ნარკვევები დიდი მწერლის თვალით დანახული კახეთი 2021, 12 ივნისი, 3:40 კახეთი ანუ ალაზნის ველი ერთი მთლიანი საოცნებო ბაღია, კავკასიონის მთაგრეხილის სალ კლდეებსა და გომბორის მთებს შორის აყვავებული მხარე;
ეს კედელი თანდათან დაბლდება და თელავ_სიღნაღის გზის მახლობლად თავდება პატარა გორაკების ხაზით.
სურათხატოვანი მდებარეობისა და უხვი სიმწვანის გარდა კახეთი შემკულია კიდევ მესამე სიმშვენიერით - განსაკუთრებული სინათლით, რომელიც აქ, გაორკეცებული კავკასიონის მთათა ბუნებრივი რეფლექტორის სიახლოვით, მეფური სიუხვით არის მოსილი მთელ ველზე. ეს მშვენება შეადგენს კახეთის ზღაპრულ სილამაზეს.
ერთი სიტყვით საქართველოს გვირგვინი კახეთია, რომელიც არათუ მოგზაურებს, თვით მკვიდრს ქართველებსაც აჯადოვებს. კახეთი უფრო მხატვრული ცნებაა - ფერი, პერსპექტივა, სინათლე, სინაზე ისე ეხმატკბილება ერთმანეთს, რომ ამ სურათს მაყურებელი ძნელად მოაშორებს თვალს.
საქართველოს ამ მარგალიტს სამწუხაროდ ჯერ კიდევ მცირე ადგილი უჭირავს პოეზიაში.
ილია ჭავჭავაძე, ვახტანგ ორბელიანი და ალექსანდრე შანშიაშვილი მას მხოლოდ რამდენიმე ლექსს უძღვნიან. მხატვრობაში მხოლოდ ერთმა რუსმა მხატვარმა ზანკოვსკიმ დიდი ნიჭით გადაიტანა ეს სიმშვენიერე ტილოზე იმ დროს, როცა ქართველი მხატვრები დღემდეც ძალიან მცირე ყურადღებას აქცევენ.
საქართველოს დიდი მეგობარი არტურ ლაისტი კახეთის შესახებ.
131 1-ს მოსწონს
|