ყველაზე მექალთანე ვარსკვლავები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში ქალების რაოდენობით ამაყობენ/ამაყობდნენ
წარმოგიდგენთ ყველაზე მექალთანე ცნობილ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში ქალების რაოდენობით ყოველთვის ამაყობდნენ და მეტიც, ითვლიდნენ კიდეც:
1. ჰიუ ჰეფნერი- Playboy-ს დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერის სახელი ყოველთვის იყო პრაქტიკულად სექსის სინონიმი, ის ხომ ყოველთვის ქალებით იყო გარშემორტყმული. ინტერვიუებში ხშირადაც ამბობდა მათ რაოდენობას- მას ურთიერთობა 1000 მდე ქალთან ჰქონდა.
2. რასელ ბრენდი- მსახიობი თავად აღნიშნავს, რომ ის სექსზე დამოკიდებულია და მკურნალობა სჭირდება, მისი გამოთვლებით კი ურთიერთობა 1000 მდე ქალთან ჰქონდა.
3. მიკ ჰანკელი- ჯგუფ Simply Red -ის წევრი ამაყობს არა მხოლოდ შექმნილი ჰიტებით, არამედ მის ცხოვრებაში ქალების რაოდენობითაც, თუმცა თვლის, რომ 25 წლის განმავლობაში 1000 ქალი ბევრი სულაც არაა.
4. საიმონ კოუელი- ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნამდვილი მექალთანე არმოჩნდა. მისი თქმით, პარტნიორებს არ ითვლის, თუმცა 20 წლის განმავლობასი კვირაში მინიმუმ 2 ქალი მაინც ჰყავდა, ასე რომ, საერთო ჯამსი, 2000 ზე მეტი გამოდის.
5. დენის როდმანი- სკანდალურმა ყოფილმა კალათბურთელმა აღიარა, რომ დაახლოებით 2000 მდე პარტნიორი ჰყავდა, რომელთა შორის 500 მეძავი არ ყოფილა...
6. ჯეკ ნიკოლსონი- ჰოლივუდში მექალთანედ ითვლება, მისი პარტნიორები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ანჯელიკა ჰიუსტონი, ჯენის დიკინსონი, მიშელ ფილიპსი, ლარა ფლინ ბოილი, ჯონი მიტჩელი, მელანი გრიფიტი, მერილ სტრიპი. საერთო ჯამში კი მათი რაოდენობა 2000-ს სცდება.
7. ხულიო იგლესიასი- ლეგენდარულმა ესპანელმა მომრერალმა აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში მის საწოლში 3000 მდე ქალი იყო, თუმცა მისმა პრეს-აგენტმა დაამატა, რომ ეს მხოლოდ ნახევარია...
8. მიკ ჯაგერი-The Rolling Stones-ის სოლისტმა ურთიერთობა ანჯელინა ჯოლისთან და უმა თურმანთანაც კი მოასწრო. საერთო ჯამში, მისივე გამოთვლებით, 4000 მდე ქალი ჰყავდა.
9. რონ ჯერემი- არც ისე სიმპათიური პორნომსახიობია, თუმცა მისი გამოთვლებით, ურთიერთობა 4000 მდე ქალთან ჰქონდა.
10. ჯინ სიმონსი- ჯგუფ Kiss=-ს ბას გიტარისტი ასევე მაგალითია იმისა, რომ ფულს და ცნობადობას ყველაფერი შეუძლია. მას ურთიერტობა 4600 მდე ქალთან ჰქონდა.
11. ჩარლი შინი- მსახიობი აღიარებს, რომ სექსზე დამოკიდებულია, მას ურთიერთობა 5000 მდე ქალთან ჰქონდა, მათ შორის მეძავებთანაც და შიდსის დიაგნოზიც სწორედ მათგან აიკიდა.
12. ჯონ ჰოლმსი- კიდევ ერთი პორნომსახიობი, რომელმაც მონაწილეობა 2000 ფილმში მიიღო. მისივე თქმით, ურთიერთობა 14 000 მდე ქალთან ჰქონდა. მსახიობი შიდსის გამო გარდაიცვალა.
13. უილტ ჩემბერლენი- ცნობილი კალათბურთელის თქმით მას ყოველ დღე ახალი გოგონა ჰყავდა, საერთო ჯამში კი დაახლოებით 20 000.
14. ფიდელ კასტო- კასტროს ადმინისტრაციის ერთი წარმომადგენლის თქმით, დიქტატორს ოთხი ათწლეულის განმავლობაში დღეში მინიმუმ ორ ქალთან ეძინა- ერთი ლანჩის დროს და ერთიც ვახშმის დროს. კასტრო სექსს განიხილავდა, როგორც თავის განუყოფელ უფლებას, საერთო ჯამში კი ურთიერთობა 35000 მდე ქალთან ჰქონდა.