x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე
image


ივნისი თავისი დაბნელებებითა და რეტროგრადული მერკურით უკან მოვიტოვეთ, ცოტათი ამოსუნთქვაც შევძელით, მაგრამ არც ივლისი მოგვცემს სრულად მოდუნების საშუალებას.


პლანეტების (ძირითადად პირადი პლანეტების) ინგრესია (ინგრესია არის პლანეტების ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლა) მოვლენებს გაააქტიურებს. უამრავი მნიშვნელოვანი ცვლილება გველის და აქედანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ იყოთ დაკვირებულები, ფრთხილები, დიპლომატიურები და ღიმილიანებიც.


ახლა მზე კირჩხიბშია. გილოცავთ, კირჩხიბებო, მზად იყავით სასიამოვნო ცვლილებებისთვის! ამ პერიოდში გააქტიურებულია შემდეგი თემები: სახლი, ოჯახი, დამოკიდებულება დედასთან, მშობლებთან, ნათესავებთან, წინაპრები, სახლი, ემოციები და კვება.



პირველი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, კატასტროფის ღერძია. ეს პერიოდი 27 ივნისს დაიწყება და 24 ივლისამდე გასტანს. ტყუპსა და მშვილდოსანში მდებარე კარმული კვანძები საშიშ ვარსკვლავებზე - ანტარესსა და ალდებარანზე სხდებიან. ასტროისტორიაში უამრავი უსიამოვო მოვლენა ანტარესისა და ალდებარანის აქტიურობას უკავშირდება: ჩერნობილის კატასტროფა (სატურნის გავლენით), ჰიროსიმას დაბომბვა (მარსის გავლენით), ჯონ კენედის მკვლელობა (მერკურის გავლენით), ხანძარი პარისზის ღვთისმშობლის ტაძარში (მარსის გავლენით) და ა.შ. ხალხში მოიმატებს უმართავი აგრესია. მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია აალებად ნივთებთან. გამორიცხული არაა მსოფლიოში იმატოს ტერაქტებმა. გაფრთხილდით, თუ ხართ მთაში (ალპინისტები, მეკლდეურები), ზღვაზე (განსაკუთრებით დაუსახლებელ ტერიტორიაზე), სეისმურად საშიშ ზონაში. გაფრთხილდით ყველა და მაქსიმალურად ტყუპის, მშვილდოსნის, ქალწულისა და თევზების წარმომადგენლები.



image


მერკური სწორადმავალია, ივლისში სამ ნიშანს მოივლის. 11 ივლისამდე ტყუპში იქნება. მოიმატებს სწავლის, გადაადგილების სურვილი. სწრაფად შეძლებთ საჭირო ინფორმაციების მოძიებას. მოგინდებათ საინტერესო ადამიანებთან საუბარი, ინტელექტის გამოვლენა. ადვილად დაუმეგობრდებით გარშემო მყოფებს. არ გაგიჭირდებათ ყიდვა-გაყიდვა, კარგი პერიოდი დაუდგებათ მარკეტინგის, სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.


27 ივნისს ვენერა ლომში გადაბრძანდა, სადაც დარჩება 22 აგვისტომდე. მეფური და შემოქმედებითი ვენერა ითხოვს მეტ რომანტიკას. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ჩაერთოთ ელიტურ ცხოვრებაში, დაესწროთ წვეულებებს. დაგეგმეთ თქვენთვის საინტერესო საღამოები: თეატრში წასვლა, გამოფენაზე დასწრება და ა.შ. გამონახეთ დრო ჰობისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოიმატებს საკურორტო რომანების რაოდენობა. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ყველგან ელეგანტურად გამოიყურებოდეთ.


პატივმოყვარე მარსიც ლომშია 29 ივლისამდე (11 ივნისს ესტუმრა). იგრძნობთ ენერგიის მომატებას, შეუპოვრად დაიწყებთ მიზნების განხორციელებას. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მოთოკოთ აგრესია. იყავით რაინდული, რომანტიკული, მაგრამ არა კონფლიქტური.


ახალმთვარეობა გველოდება 10 ივლისს 05:20-ზე კირჩხიბის მე-19 გრადისში. იწყება ახალი მთვარის თვე და გვაქვს თემები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. კირჩხიბის პერიოდში გველოდება განახლება, სიურპრიზები (შოკირებულიც) და მოულოდნელობები. იყავით მეგობრული. თანამოაზრეები დაგეხმარებიან საქმეების მოგვარებაში. ახალმთავრეობის შესახებ, რა თქმა უნდა, მოგიმზადებთ სტატიას.


ემოციური მერკური კირჩხიბში იქნება 11-28 ივლისის პერიოდში. მერკურის მასპინძელი მთვარეა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოიმატებს ემოციურობა, განცდები. შეიძლება მოგინდეთ ფურცელზე გადაიტანოთ თქვენი შეგრძნებები. მოიმატებს შემოქმედობითობა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, დედასთან. გამოიკვლიეთ ოჯახის ისტორია, ფესვები. შეგიძლიათ გადაიფორმოთ ბინასთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საბუთები.


გენდერული პლანეტების - მარსი და ვენერა - შეერთებას ველოდებით 13 ივლისს. შეერთება მოხდება ლომის მე-20 გრადუსში ჩაიხედეთ პირად რუკაში და ნახეთ, რომელ სახლში ხვდება ეს შეერთება ან ამ წერტილში რომელი პლანეტები არიან ასპექტირებულები. ეს არის მითითება, რა სურვილების მისაღწევად უნდა იბრძოლოთ ან სად შეიძლება დაგეწყოთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა.


