი მდებარეობს და მთელ სიგრზეზე, ძვირფასი ქვებით არის მოჭიქული. ყველა, ვინც მისი ხელში აღება სცადა, ცუდად გახდა. ამიტომ, ის კამერაში დატოვეს, რომლის კარი, დღემდე დახურულია.

როგორც ამბობენ, კვერთხზე მოთავსებული ენერგიის კრისტალი მეშვეობით, ბუნების ძალების მართვა, — მათი გაძლიერება ან განეიტრალება შეიძლება. თუმცა, მისი მფლობელი ნებისმიერი ადამიანი ვერ იქნება. კვერთხზე ხელის შეხება მხოლოდ თოტს ან მის რჩეულს შეუძლია.


image


რაც შეეხება სფინქსს და «ცოდნის დარბაზს», ამ საკითხთან დაკავშირებით, კვლევა დღემდე გრძელდება. მას ეგვიპტელი არქეოლოგები აწარმოებენ. თუმცა, ყველანაირად ცდილობენ, რომ საზოგადოების და პრესის ყურადღება არ მიიპყრონ — ძირითაად, ღამის საათებში მუშაობენ, როდესაც ტურისტები აღარ არიან. კვლევას ატარებენ, მაგრამ მის შესახებ, თითქმის, არაფერია ცნობილი.

«ენერგიის კვერთხის» და «ცოდნის დარბაზის» შესახებ მითის მსხვრევა კი, მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭო ამ საიდუმლოს გახსნის და შესაბამისი დარგის ექსპერტებს საიდუმლო დარბაზებში შესვლის საშუალებას მისცემს. და თუ ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა, მაშინ ლოგიკირი კითხვა გაჩნდება იმის შესახებ, თუ ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდესეს ეს ცოდნა და ძალა? ან იქნებ ჯერ ადრეა იმისთვის, რომ კაცობრიობამ უძველესი ხალხის ცოდნა შეიტყოს და ამიტომ, როგორც კი, საიდუმლოს ფარდა ეხდება, მისი ხელახლა «დაშვება» ხდება?!

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ფაშიზმის აგონია – როგორ ცდილობდნენ გერმანელი მაღალჩინოსნები მოლაპარაკების წარმოებას, ჰიტლერის ზურგს უკან
2. სამართლიანობის აღდგენა ევროპულად (ნამდვილი ამბავი)

3. ადამიანი, რომელმაც მიწისქვეშა სამყარო და ცივილიზაცია იხილა. რიჩარდ ბერდის საიდუმლო დღიური
4. რატომ ვერ მოხვდა მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი ისტორიის სახელმძღვანელოებში?

5. უძველესი არტიფაქტები, ანუ რაზე დუმს ოფიციალური ისტორია

6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა

0
661
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0