x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო დეტალები დაჯილდოებიც ცერემონიებიდან, რომლებიც კადრსმიღმა რჩება

ხშირ შემთხვევაში, კულისები უფრო საინტესოა, ვიდრე წითელი ხალიჩა. წარმოგიდგენთ საინტერესო დეტალებს დაჯილდოების ცერემონიებიდან, რომლებიც შეიძლება უფრო საინტერესოც მოგეჩვენოთ:

1. ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზეც ასისტენტი ჰყავთ

რატომ? იმისთვის, რომ გრძელი კაბა გაუსწორონ ფოტოსესიების დროს, არ გამოეპაროთ ჟურნალისტების კითხვები და საჭიროების შემთხვევაში პასუხებიც ჩუმად უკარნახონ.

image

2. “ვარსკვლავების შემცვლელები"

ზოგჯერ დაჯილდოების ცერემონია რამდნეიმე საათი მიმდინარეობს, მაგრამ ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ დარბაზი ნახევრად ცარიელი ყოფილიყოს? საქმე იმაშია, რომ ყოველთვის არსებობენ “შემცვლელი სტუმრები", რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ავსებენ დარბაზს და ცვლიან მსახიობებსა და მომღერლებს.

image

3. ადგილების გარკვევა

ორგანიზატორები ვალდებულნი არიან იცოდნენ რომელი ცნობილი ადამიანები ემტერებიან ერთმანეთს, ვის აქვთ ცუდი ურთიერთობა ან პირიქით, კარგი. მაგალითად, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს უკვე ერთმანეთის გვერდით კი არა ახლოსაც აღარ დასვამენ. ასევე, ერთად არასოდეს სხედან ოსკარზე ნომინირებულებიც.

image
4. არანაირი იმპროვიზირებული ხუმრობები

ცერემონიებზე ყოველი სიტყვა და ხუმრობა გათვლილია, გგონიათ, წამყვანები თვითონ იგონებენ ხუმრობებს და ციტატებს მაყურებლის გასართობას? არა, ეს ყველაფერი სცენარისტების მუშაობის შედეგია, რომლებიც რა თქმა უნდა, კადრსმიღმა რჩებიან.

image

5. სკამები პორტრეტებითაა დამშევებული

ხშირ შემთხვევაში, ვარსკვლავების სახელებთან ერთად პორტრეტებიც ჩანს სკამებზე. ეს კი იმისათვის, რომ ცნობილები არ დაიბნენ და თავიანთი ადგილი სწრაფად იპოვონ.

image

6. მდიდრული დასვენება ოსკარის ნომინანტებისთვის

ოსკარის ნომინანტებს დაჯილდოებამდე ყოველთვის აქვთ მოწყობილი მდიდრული დასვენება ბევერლი ჰილსის მდიდრულ სასტუმროში მთელი 48 საათით. ამ სასტუმროებს კი 1 წლით ადრე ჯავშნიან, ყველა ვარსკვლავს ხომ ლუქსის ნომერი უნდა.

image

7. დაცვა ვარსკვლავებისთვის კი არა მათი სამკაულებისთვისაა

მაგალითად, 2014 წელს ქეით ბლანშეტმა ოსკარის ცერემონიაზე ყველა განაცვიფრა თავისი ჩაცმუმობითა და სამკაულებით. სამკაულებს დიზაინერები მათ სპეციალურად ამ დღისთვის ატანენ, მსახიობის სამკაულების ღირებულება 18.1 მილიონი აშშ დოლარი იყო, ამიტომ, რა გასაკვირია, რომ მას ცალკე დაცვაც ჰყავდა.

image

8. და ისევ ასისტენტები

დიახ, ვარსკვლავებს ასისტენტები ჰყავთ იმისათვის, რომ უკარნახონ როგორ განათებაში და რა მხრიდან ჯობს დადგომა ფოფოსესიისთვის.

image





0
554
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0