x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მაკარონი- ცხოვრების ჯანსაღი წესის საიდუმლო ინგრედიენტი 
ის უკვე დიდი ხანია, მხოლოდ იტალიური სამზარეულოს ტრადიციული კერძი აღარაა. მაკარონი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული საჭმელია, რომლის მომზადების უთვალავი რეცეპტი არსებობს. თავად მაკარონსაც კი უამრავი სახეობა აქვს.

image


მომზადებისას ხშირად უმატებენ ტომატის სოუზს, ბოსტნეულს ან ხორცს. მაკარონის ისტორიას თუ გადავხედავთ, გავიგებთ რომ, ადრე სპაგეტი უფრო გრძელი იყო, თუმცა ახლა შედარებით მოკლე ფორმის გხვდება. უფრო სქელ სპაგეტის სპაგეტონი ეწოდება, უფრო თხელს - სპაგეტინი ან კაპელინი.


(„Spaghetti“ იტალიური სიტყვის „spaghetto“ მრავლობითი რიცხვია, რომელიც თხელ ძაფს ნიშნავს).



ტრადიციული კერძი


იტალიური სამზარეულოს ტრადიციებში მზადდება ტომატის, სალსის ან კარბონარის სოუზით, ბოსტნეულით (ხახვი, ნიორი და სხვა), რაიმე მწვანილით (უმეტესად ორეგანო ან რეჰანი), ზეთით, ხორცით.


სპაგეტის არაერთი ვარიაცია არსებობს, მაგალითად სპაგეტი ბოლონიეზას სოუზით გავრცელებულია სხვა ქვეყნებში, იტალიაში მას ჩვეულებრივად არ იყენებენ.


სხვა ქვეყნებში გავრცელებული რეცეპტები


სხვადასხვა ქვეყანაში მაკარონის მომზადების სხვადასხვა მეთოდი აქვთ, თუმცა იტალიური რეცეპტის გავლენა მაინც თან სდევს. გავრცელებულია ყველის გამოყენება სპაგეტის მომზადებისას, მაგ: პარმეზანის.

ამერიკაში ხშირად გამოიყენება, როგორც ხორცის და ჩილის წვნიანის გარნირი.

ფილიპინური სპაგეტი გამოირჩევა სიტკბოთი, ტომატის სოუზში ამატებენ შაქარს ან ბანანის კეტჩუპს, ასევე ბევრ ხორცს და ყველს.

ფილიპინებში ეს კერძი გაჩნდა 1949-1960-იან წლებში პამიდორის დეფიციტის დროს, რომელმაც განაპირობა ბანანის კეტჩუპის გამოგონება.

image

რატომ არის მაკარონი ცხოვრების ჯანსაღი წესის საიდუმლო ინგრედიენტი?


ცეხვილი ხორბლის მარცვლის პასტა უფრო მეტ მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს, ვიდრე კლასიკური. ბრინჯის ატრია ბრინჯის ფქვილით მზადდება. ის შეიცავს სახამებელს და ზედმეტი ცხიმისგან თავისუფალია.

სოიოს მაკარონი მზადდება მანგისგან (პარკოსანი მცენარე), შეიცავს დაახლოებით 10% ცილას. არის გლუტეინის გარეშე.

სიმინდის მაკარონი ყვითელი ფერისაა და სიმინდის ფქვილისაგან მზადდება. ის B, E და A ვიტამინით მდიდარია. ასევე ის შეიცავს მაგნიუმსა და კალიუმს. ის ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელ პროდუქტად ითვლება.


შენიშვნა: თუ მაკარონის მოყვარული ხართ და ამ სტატიის კითხვისას ძალიან მოგშივდათ, მაშინვე მომზადება დაიწყეთ! თქვენი რეცეპტი კი კომენტარებში გაგვიზიარეთ <3
1
103
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
103
  
0 1 1