x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაუჯერებელი ნამდვილი ამბები, რომლებიც ფილმებიდან ამოჭრეს
imageხშირად რეჟისორებსა და სცენარისტებს უწევთ მოიტყუონ და დაამატონ შთაბეჭდილების მომხდენი ელემენტები ფილმებს იმისთვის, რომ ისინი მეტად საინტერესო გამოვიდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა რეალობა უბრალოდ იმდენად დაუჯერებელია, რომ საჭირო ხდება სიმართლის ”კორექტირება”.

ქვემოთ წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებშიც სიმართლე ჰოლივუდის ფილმებისთვისაც კი ზედმეტად ფანტასტიკურია.



ხალხის მტრები - გაქცევა ხის იარაღით


imageფილმში ”ხალხის მტრები” ჯონ დილინგერი ციხიდან გაქცევისას ხის პისტოლეტის მუქარით მძევლად იყვანს დაცვის სამ წევრს და სანამ მცველები მიხვდებიან, რომ გაასულელეს, იღებს ნამდვილ იარაღს. სინამდვილეში კი ჯონ დილინგერმა ხის ნაჭრით მძევლად 17 ადამიანი აიყვანა, რაც თავისთავად ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია. იმისთვის, რომ მაყურებელს ფილმი სერიოზულად აღექვა და არ არეოდა ფანტასტიკის ან კომედიური ჟანრის რომელიმე სხვა ფილმში, მაგალითად - კარიბის ზღვის მეკობრეების გაგრძელებაში, შემქმნელები იძულებულნი გახდნენ შეძლებისდაგვარად დამაჯერებელად გადმოეცათ ეს ისტორია.




imageვალკირია - კლაუს ფონ შტაუფენბერგის გმირობა


”ვალკირია”-ში, რომელშიც მთავარ როლს ტომ კრუზი თამაშობს, კლაუს ფონ შტაუფენბერგი არის ნაცისტი პოლკოვნიკი, რომელსაც აფეთქების შედეგად დაკარგული აქვს თვალი, ხელი და სამი თითი, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ცდილობს ჰიტლერის მოკვლას და ფაშისტური რეჟიმის დასრულებას. ფილმის დასაწყისში, მაშინ როცა აფეთქების შედეგად შტაუფენბერგი საავადმყოფოში წევს, ჩანს ცოლი, რომელიც მის მოსანახულებლად არის მისული. მას ეუბნებიან მეუღლის მდგომარეობაზე და ამით საავადმყოფოს სცენა რჩება, მაგრამ სინამდვილეში საავადმყოფოში გაცილებით მეტი მოხდა. მაშინ, როცა პოლკოვნიკს ხელის ამპუტაციას უკეთებდნენ ის უარს ამბობდა ტკივილგამაყუჩებლის მიღებაზე, რადგან ნარკოტიკის ქვეშ ჰიტლერის მოკვლის გეგმის შემუშავებაში ხელი შეეშლებოდა.


imageimage
კლოვერფილდი - თავისუფლების ქანდაკების თავი


ფილმის სპეცეფექტებზე მუშაობისას შექმნელები ცდილობდნენ თავისუფლების ქანდაკების თავი მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო, მაგრამ ისინი პატარა პრობლემას წააწყდნენ. საქმე იმაშია, რომ ამერიკელების უმეტესობას თავისუფლების ქანდაკება იმაზე დიდი ჰგონია, ვიდრე ის სინამდვილეშია. ამიტომ შემქმნელებს მოუხდათ ქვეყნის, ალბათ, ყველაზე ცნობადი სიმბოლოს თავის გაზრდა, იმისთვის, რომ ის მაყურებლისთვის უფრო რეალისტური ყოფილიყო.






0
1499
9-ს მოსწონს
ავტორი:Pumpkin Joe
Pumpkin Joe
1499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0