x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,ტიტანიკში" გაპარული შეცდომები, რომლებიც ნამდვილ კინომანებსაც კი გამორჩებოდათ

“ტიტანიკი" ნამდვილი გლობალური ფენომენი გახდა კონოინდუსტრიაში, მან მეორე ადგილი დაიკავა ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორის და მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდი დოლარის შემოსავალიც მიიღო. ამისდა მიუხედავად, ფილმში მაინც არსებობს გარკვეული შეუსაბამობები და ხარვეზები, რომლებიც მართალია ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მაინც არსებობს:


1. როუზის ხალი ტუჩთან, რომელიც ადგილს იცვლის

მანამ, სანამ გემზე ავა როუზს ხალი ტუჩის მარცხენა მხარეს აქვს, შემდეგ კადრებში კი რატომღაც საპირისპირო მხარეს აქვს.

image

2. მოძრავი ბარიერები

ერთი და იგივე ადგილი სხვადასხვა სცენებში, პირველ კადრში ბარიერები გადაბმული არ არის, მეორე სცენაში კი გაერთიანდა.

image

3. ეტიკეტის დარღვევა

ეტიკეტის თანახმად, ქალს ხელთათმანები უნდა მოეხსნა სუფრასთან დაჯდომის, ან ჩაის დალევის შემთხვევაში, თუმცა როგორც ჩამნს ეს ნიუანსი გამორჩათ.

image

4. გამქრალი ყელსაბამი

ეს შეცდომა სავარაუდოდ გადამღები ჯგუფის უყურადღებობის გამო მოხდა. როუზს ყელსაბამი წვეულების დროს ეკეთა და კრუიზის პირველ დღესაც, სცენაში, სადაც გოგონა დარბაზიდან გამოდის, ყელსაბამი უკვე აღარ ჩანს.

image

5. ისევ გემბანი

რამდენიმეწამიან კადრში განსხვავებაა, გოგონას ცალ ხელში კაბის ნაწილი უჭირავს, მეორე კადრში კი აღარ.

image

6. სხვადასხვა საბნები

ალბათ, ასეთ ამაღელვებელ მომენტში ფგადამღებ ჯგუფს არც კი ეგონა, რომ ვინმე საბნების სხვადასხვა ფერებს მიაქცევდა ყურადღებას.

image

7. უცებ გამოჩენილი რეკვიზიტი

ერთ სცენაში კარადის თავზე ბალიში არ ჩანს, მეორე კადრში კი სასწაულად ჩნდება.

image

8. უცებ აღდგენილი მინა

თქვენც დაინახეთ განსხვავება ნამსხვრევებს შორის?

image

9. თოკები გრავიტაციის წინააღმდეგ

უნივერსალური მიზიდულობის კანონის თანახმად, ნებისმიერი სხეული ან ობიექტი ყოველთვის მოდის ყველაზე ძლიერი მიზიდულობის ობიექტის მიმართულებით, რომელიც ამ შემთხვევაში დედამიწაა. აისბერგტან შეჯახების დროს პირველი ხომალდის ცხვირი ჩაიძირა, ასე რომ, ამ სცენაშიც შეუსაბამობაა.

image

10. ცა, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია

მაგალითად, რეჟისორმა არ გაითვალისწინა ტიტანიკის აისბერგთან შეჯახების თარიღი, გემის მიმართულება და იმ ღამეს ვარსკვლავების პოზიცია. გარდა ამისა, ფილმში უღრუბლო, კარგი ამინდი ჩანს, რაც ასევე უზუსტომაა. ეს ნიუანსი დფილმის 3D ადაპტაციაში გამოასწორეს.

image

11. ჯეკის გამღვალი ცხვირი

ჯეკი და როუზი აღმოჩნდნენ ატლანტის ოკეანის ყინულოვან გულში, გადარჩენისთვის იბრძვიან და გადარჩენას ელოდებიან. სცენის დასაწყისში, სიცივის გამო, ჯეკს ცხვირი აქვს მოყინული ისე რომ მასზე ყინული ჩნდება. ხოლო სცენაში, როდესაც დასახმარებლად მოდიან და როუზი მამაკაცის გაღვიძებას ცდილობს, ყინული უკვალოდ ქრება.

image








0
916
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
916
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0