x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საჭირო დროსა და საჭირო მომენტში დაჭერილი კადრები
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



ხშირად, ფოტოგრაფიისთვის სრულყოფილი მომენტი სწორედ იმ ერთ წამში დგება, რომლის დაფიქსირებაც ყოველთვის შესაძლებელი არ არის. საჭირო დროშო აღბეჭდილ საჭირო კადრს შეუძლია ფოტოგრაფი წარმატებული გახადოს, ან სწორედ ეს კადრი გახდეს წლის ეპიკური სტატუსის. ამ ყველაფერს კი დიდი ნიჭის გარდა იღბალი ჭირდება. თუ გაგიმართლათ და მოასწარით "მისი" დაფიქსირება, ნამდვილად იღბლიანი ყოფილხართ.



დამერწმუნეთ, საჭირო მომენტში დაჭერილ კადრს სულაც არ სჭირდება პროფესიონალური განათლება, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თქვენი კამერითაც მოახერხოთ.



საჭირო დროსა და საჭირო მომენტში აღბეჭდილი კადრები!



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
796
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
796
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0