15 ივლისს ქირონი ხდება რეტროგრადული 19 დეკემბრამდე ვერძის ნიშანში. ქირონი გვაძლევს პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას. ასტროლოგიაში მისი სიმბოლო გასაღებს ჰგავს და ასეც არის, მას ნებისმიერი კარის უპრობლემოდ გაღება შეუძლია. ნახეთ თქვენს პირად რუკაში რომელ სახლში ხვდება ქირონი ან ვერძის, ლომის და მშვილდოსნის 9-13 გრადუსში ხომ არ გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. მათი დახმარებით შეძლებთ მიუბრუნდეთ ძველ ვალდებულებებს და მოაგვაროთ.


16 ივლისს თეთრი მთვარე თხის რქაში გადადის 7 თვით. თეთრი მთვარე არის ჩვენი მფარველი ანგელოზი. თხის რქაში გადასვლით ჩვენში მოიმატებს მისი თვისებები: გავხდებით მეტად კონკრეტულები, დაკვირვებულები. შევძლებთ საქმის დროულად შესრულებას. დავისახავთ მიზნებს და ნაბიჯ-ნაბიჯ შევუდგებით მათ მოგვარებას. არ გაგვიჭირდება მართვა და ხელმძღვანელის თვისებების გამოვლენა.


2021 წლის 18 ივლისიდან 2022 წლის 15 აპრილამდე ლილიტი ტყუპში იქნება. ის ჩვენს შიშებს, ცდუნებას წარმოადგენს და საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ მისი ტყუპში ყოფნისას: პირველ რიგში ფეიკნიუსების, ჭორების გავრცელებას (გირჩევთ დეტალურად გადაამოწმოთ ინფორმაციები და არ ენდოთ საეჭვოს). დაკვირვებულად გაავრცელეთ ახალი ამბები, დააკვირდით, რას ამბობთ, რისკენ გაქვთ აზრები მიმართული. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჟურნალისტებსა და ინტერნეტ საიტებს ეხებათ.


22 ივლისს ვენერა ქალწულს ესტუმრება 16 აგვისტომდე. მოიმატებს პრაქტიკულობის, აკურატულობის სურვილი. მოგინდებათ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება, თუმცა, უშეცდომო იქნება. თუ არ გინდათ, რომ გადაიღალოთ, თანამიმდევრული იყავით. კარგი პერიოდია დიეტის დასაწყებად, კოსმეტიკური პროცედურებისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება თანამშრომლებთან. ფულს პრაქტიკულ ნივთებში დახარჯავთ.


22 ივლისს მზე გადავა ლომის ზოდიაქოში. მოგვინდება მეტად თვითრეალიზება, დღესასაწაულების მოწყობა, მოიმატებს სასიყვარულო თავგადასავლები, შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. იყავით მეტად მზრუნველი ბავშვებზე. თავადაც შეგიძლიათ იყოთ ბავშვური.


სავსემთავრეობას ველოდებით 27 ივლისს მერწყულის მეორე გრადუსში 6:36-ზე. საინტერესო ისაა, რომ მერწყულში წელს ორი სავსემთავრეობას გვექნება (ასეთი მოვლენა იშვიათობაა), პირველი 24-ში და მეორე აგვისტოში (თუმცა, ამაზე მოგვიანებით). სავსემთავრეობის დროს მზე და მთვარე ერთმანეთთან ოპოზიციაში არიან. გამოვლინდება სწავლის, ინფორმაციის, კომუნიკაციის, ურთიერთობის საკითხები.


26 ივლისსა და 12 აგვისტოს შუალედში გვექნება ენერგეტიკულად ძლიერი პერიოდი, მაქსიმალურად მოგვინდება საკუთარი თავის გამოვლენა და სასურველია, რომ ეს კარგი მხრიდან მოხდეს. იყავით მომართული მხოლოდ პოზიტიურზე: შემოქმედებაში, სიყვარულში. დადებითი ენერგიები გამოავლინეთ.


მერკური ლომში გადაბრძანდება 28 ივლისს და დარჩება 12 აგვისტომდე. გააქტიურდებით, რომ საკუთარი თავი მეტად გამოავლინოთ შემოქმედებაში, გახდეთ პოპულარული, მოექცეთ ყურადღების ცენტრში. დაგეგმეთ პრეზენტაციები, საქმიანი შეხვედრები, მოაწყვეთ დღესასწაულები.


28 ივლისიდან 18 ოქტომბრამდე რეტროგრადული იუპიტერი კვლავ მერწყულში დაბრუნდება. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რა შეიძლება ან არ შეიძლება თქვენთვის, რას გსურთ, რომ მიაღწიოთ და რა ხერხებით. გაფართოვდება ინტერნეტნაცნობობა. მოგინდებათ ახალი ტექნოლოგიების ათვისება. ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ ან სოციალური ქსელის დახმარებით, ან თანამოაზრეებთან ერთად.


დაბოლოს, 29 ივლისს მარსი ქალწულში გადავა 15 სექტემბრამდე. გირჩევთ, პატარა და დაკვირვებული ნაბიჯებით მიაღწიოთ სასურველს. იყავით პრაქტიკული, გააზრებული, მეთოდური და სისტემური. მოგინდებათ პროფესიაში მეტის მიღწევა, საკუთარი უნარების დახვეწა. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა, კარგი იქნება ვარჯიშის დაწყება.


ბედნიერ ივლისს გისურვებთ!



ასევე დაგაინტერესებთ:



კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს


ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ


6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე


დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს

0
719
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
719
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0