x
image
ლანა92
ტეხური - იცით, რატომ ეწოდა ასე სამეგრელოს ულამაზეს მდინარეს? (+ფოტოები)
image


ტეხური საქართველოს მდინარეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. იგი ჩაედინება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე და მდინარე რიონს ერთვის მარჯვნიდან.

ტეხური სიგრძით 108 კმ.-ია, ხოლო აუზის ფართობით - 1040 კვ. კმ. მისი მთავარი შენაკადია მდინარე აბაშა. სულ ტეხურის აუზში 503 შენაკადია. აქედან 5 ძირითადი შენაკადია: მარცხენა მდინარე ჩხოროწყუ, მარცხენა მდინარე წაჩხურუ, მარჯვენა მდინარე გურძემი, მარჯვენა მდინარე ნახური და მარცხენა მდინარე აბაშა.

ტეხურის კალაპოტი ზომიერად კლაკნილია და ძირითადად დაუტოტავი. კალაპოტი გამოირჩევა კანიონებისა და ქვაბულების სიუხვით. ამიტომაც იგი იზიდავთ რაფტინგის მოყვარულებს.

ტეხური მდიდარია ფაუნით. აქ ბინადრობს სხვადასხვა ჯიშის თევზი: კალმახი, თეთრულა, წვერა, მურწა, ტობი..

მეტად საინტერესოა, თუ რატომ ეწოდა ამ მდინარეს ტეხური. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, იგი ასე "იწოდა ჩქარად დინებისგან, რამეთუ შემუსრავს და მტეხარე ჰყოფს ხიდსა სხვასა რაის" (ვახუშტი ბაგრატიონი). ეს ტეხურის სახელდების შესახებ ერთ-ერთი ვერსიაა, რომლის თანახმადაც, მდინარე კალაპოტიდან ხშირად გადმოდიოდა, ხიდებს ტეხდა და მიჰქონდა მის ადიდებულ წყალს. სხვა ვერსიით, მდინარის სახელწოდება უკავშირდება"ტეხილს", ანუ კლაკნილი, ტეხილი ფორმის გამო ეწოდა ასე.



image


image



image




image


image


image


image



image

0
591
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0