x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
კვებითი ალერგია ბავშვებში

მოგესალმებით, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ და გესაუბროთ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ეხება კვებით ალერგიას ბავშვებში.დაახლოვებით 6 მილიონ ბავშვს(8%) აღენიშნება ალერგიული დაავადებები და უმეტესობ ადრეულ ასაკში გამოვლინდება.სკოლის ასაკის ყოველ მეოთხე ბავშვს აღენიშნება რომელიმე ალერგიული დაავადება.17 მილიონი ადამიანი ევროპაში შეპყრობილია კვებითი ალერგიით.კვებითი ალერგიის მქონე ბავშვებს სხვა ალერგიული დაავადებების რისკი 2-4ჯერ უფრო მაღალი აქვთ. ახლა განვიხილოთ თუ რას ნიშნავს კვებითი ალერგია-კვებითი ალერგია საკვებ პროდუქტებზე გვერდითი ეფექტების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც დაკავშირებულია იმუნოლოგიურ რეაქციებთან და მაღალი სამედიცინო-სოციალური მნიშვნელობისაა.უფრო კარგად რომ განვიხილოთ კვებითი ალერგია წარმოადგენს ფართო გაგების “საკვებზე ნეგატიური რეაქცია'' ნაწილს, რომელიც მოიცავს, საკვების მიღების შემდეგ, ორგანიზმის სხვადასხვა რეაქციას განვითარების მექნიზმისა და პროგნოზის მიხედვით: კვებითი ალერგია(ჰიპერმგრძნობელობა), კვებითი ინტოლერანტობა(აუტანლობა).კვებითი ალერგიის განვითარების რისკ-ფაქტორებია:ოჯახური ატოპია, ხელოვნური კვება, საკეისრო კვეთა, სქესი, პირველი მშობიარობა, მწეველი დედა და საყოფაცხოვრებო პირობები.კვებითი ალერგია 2 ქვეჯგუფად შეიძლება დავყოთ, ესენია: იმუნოგლობულინ E-თი გაშუალებული ალერგია(რომელიც ყველაზე მძიმე ფორმაა ალერგიის) და არა იმონოლგლობულინ E-თი გაიშუალებული კვებითი ალერგია, ხოლო კვებით ინტოლერანტობაში განიხილება შემდეგი ქვეჯგუფები: ფერმენტული, ფარმაკოლოგიური და უცნობი ეტიოლოგიის მქონე. დასვნის სახით რომ ვთქვათ, კვებითი ალერგია არის კვების აუტანლობის ერთ-ერთი სახეობა.კლასკური ალერგიული რეაქცია მკაფიოდაა გამოხატული და შეიძლება პაციენტის სიხოხლისათვის საშიში აღმოჩნდეს.ალერგიულ რეაქციას შეიძლება იწვევდეს, როგორს საკვების მიღება, ანუ ჭამა, ასევე მისი დაყნოსვა და შეხება. კვებით ალერგიას ძალიან ბევრი გამომწვევი, ანყ, ეტიოლოგიური ფაქტორი აქვს(დაახლოვებით 170), რომელსაც შეიცავს კვებითი პროდუქტები. ჩვეულებრივ ეს ცილებია, იშვიათად პოლიპეპტიდები, გაპტენები, რომლებიც უერთდებიან საკვებ ცილებს.ალერგიული რეაქცია ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ცანდიდა სოკოებმა. აშშ-ში 93% შემთხვევაში კვებითი ალერგიის მიზეზი საკვებთა 8 ძირითადი ჯგუფია, რომლებიც დიდი რვიანის სახელწოდებითაა ცნობილი. ესენია:ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, ხორბალი, მიწის თხილი, სოიო, კიბოს მაგვარნი, ნიგოზი, თხილი და ნუში. ძირითადად საკვების ეს ჯგუფები აძლევენ ადამიანებს კვებით ალერგიას.კვებითმა ალერგენებმა შეიძლება შეიცვალონ ანტიგენური თვისება პროდუქტების კულინარული დამუშავების დროს.