x
image
მაია 24
"არ შეგეშინდეთ ვინმეს დაკარგვის, ვინც ბედმა გარგუნათ არ დაკარგავთ..." - ოშოს 13 გენიალური რჩევა
image


ოშო ამბობდა, რომ მის ფილოსოფიას არანაირი სისტემა არ ჰქონდა და ეს იყო ქაოსი, რადგან სისტემა როგორც სტაგნაცია თავიდანვე მკვდრადშობილია, ხოლო ცოცხალი დინების არსი სწორედ ცვალებადობაშია, რომელსაც სრულყოფისკენ მიჰყავხარ. მისი სწავლების მთავარი უპირატესობა სწორედ ესაა - ის კითხვებზე არ გვაძლევს მზა პასუხებს, არამედ გვისახავს უზარმაზარ შესაძლებლობებს ყოველგვარი საზღვრების გარეშე, რომელშიც შენთვის განკუთვნილი გზა თავად უნდა იპოვო და მოახერხო საკუთარი ცხოვრებისეული დასკვნების გაკეთება.


1) არ შეგეშინდეთ ვინმეს დაკარგვის, ვინც ბედმა გარგუნათ არ დაკარგავთ. ვისაც დაკარგავთ, ის თქვენს ცხოვრებაში მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მიგეღოთ საჭირო გამოცდილება.


2) რა მნიშვნელობა აქვს ვინ ძლიერია, ვინ ჭკვიანია, ვინ მდიდარია. საბოლოოდ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთ რამეს აქვს - არის თუ არა ბედნიერი ადამიანი.


3) ადამიანების უმრავლესობა იმდენად სერიოზულად იღებს ცხოვრებას, რომ ეს მათთვის ხდება ნამდვილი ტვირთი. ისწავლეთ სიცილი. იგი ჩემთვის ისეთივე წმინდაა, როგორც ლოცვა.


4) ნებისმიერ ქმედებას მოსდევს დაუყოვნებელი შედეგი. ყურადღებით დააკვირდით. მოწიფულია ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის პოვნა შეძლო, ვინც გაარკვია პირადად მისთვის როგორ განისაზღვრება კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი. იმასთან შედარებით, ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია, ამ ტიპის ადამიანს აქვს უზარმაზარი უპირატესობა.


5) ყველა ჩვენგანი უნიკალურია და არავის აქვს უფლება წესები უკარნახოს ვინმეს, მიუთითოს რა არის სწორი და რა არის არასწორი. ცხოვრება ცვალებადი ბუნების ექსპერიმენტია, რომლის განმავლობაშიც ჩვენ თვითგამორკვევას ვცდილობთ. შეიძლება რაიმე არასწორად გავაკეთოთ, მაგრამ სწორედ ამ შეცდომის წყალობით მივიღებთ უდიდეს სარგებელს.


6) არის ისეთი წამები, როცა ღმერთი მოდის და თქვენი გულის კარზე აკაკუნებს. ამისათვის იგი ირჩევს მილიონიდან ერთ გზას - შეიძლება იგი თქვენთან მოვიდეს ქალის, კაცის, ბავშვის, სიყვარულის, ყვავილის, დაისის ან განთიადის სახით… უნდა დარჩეთ ღია, რომ გაიგონოთ მისი ხმა.


image


7) მისწრაფება, რომ იყოთ განსხვავებული ძალიან ჩვეულებრივი სურვილია. ხოლო მოდუნდე და დარჩე ჩვეულებრივი - ეს მართლა განსხვავებული რამეა.


8) ცხოვრება საიდუმლოებების და გამოცანების მთელი წყებაა, მისი წინასწარ განსაზღვრა ან წინასწარმეტყველება შეუძლებელია. უმრავლესობას ამ გაურკვევლობების გარეშე ცხოვრება სურს, რადგან მასთან ერთად გაქრებოდა შიში, ეჭვები და განგაშის შეგრძნება.


9) საკუთარ თავს მოუსმინეთ, მიიღეთ სიამოვნება მარტო ყოფნისაგან. თქვენი ბედნიერება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვებზე. იგრძენით საკუთარი მთლიანობა. შედეგად თქვენ არ დაელოდებით მოუსვენრად იმას, რომ ვინმე დააკაკუნებს თქვენს კარზე… თუ მოვა მშვენირია, არ მოვა და ეგეც კარგია. ცხოვრებისადმი სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა აუცილებელი ჯანსაღი ურთიერთობის დასაწყებად.


10) თუ მდიდარი ხარ, არ იფიქრო ამაზე, თუ ღარიბი ხარ, ნუ მიიღებ ამას სერიოზულად. თუ შეძლებ იცხოვრო იმ ფიქრით, რომ ეს სამყარო მხოლოდ სპექტაკლია, შენ იქნები თავისუფალი, ვერ შეგეხება ტანჯვა. ტანჯვა ყოველთვის ცხოვრებისადმი მეტისმეტად სერიოზული დამოკიდებულებისაგან მოდის. ცხოვრებას უნდა მიუდგე როგორც თამაშს - დატკბით და გიხაროდეთ.


11) ნამდვილი სიმამაცეა მიუხედავად უამრავი შიშისა, იმოძრაო გაურკვეველი მიმართულებით. სიმამაცე ეს არაა შიშის არქონა. რაც მეტს გაბედავ, უფრო უშიშარი გახდები. თავიდან კი არც ისე დიდი განსხვავებაა მხდალსა და მამაცს შორის. ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ მხდალი ემორჩილესა საკუთარ შიშებს, ხოლო გაბედული იმორჩილებს მათ და განაგრძობს მოძრაობას წინ.


12) თქვენ იცვლებით ყოველ წამს როგორც მდინარე - ერთ კლიმატში დღეს იგი ამ კონკრეტული მიმართულებით მიედინება და ხვალ მან შეიძლება მიმართულება შეიცვალოს. მე არასოდეს მინახავს ერთი და იგივე სახე ორჯერ, ყველაფერი იცვლება, არაფერი დგას ერთ ადგილზე, ეს რომ დაინახო საჭიროა გამჭრიახობა. სხვა შემთხვევაში ყველაფერი დაძველდება და დაიმტვერება.


13) იცხოვრე ისე თითქოს პირველი ადამიანი ხარ.



ასევე ნახეთ:


როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე

ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია


7 ნაბიჯი სახლში ბედნიერების შემოსაშვებად


რატომ არ გამოგდის შენ ის, რაც სხვებს მარტივად გამოსდით - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხი


3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით


7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი



სპეციალური ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
7513
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
7513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0