x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თუ უპასუხებთ...
რა არის მიწა ქვიშის გარეშე, ოკეანე წყლის გარეშე და ქვეყნები ხალხის გარეშე?image


არც ერთ ადამიანს არ შეეძლო მეფისთვის ზურგის შექცევა გარდა ერთი მსახურისა, დაასახელეთ ამ მსახურის პროფესია?

ალბათ ხშირად გაგიგიათ ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს, მატჩის დროს გულშემატკივართა შეძახილები: „ოლე, ოლე, ოლე!“ - სიტყვა „ოლე“, სხვა სიტყვის ტრანსფორმაციაა, რომელიც პირველად ესპანელებმა დამპყრობლებისგან გაიგონეს. რომელი სიტყვის ტრანსფორმაციაა ოლე ესპანურში?

მეცნიერთა მტკიცებით, როდესაც ადამიანი ამას აკეთებს, სისხლში იკლებს სტრესის გამომწვევი ჰორმონის, კორტიზოლის დონე, იზრდება ჰორმონ ოქსიტოცინის კონცენტრაცია და იწვება 2 კალორია. ადამიანის ამ ქმედების შემსწავლელ დისციპლინას კი, სულ ახლახანს, ფილემატოლოგია უწოდეს. რომელ ქმედებას შეისწავლის ფილემატოლოგია?

ფრედერიკ დუგლასის ერთერთი ნაწარმოების სიუჟეტი მიმდინარეობს მღვიმეში. გოგონა ვერაფრით ახერხებს აუხსნას ბიჭს, რომ ის მას არ უყვარს. დაასახელეთ ამის მიზეზი... მიზეზი...


იერუსალიმის 3000 წლის თავზე იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა ისრაელისათვის მიქელანჯელოს "დავითის" ზუსტი ასლი ეჩუქებინა. თუმცა საჩუქრის გადაცემის შემდეგ, რომში ჩასულმა ისრაელის დელეგაციამ გადაცემული ძღვენი სასტიკად იუკადრისა. რა მიზეზით დაიწუნეს დავითის ქანდაკება ებრაელებმა?



ნეტარი ავგუსტინე ადამისა და ევას დაცემას უწოდებდა "Felix Culpa"-ს, ანუ "ბედნიერ ცოდვას". ვის დაბადებას მიიჩნევდა ის ამ ცოდვის ყველაზე ბედნიერ გამოვლინებად?


სპარსულ ენაზე გველი ჟღერს როგორც “მაარ”, შხამი კი - როგორც “ზოჰრ". აი, თუ როგორ ჟღერს სპარსულად “გველის შხამი” მე თქვენ არ გეტყვით. რომელია ის ქართული სიტყვა, რომელიც წარმოდგა ამ სპარსული ფრაზისაგან, რომელიც თარგმანში “გველის შხამს” ნიშნავს.


კორეაში მას სიყვარულისას უწოდებენ, თურქეთში – 20 წლისას, რუმინეთში – გონების, ესპანეთში – განსჯის, იაპონიაში – მშობლებისთვის უცნობს. რას უწოდებენ მას საქართველოში?


რის შესახებ თქვა ასე ფრენკ ირვინგ ფლეჩერმა: „ის ამდიდრებს მიმღებთ ისე, რომ არ აღარიბებს გამცემთ.“ თუმცა ის გრძელდება ერთი გაელვება, მასზე მოგონება რჩება სამუდამოდ“?


ევროკავშირის სამხრეთულ ქვეყნებს, კერძოდ კი პორტუგალიას, ესპანეთს, იტალიასა და საბერძნეთს მოიხსენიებენ ირონიული მეტსახელით, რომელიც ხაზს უსვამს მათ გაუმაძღრობას ევროკავშირის ფულადი სახსრების ხარჯვაში. რომელია ის [ინლისური] სიტყვა, რომლითაც ამ ოთხი ქვეყნის “გაერთიანებას” მოიხსენიებენ.

11
233
5-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
233
  
2013, 11 ნოემბერი, 21:18
მასხარას შეეძლო მხოლოდ ზურგის შეგცევა როგორც ვიცი მეფეზე
2012, 13 აპრილი, 1:51
კითხვები დავდე "თუ უპასუხებთ...2" ეგრე ქვია.
2012, 13 აპრილი, 0:27
ქვემოთ ჩავყევი და აქ თურმე უკვე დევს პასუხები. ძაან მეწყინა:(
2012, 13 აპრილი, 0:25
არ ვიცი რამდენად სწორი, მაგრამ მე მგონი საინტერესო ვერსიები მქონდა:)
2012, 13 აპრილი, 0:24
1)გლობუსი ან რუკა; 2)მეფის პირადი დაცვა; 3)"ოლე" "ბრავოს" ნიშნავს. ის დამპყრობლები რა ეროვნების იყვნენ, მაგას მნიშვნელობა არა აქვს? 4)კოცნა; 5)მუნჯია და მღვიმეში სიბნელეა; 6)ალბათ წინადაცვეთილი არ იყო; 7)იესო ქრისტეს დაბადებას; 8)ზახრუმა; 9)გარდატეხის ასაკს; 10)ერთი ნახვით შეყვარება; 11)მე "ღორებს" დავარქმევდი:)
2012, 12 აპრილი, 21:39
ეხლა ვნახე კომენტარი :( კიი ძალიან კარგი იქნება თუ კიდე დადებ ეგეთ კითხვებს... აწი დავწერ სავარაუდო პასუხებს, ოღონდ შენც დანომრე კითხვები
2012, 10 აპრილი, 12:18
რა, სად, როდის ვთამაშობ... და მაქედან.

3.ალაჰი; 4.კოცნა; 5. ექოს გამო( არ მიყვარხარს რომ ამბობს, ექო მხოლოდ ბოლო სიტყვას იმეორებს მიყვარხარ, მიყვარხარ.) 6.ქანდაკებას წინდაცვეთა არ ჰქონდა გაკეთებული; 7. ქრისტეს დაბადება; 8.ზახრუმა; 9. სიბრძნის კბილი; 10.ღიმილი; 11. PIGS (Portugal; Italy; Greece; Spain) ამ ქვეყნების პირველი ასოებისგან შემდგარი სიტყვა რომელიც ღორს ნიშნავს :)))

თუ დაგაინტერესებთ კიდევ დავდებ მსგავსს კითხვებს, უბრალოდ სავარაუდო პასუხები მაინც დაწერეთ უკეთესი იქნება:))))
2012, 10 აპრილი, 11:17
ბრავოოო, მაგრამ პასუხებიიი:)საიდან მოიტანეთ ეს კითხვებიი:)
2012, 10 აპრილი, 1:36
I-ის პასუხია რუქა; II მეეტლე. დანარჩენზე შენ რა გგონია რა არი პასუხი?
2012, 9 აპრილი, 22:56
კი დავდებდი მარა, სავარაუდო პასუხები მაინც დაწერე.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10