x
image
ირინა მ.
ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს


image
ალამუთის ციხის ნანგრევებით, რომელიც თანამედროვე ირანის ყაზვინის პროვინციაში მდებარეობს, დიდი ხანია დაინტერესებული არიან არქეოლოგები, მაგრამ როგორც მკვლევარები თვლიდნენ, იქ უკვე აღარაფერი იყო საინტერესო. თუმცა გამომცემლობა TehranTimes (2018 წელს) იტყობინება, რომ ირანელმა არქეოლოგებმა საოცარი რამ აღმოაჩინეს-წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც სულ ცოტა ათი საუკუნისაა.

მთის ციხე-სიმაგრე ალამუთი აშენებულია მე-9 საუკუნეში. იგი ნებისმიერი არმიისთვის აუღებელ ციხედ ითვლებოდა. მან სელჩუკებისა და ხვარაზმელთა მრავალი თავდასხმა გადაიტანა, საბოლოოდ მონღოლებმა გაანადგურეს.

image
imageალამუთის ციხის ნანგრევები
imageალამუთის ციხის ნანგრევები

ასწლეულების მანძილზე ის ადრიანი ისმაილიტების-ასასინების თავშესაფარი იყო. მეომარი ასასინები უკიდურესი ფანატიზმით გამოირჩეოდნენ, ჰაშიშის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი ისინი პოლიტიკურ მკვლელობებს ახორციელებდნენ. ასასინები ცნობილი იყვნენ, როგორც ჯვაროსნების შეურიგებელი მტრები.

imageასასინი

როგორც ავღნიშნეთ, სპეციალისტებმა თავისდა გასაოცრად, ოდესღაც ძლიერი ასასინების ციხის ნანგრევებში, წყალმომარაგების სისტემა აღმოაჩინეს, და ეს სისტემა კაშხლისა და გვირაბებისგან შედგებოდა. მისი მეშვეობით წყალი ზემოთ აჰქონდათ მინიმუმ 200 მეტრის სიმაღლეზე, ყოველგვარი ტუმბოების გარეშე. რამდენადაც ციხე მთის წვერზე მდებარეობდა, ასეთი რთული საინჟინრო ნაგებობა, რომელიც ალამუთის მაცხოვრებლებს წყლით ამარაგებდა, თანამედროვე მკვლევარებს ჩიხში აქცევს: აქამდე ითვლებოდა, რომ შუასაუკუნეებში "ცივილიზებულ" ევროპაშიც კი არ იყო არაფერი მსგავსი. და გამოდის, რომ თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი იმდროინდელი ხალხი უფრო მეტად განვითარებული იყო, ვიდრე შუასაუკუნეების ევროპა. თუმცა ეს უხერხული ისტორიული სიმართლის (რომლის აღიარებაც არაფრით არ სურს თანამედროვე დასავლეთ სამყაროს) ერთადერთი მტკიცებულება არ არის...

ირანში არის უფრო უძველესი წყალმომარაგების სისტემაც (ქანატი, კიარიზი), მაგალითად, ქ. გონაბადთან. იგი 3000 წლისაა, მოქმედია და დღესაც სასმელი წყლით ამარაგებს 40 ათას მოსახლეს. შემთხვევითი არ არის, რომ 2007 წელს, ეს უნიკალური სისტემა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.

imageუძველესი წყალგაყვანილობა ქანატი
image1. დრომ არ დაინდო კლდის მწვერვალზე მდგარი ოდესღაც მძლავრი ციტადელი ალამუთი
image2. კომპიუტ. დიზაინერებმა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგინეს უძველესი ციტადელი
image3. 3D საშუალებით სპეციალისტების ჯგუფმა აღადგინა ალამუთის ციხის გარეგნული სახე






იხილეთ შემდეგი სტატიები:






არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც დღეს სამუდამოდ დაკარგულია

image


კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები

image


ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს

image


უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს


image


როგორ გადაიტანეს და შეაბრუნეს აშშ-ში შვიდსართულიანი შენობა

image


განადგურებული ქალაქის ნაშთები (ანაბარის პლატო, ციმბირი)?

image


პლანეტის ყველაზე ექსტრემალური ლიფტები (ვიდეო)

image


მადაგასკარის ტყე, რომლის ხეების მწვერვალებიც სამართებელივით ბასრია

image







1
2049
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
2049
  
2021, 22 ივნისი, 17:05
წყლის მიწოდების ეგ სისტემა ავღანეთშიც ძალიან ბევრ პროვინციაშია, თუმცა დღეის მდგომარეობით მას თალიბები იყენებენ თავშესაფრებად და გადასაადგილებლად, კარეზის სისტემა ასე უზოდებენ მას ავღანელები და სიმართლე გითხრათ მართლაც საოცრად არის შესრულებული რადგან წყალი ზევით ამ სისტემის საშუალეით ჰქონდათ
0 1 1