x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ტაილანდის შესახებ, რომლებიც დაგაინტერესებთ

ტაილანდი ტურისტებში ეთ-ერთ ყველაზე საყვარელ და თბილ ქვეყნად ითვლება, წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ ქვეყნის შესახებ, რომლებიც თქვენთვის საინტერესო იქნება:

1. ტაილანდი აზიის “ყველაზე თავისუფალი" ქვეყანაა

ტაილანდი ტაილანდურ ენაზე “თავისუფალთა მიწას " აღნიშნავს, ის აზიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროპის ქვეყნების კოლონია არასოდეს გამხდრა.

image

2. ტაილანდის მეფე ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მონარქი იყო მსოფლიოში

ტაილანდელები თავიანთ წინა მმართველს პჰუმიპონ ადულიადეტს დიდ პატივს სცემდნენ და მრავალი მიზეზიც ჰქონდათ. ის ფლობდა პატენტს ხელოვნური ღრუბლების შექმნაზე. ააშენა ხიდები და კაშხლები, ოსტატურად უკრავდა საქსოფონზე, შექმნა ქვეყნის ჰიმნი, და იყო ნიჭიერი მხატვარი.

3. ტაილანდში ახლა 2564 წელია

საქმე იმაშია, რომ ტაილანდელებმა ქრონოლოგია დაიწყესიმ დროიდან, როდესაც ბუდა დაიბადა. რამდენიმე სხვა აზიურმა ქვეყნებმაც მიბაძეს მათ ქრონოლოგიას, თუმცა რამდენიმე წლის სხვაობით.

image

4. დროის 6 საათიანი გამოთვლა

ბევრ ქვეყანაში დრო გამოითვლება 12 – საათიანი და 24 – საათიანი დროის რეჟიმით, მაგრამ ტაილანდის უმეტესი ნაწილი 6 – საათიან რეჟიმში ცხოვრობს, დაყოფს დღეს ოთხად ყოფენ 6-6 საათით.

5. ქალაქის ყველაზე გრძელი დასახელება

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის სრული სახელი ყველაზე გრძელი ქალაქის სახელია მსოფლიოში. ის ასე იკითხება: "Krung Thep Mahanakhon Amon Rattanakosin Mahintarayutthaya Mahadilok Phop Nopparat Ratchathani Burirom Udomratchanivet Mahasatan Amon Piman Avatan Satit Sakkathattiya Vitsanukam Prasit". ეს ნიშნავს: "ანგელოზთა ქალაქი, უკვდავების დიდი ქალაქი, ცხრა ძვირფასი ქვის დიდებული ქალაქი, ბედნიერი ქალაქი, სიმრავლით სავსე, გრანდიოზული სამეფო სასახლე, ღვთიური საცხოვრებლის მსგავსი, სადაც მეფობს რეინკარნირებული ღმერთი, ინდრას ნება ”.

6. ტაილანდის გინესის რეკორდები

ტაილანდში მდებარეობს ბუდას უდიდესი ოქროს ქანდაკება, ნიანგების უდიდესი ფერმა, ყველაზე დიდი რესტორანი და ყველაზე მაღალი სასტუმრო.

7. ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი

ტაილანდში ასევე ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი, ღორისცხვირა ღამურა (Craseonycteris thonglongyai), რომლის წონაც მონეტის წონაზე ნაკლებია.

image

8. სიამის კატების სამშობლო ტაილანდია

ამ კატების სახელი ტაილანდურიდან ითარგმნება როგორც "მთვარის ბრილიანტი". მე -14 საუკუნის წიგნებში აღწერილია სიამის კატების 23 ტიპი, ახლა მხოლოდ 6 ჯიშია დარჩენილი. ტაილანდში, სიამის კატების წყვილი მშვენიერი საჩუქარია პატარძლისთვის, ითვლება, რომ ქორწინებაში წარმატების მომტანები არიან.

image

9. ტაილანდი ბუდისტი ბერების სამშობლოა

ტაილანდში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც 20 წლამდე ყველა ახალგაზრდა ყმაწვილი ბერი უნდა გახდარიყო მცირე დროით მაინც. უნდა ითქვას, რომ ამ ტრადიციას დღესაც იცავენ.

10. თავი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია

სწორედ ამიტომ, ტაილანდში მოიღებელია ვიღაცის თავზე ხელის შეხება, მითუმეტეს კი თავში ჩარტყმა ან ჩაკაკუნება. ასევე ტაილანდელები ყოველთვის ცდილობენ ასაკით ან სტატუსით უფროსი ხალხის წინაშე თავდაწეულ საუბარსა და სიარულს, ამით ისინი პატივისცემას გამოხატავენ მათ მიმართ. ასევე, ყველაზე ბინძურ ნაწილად ფეხები ითვლება, ამიტომაც მიუღებელია ვინმესთვის ტერფების ჩვენება ან ფეხით რამის მითითება.





0
203
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0