x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
რატომ იყო ისლამში ნებადართული მამაკაცისთვის მხევლების ყოლა,ხოლო სხვა ქალთან ღალატი კი იკრძალებოდა?

შარიათი უკრძალავს მუსულმანებს ქორწინების გარეშე ქალებთან ურთიერთობის საშუალებას. მაგრამ, კანონიერი ცოლების გარდა, რომელთა რიცხვიც შეიძლება ერტზე მეტი იყოს, მამაკაცს შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს თავის “მხევლებთან''. მაგრამ, რით განსხვავდება მხევალი საყვარლისგან?image
ისლამურ ქვეყნებში მხევალს სულაც არ თვლიან საყვარლად, რადგან მამაკაცები მათთან ურთიერთობას არ მალავენ და სახლებშიც კი ჰყავთ.

მხევლებს რაც მთავარია ყურანის ნებადართვით იჩენდნენ: ”თუ გეშინიათ, რომ ობლების მიმართ სამართლიანი არ იქნებით, მაშინ იქორწინეთ სხვა ქალებზე, რომლებიც მოგწონთ: ორზე, სამზე, ოთხზე. თუ გეშინიათ, რომ მათ მიმართ თანაბრად არ იქნებით სამართლიანები, მაშინ დაკმაყოფილდით ერთით ან მხევლებით, რომლებმაც თქვენი მარჯვენა ხელი დაიპყრეს. ეს უფრო ახლოს არის უსამართლობის (ან სიღარიბის) თავიდან აცილებასთან. ”image
საიდან ჩნდებოდნენ მხევლები? ისინი ან ტყვედ იყვნენ ჩავარდნილები, ან მონებად. მათი ყიდვა ნებისმიერ მდიდარ მამაკაცს შეეძლო.image

რით განსხვავდება ცოლი მხევლისგან? ისლამური კანონების მიხედვით, მამაკაცს ცოლის მოყვანის ნებართვა მისი მშობლებისგან ან მეურვეებისგან უნდა აეღო. “გამოესყიდა" ის მრავალი საჩუქრით და ოქროთი. უკვე გათხოვილ ქალს კი უამრავი პრივილეგია და უფლება უჩნდებოდა. რაც მთავარია, ყველა ცოლს ქმრისგან თანაბარი ყურადღება უნდა მიეღო, მხევლებს კი სახლში არანაირი უფება არ გააცნდათ. ისინი მამაკაცის საკუთრებად ითვლებოდნენ, როგორც ნივთები.image
მხევალთა ინსტიტუტი, რომელიც ზოგიერთ ადგილას დღემდე არაოფიციალურად არებობს, გარკვეულ მიზნებს ისახავდა, ​​მაგალითად, მამაკაცის სექსუალური საჭიროებების დაკმაყოფილება, შვილების ყოლა და ზნეობრივი “სახის"შენარჩუნება. ამისდა მიუხედავად, მხევლები ომის შემდეგ ტყვეობაში ჩავარდნილი ქალები იყვნენ, ან ღარიბი ოჯახებიდან ნაყიდი. ჰქონდათ რაიმე უფლება მხევლებს? შარიათი მამაკაცს ავალდებულებს მათ გამოკვებას, ჩაცმას, მათი ღირსების დაცვას. მათ ეკრძალებოდათ მხევალთან სექსი თუკი ის ორსულად იყო და ურთიერთობა არ სურდა. ასევე, აკრძალული იყო რაიმე ურთიერთობის დამყარება სხვა მამაკაცის მხევალთან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მხევალს სხვა მამაკაცისგან ყიდულობდნენ, ქალთან კავშირი მხოლოდ მისი მენსტრუალური ციკლის მოსვლის შემდეგ ჰქონდათ.

image

არსებობენ თუ არა დღეს მხევლები?

მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმების თანამედროვე სულიერი ლიდერები ირწმუნებიან, რომ თანამედროვე ისლამურ სამყაროში კაცების მიერ მხევლების ყოლაზე საუბარი არ შეიძლება, მონობის ეს სახეობა მაინც არსებობს. რადიკალ ექსტრემისტთა საზოგადოებაში ჯერ კიდევ მოქმედებს შუასაუკუნეების წეს-ჩვეულებები და ქალებს რეგულარულად იტაცებენ. ეს ხდება ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, ავღანეთში, იემენში, ინდოეთისა და ერაყის რიგ შტატებში. ამ ქვეყნების ხელისუფლება ებრძვის თანამედროვე საზოგადოებისთვის სამარცხვინო ფენომენს, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანთა გატაცებასა და ტრეფიკინგთან. ყოველწლიურად ასობით ქალი ბრუნდება სახლში სექსუალური ტყვეობიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაადრევია ინსტიტუტის სრული აღმოფხვრაზე საუბარი. ფოტოზე ნიგერიელი სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც ისლამურმა ექსტრემალურმა ორგანიზაციამ, “ბოკო ჰარამმა" გაიტაცა.image





1
555
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
555
  
2021, 14 ივლისი, 23:28
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1