ასე, პროდუქტის გაცხელების დროს ცილის დენატურაციით ზოგი პროდუქტი კარგავს ალერენობას, ზოგი კი პირიქით, მეტად ალერგიული ხდება.ზოგადად, პროდუქტები სხვადასხვა ალერგიული პოტენციალით იყოფა სამ ჯგუფად: მაღალი, საშუალო და დაბალი პოტენციალის მქონედ.კვებითი ალერგიის დიაგნოსტიკა ნხდება ანამნეზით და ჩივილებით, მიზეზობრივი მნიშვნელობის ალერგენების განსაზღვრით, რეაქციის ხასიათით(დაყოვნებული და დაუყოვნებელი), კლინიკური სიმპტომების ხასიათით და სიმძიმით, რეაქციის აღმწარდმობადობის მიხედვით, კო-ფაქტორების განსაზღვრით და ოჯახური ანამნეზით.ფიზიკალური კვლევა ამ დროს მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების კლინიკური გამოვლინება და მანიფესტაციის ასაკი ვარირებს რეაქციის ხასიათის მიხედვით.ასევე, მნიშვნელობა სპეციალური ალერგიული კვლევა IGE კლასის ალერგენსპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა, კანის პრიკ-ტესტი, დიაგნოსტიკურ-ელიმინაციური დიეტა, პროვოკაციული სინკები-ღია და “ბრმა'' პროვოკაციული სინჯი კვებითი პროდუქტებით მათ შორის ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, წარმოადგენს კვებითი ალერგიის დიაგნოსტიკის “ოქროს სტანდარტს''.დაავადებათა რეგისტრაციის სიტემური პრინციპის გათვალისწინებით გამოყოფენ ნოზოლოგიურ ფორმებსა და სინდრომებს, რომლებიც კვებითი ალერგის გამოვლინებას წარმოადგენენ.კვებითი ალერგია ძირითადად 4 სისტემის კლინიკური ნიშან-თვისებებით გამოვლინდება: კანი- ატოპური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ურტიკარია წითელას მსგავსი ამონაყარი, ქავილი.კუჭ-ნაწლავი-ეზოფაგიტი გასტროენტერითი, კვებითი ენტეროკოლიტი. რესპირაციული სისტემა- რინოკონიუქტივიტი, ბრონქოსპაზმი და გენერალიზებული რეაქცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ანაფილაქსიური შოკით, ურტიკარიით.ადრეულ ასაკში ბავშვთა კვებითი ალერგიის პროგნოზი:რემისი წლამდე 45-50%, რემისი 2 წლამდე- 60-70%.კვებითი ალერგიის მენეჯმენტი:ძუძუთი კვება, ტრიგერების იდენტიფიკაცია, ანტი IGE-თერაპია, პაციენტის მხარდაჭერა, სპეციფიკურ იმუნოთერაპია.ფარმაკოთერაპია განისაზღვრება:“დამნაშავე'' საკვები პროდუქტის იდენტიფიკაციით, პაციენტის ასაკით, რეაქციის კლინიკური გამოვლინების ხასიათით, თანმხლები დაავადების არსებობით.ალერგიის პროფილაქტიკის სტრატეგია:დედის კვება ორსულობის დროს, დედის კვება ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვების გახანგრძლივება, კვებითი ტოლერანტობის ინდუქცია, დროული დამატებითი კვება.და ბოლოს მოგახსნეებთ პროგნოზსაც:უმეტეს შემთხვევაში ალერგია რძისადმი, სოიოს, კვერცხისადმი, ხორბლისადმი უკუიქცვა შესაბამისი მკურნალობით, ხოლო-ალერგა არაქისის, თხილის ოჯახის და ზღვის პროდუქტებისადმი გრძელდება მთელი ცხოვრება.დიდი მადლობა ყურადღებისთვის.image

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ობგაიძე
სალომე ობგაიძე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0