x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
7 ვარსკვლავი, რომელმაც კარიერა ზრდასრულთა ფილმებში მონაწილეობით დაიწყო
image


მსახიობთა უმეტესობა საგულდაგულოდ მალავს იმ ფაქტს საკუთარი კარიერა თამამ სცენებში მონაწილეობით რომ დაიწყო, თუმცა "იტალიელი კვიცი" სტალონე თავისი წარსულის გამო სულაც არ კომპლექსდება - კარიერის გარიჟრაჟზე მომავალ ვარსკვლავს კვება ხომ სჭირდებოდა!




ქეთრინ ზეტა–ჯონსი


image


სწორედ "ათას ერთ ღამეში" შესრულებული შეჰერეზადას როლით დაიწყო ქეთრინის სამსახიობო კარიერა. 21 წლის მსახიობს არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა კადრში შიშველი მკერდით გამოჩენა. სცენამ, როდესაც ზეტა-ჯონსი ნავიდან გადმოდის და საკუთარი იდეალური სხეულის დემონსტრირებას მთელი თავისი ბრწყინვალებით ახდენს, მაყურებლები შოკში ჩააგდო. ერთი წლის შემდეგ, ქეთრინმა სერიალში "Sweet May Buds"-ი სასურველი როლი მიიღო, რომლითაც ის ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე გახდა.





სილვესტერ სტალონე


image


იცოდით, სტალონე კარიერის დასაწყისში პორნოგრაფიულ ფილმ "იტალიელ კვიცში" მონაწილეობას რომ დათანხმდა? დიახ, ახლა უკვე თქვენც იცით: სანამ ის "რემბო" გახდებოდა, ცნობილი ამერიკელი მსახიობი თამამ სცენებში მონაწილეობდა, თუმცა ამისთვის მას საპატიო მიზეზი ჰქონდა. იმ დროსთვის მსახიობს ფული ძალიან სჭირდებოდა, ხოლო გადაღებების შედეგად მიღებული 200 დოლარი მისთვის კოსმიური თანხა იყო. ამ თემასთან დაკავშირებით მან ერთხელ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მაშინ არაფერი მქონდა საჭმელი, ბინიდან გამაგდეს და ზედიზედ ოთხი ღამე ავტობუსის გაჩერებაზე გავატარე. სასოწარკვეთილი ვიყავი, როდესაც მშიერი ხარ, ბევრ რამეს აკეთებ, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდი.სასაცილოა, თვითგადარჩენისთვის მორალი რამდენად იჭიმება, თუმცა კიდევ უფრო სასაცილოა, როდესაც კამერის წინ დგახარ და ცდილობ საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ სერიოზულ საქმეს აკეთებ. ვიფიქრე: "ნუ შეიძლება, ეს ნამდვილი ხელოვნება იყოს". მე"კვიცს" ვთამაშობდი, რომელმაც მსურველები განცხადების საშუალებით წვეულებაზე დაპატიჟა. მასთან ათამდე ადამიანი მივიდა, რომლებმაც ერთმანეთს აკოცეს, ჩაეხუტნენ - ეგ იყო ეგ. ფილმი დღევანდელი სტანდარტებით, მშობლების ცენზურას ნამდვილად ვერ გაივლიდა".






სიბელ კეკილი


image


მსახიობი, რომელიც მაყურებლისთვის ფილმ "სამეფო კარის თამაშებში" შაის როლით არის ცნობილი, "მრავლმხრივი" გამოცდილება აქვს, კარიერის დასაწყისში ის არა მხოლოდ თამამ სცენებში მონაწილეობდა, არამედ პორნოინდუსტრიაშიც საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული. ინფორმაცია იმის შესახებ რომ კეკილი პორნოგრაფიულ ფილმებში ფსევდონიმით თამაშობდა, პირველად გერმანიის ტაბლოიდური გაზეთის ფურცლებზე გამოჩნდა. მშობლებმა სიბელთან ურთიერთობაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც ამის შესახებ შეიტყვეს. თავად კეკილიმ ტაბლოიდის ხმაურიან რეპორტაჟს "გაუპატიურება მედიაში" უწოდა.






კამერონ დიაზი



image


ფილმ "ნიღაბში" გადაღებამდე ორი წლით ადრე 19 წლის დიაზმა მონაწილეობა ეროტიკული ვიდეოს გადაღებაში მიიღო, რომლის დავიწყებასაც მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში თავადაც ცდილობდა და თაყვანისმცემლებსაც ამის გაკეთებისკენ მოუწოდებდა. კამერონმა მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემქმნელის წინააღმდეგ სასამრთლოში სარჩელიც კი შეიტანა, რომელსაც ჩანაწერის გავრცელება აუკრძალეს.




ჯეიმი პრესლი


image


მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის პირველი ფილმი "შხამიანი სურო: ახალი ცდუნება" სავსე იყო ეროტიკული სცენებით, მას ფილმში მონაწილეობაზე უარის თქმა არც უფიქრია და არც შემცდარა. ფილმი ჯეიმის სამსახიობო კარიერის სტარტისთვის ნამდვილად კარგი დასაწყისი აღმოჩნდა.





კიმ კარდაშიანი



image


ალბათ, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ 26 წლის კიმი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტში მისი და ახლა უკვე მისი ექს-ბოიფრენდის ინტიმური ვიდეო გავრცელდა. ვარსკვლავის თქმით, რეპერ რეი ჯეისთან მისი ღამის ჩანაწერი მოიპარეს. გოგონა ვიდეოს ავთენტურობას თავიდან უარყოფდა, თუმცა შემდეგ საკუთარი მონაწილეობა თავადვე დაადასტურა. მოგვიანებით კარდაშიანმა ვიდეოს გამავრცელებელ კომპანიას უჩივლა. მართალია კიმს ფული არ მიუღია, თუმცა კომპანიამ ჩანაწერის გავრცელება ვეღარ შეძლო.






სანდრა ბალოკი


image


"ტკბილი ტუჩები" - სანდრას მონაწილეობით ერთ-ერთი პორნო ფილმია... ჭორების თანახმად, მას თავი რამენაირად უნდა ერჩინა, ხოლო მიმტანის ხელფასი არასაკმარისი იყო. ასე აღმოჩნდა მომავალი ჰოლივუდის ვარსკვლავი "ზრდასრულთა კინო" სამყაროში ჩაბმული. მას შემდეგ, რაც სანდრამ სერიოზულ ფილმებში მონაწილეობა დაიწყო, მას კერძო დეტექტივების დაქირავება მოუწია, რათა მისი პროვოკაციული ფოტოები და ვიდეოები მფლობელებისგან გამოესყიდათ. ჭორების თანახმად, მსახიობმა ყველა ფოტო თუ ვიდეო მასალა საკუთარი სახლის ეზოში დაწვა.











0
272
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
272