x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა მძინარე ცოლ-შვილი უროთი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა
imageრამ აიძულა მამაკაცი ასეთი სასტიკი ქმედება ჩაედინა, პოლიციამ ჯერ ვერ გაარკვია.


42 წლის ფლავიო სანდრო ოლმომ(Flavio Sandro Olmo) მოკლა ცოლი და სამი შვილი ბრაზილიის სან-დომინგოს დო- ნორტეს მუნიციპალიტეტში.

გამთენიისას მამაკაცი დაელოდა, სანამ მთელი ოჯახი დაიძინებდა, რის შემდეგაც მან აიღო ურო, რომლის წონაც დაახლოებით სამი კილოგრამი იყო. მკვლელმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა 40 წლის ცოლს-ეუსივანია მარსელინო დე სოუზა, 18 წლის ქალიშვილი ლაისლა დე სოუზა ოლმო დ, 4 წლის გოგონა ანელისე დე სოუზა ოლმო და 8 წლის ვაჟი იტალო დე სოუზა ოლმო. ყოველივე ამის შემდეგაც ფლავიომ თავი მოიკლა.

image


"ერთადერთი, რასაც გარდაცვლილთა ნათესავები ამბობენ, იყო მეუღლეების დაშორება. მაგრამ არ არსებობს არავითარი ჩანაწერი ოჯახში ძალადობის ან ეჭვმიტანილის მიერ რაიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ"-ამბობს ლეიტენანტი გაბრინ დე ანდრადე


ნათესავების თქმით, ფლავიო და მისი მეუღლე განქორწინებისთვის ემზადებოდნენ. მათი ცხედრები ეჭვმიტანილის ძმამ აღმოაჩინა, რომელიც მათთან მოვიდა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ მისი ძმისშვილი სკოლაში არ წავიდა. ბიძამისი იქვე ახლოს ცხოვრობდა და ყოველ დილით გოგონა მის სახლის წინ ჩაივლიდა ხოლმე.

image

ძმამ ასევე უთხრა ოფიცრებს, რომ ფლავიო დეპრესიით იყო დაავადებული და მედიკამენტებს იღებდა. მაგრამ ეჭვმიტანილმა დაავადება დაამარცხა ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე. ამჟამად პოლიცია იძიებს საქმეს.

0
322
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0