x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"უნგრელები მუხლს ვიყრით მხოლოდ სამ შემთხვევაში"–უნგრეთის პრემიერ მინისტრის განცხადება
imageუნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა უნგრეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის ამხანაგურ მატჩს ბუდაპეშტის "ფერენც სოუსას" სტადიონზე, რა დროსაც უნგრელებმა უარი თქვეს მუხლი მოედრიკათ Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად, ხოლო გულშემატკივრები სტვენით შეეგებენ მუხლმოყრილ ირლანდიელ ფეხბურთელებს.


”მუხლისმოყრა ვერ იმსახურებს სიმპატიას. სტადიონებზე ამის ადგილი აღარ არის, სპორტი -ეს სხვა რამეა. ამ ჟესტის მნიშვნელობას განსაზღვრავს კულტურული მახასიათებლები, ჩვენ მას სულ სხვაგვარად აღვიქვამთ. უნგრელი მამაკაცები იჩოქებენ მხოლოდ სამ შემთხვევაში: ღმერთის წინაშე, ქვეყნის წინაშე და როდესაც ისინი საყვარელ ქალს ხელს სთხოვენ. დაჩოქება წარმოიშვა მონათმფლობელ ქვეყნებში და ჩვენი ქვეყანა ასეთი არასდროს ყოფილა, ამიტომ ამაში ჩვენ ვერანაირ მნიშვნელობას ვერ ვხედავთ!-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.




"და ნუ ახდენთ მასპინძლის პროვოცირებას, როდესაც მათი სტურმარი ხართ, ”-ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა კითხვას" არის თუ არა შესაფერისი უნგრელი გულშემატკივრების საქციელი ირლანდიელების მიმართ."


უკმაყოფილო დარჩა ირლანდიის ნაკრები ასეთი მიღებით.


"მთელი სტადიონი გვისტვენდა, როდესაც მუხლებზე ვიყავით დაჩოქილი. ეს ძალიან სამწუხაროა. ასეთი აქციები მიზნად ისახავს რასიზმის აღმოფხვრას, ეს სასიკეთო საქმეა. სიმართლე გითხრათ, ასეთ რეაქციას არ ველოდით ”, - თქვა შავკანიანმა თავდამსხმელმა ადამ აიდამ.

image

"ეს ცუდი ამბავია უნგრეთისთვის, როგორც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნისთვის. ველოდით მხარდაჭერას და არა ასეთ რეაქციას. მადლიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების მატჩის წინ აქციისთვის. ის, რომ ჩვენ გვისტვენდნენ, უბრალოდ გაუგებარია ”-განაცხადა ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა სტივენ კენიმ.


შარშან ამერიკული საფეხბურთო კლუბის North Carolina Courage მეკარემ სამანტა მერფიმ ასევე უარი თქვა დაეჩოქა შავკანიანთა მხარდამჭერ Black Lives Matter ჩელენჯზე, ის ერთადერთი გოგონა იყო, ვინც ფეხზე იდგა ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს.

image

1
329
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
329
  
2021, 17 ივნისი, 10:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1