x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დარეჯან დედოფალი- მოღალატე თუ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი?
image


საქართველოს ისტორიაში ქართველი მეფეების გარდა სამეფოს მართვა-გამგეობაში ხშირად მნიშვნელოვან როლს დედოფლებიც ასრულებდნენ. გარდა კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისა, რამდენიმე ქართველი დედოფალი პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.


მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო ერეკლე მეფის მეუღლე დარეჯან დედოფალი იყო, რომლის ქმედებები ხშირად არასახელმწიფოებრივი, არამედ პირადი მიზნებით იყო განპირობებული. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ დედოფალი საქართველოში რუსეთის გაძლიერების მოწინააღმდეგე იყო და მითქმა-მოთქმა მისი მოღალატეობის შესახებ დეზინფორმაციას წარმოადგენს.


ცნობები დედოფლის შესახებ



image


დარეჯან დადიანი დაიბადა 1738 წლის 20 ივლისს. იგი იყო ოდიშის მთავარ ბეჟან დადიანის უმცროსი ვაჟის, კაცია-გიორგი დადიანისა და მისი უცნობი მეუღლის ასული.


1750 წელს, 12 წლის დარეჯანი ცოლად შერთეს კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის უფროს ძესა და თანამმართველს, მეფე ერეკლე II-ს. ეს ქორწინება ერეკლესათვის მესამე იყო და შედგა მისი მეორე ცოლის, დედოფალ ანა აბაშიძის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში.


1762 წელს, თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ, ერეკლე II უკვე ოფიციალურად გახდა ქართლ-კახეთის მეფე, დარეჯანი კი დედოფალი. ამრიგად, მთელი აღმოსავლეთ საქართველო ერთ სამეფოდ გაერთიანდა.


image


ერეკლესა და დარეჯანს ეყოლათ 8 ვაჟი და 6 ასული.


დარეჯანმა ისანში, სირაჯხანის მახლობლად ააგო სასახლე (საზაფხულო რეზიდენცია) და ეკლესია. თბილისში ჰყავდა 248 კომლი ყმა, ჰქონდა ბაღები, სასტუმროები, რომელთაც იჯარით გასცემდა ხოლმე, აგრეთვე ყასაბხანა და აბანო.


მარტო სამღებროები დედოფალს 700 თუმნამდე შემოსავალს აძლევდა წელიწადში.


ზოგიერთ წყაროში დარეჯანი მოხსენიებულია, როგორც სამშობლოსათვის დავდადებული დედოფალი, რომელიც ქვეყნის გადარჩენას ცდილობდა. გთავაზობთ ასეთ ცნობებს:


ერეკლეს მიერ რუსეთისაკენ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ იწყება დედოფალ დარეჯანის უშუალოდ ჩარევა სამეფო საქმეებში, რაც დროთა განმავლობაში უფრო აქტიური ხდებოდა.


არა მარტო ერეკლეს ვაჟები და ქალები, არამედ მრავალი სახელოვანი და გავლენიანი პირი მიემხრო დედოფალს და მეფის სასახლეშივე გაჩნდა პირველი ანტირუსული მოძრაობა. დარეჯან დედოფალი და მისი მომხრეები ბოლოს მაინც ვერას გახდნენ და 1783 წ. 24 ივნისს ქ. გეორგიევსკში მოეწერა ხელი ცნობილ ტრაქტატს რუსეთ-საქართველოს შორის... განაგრძეთ კითხვა <<<



1
113
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
113
  
2021, 12 ივნისი, 13:15
მოღალატე კი არა ეს ყოფილა ბრძენი დედოფალი. იულონი, რომ ყოფილიყო უნიათი გიორგის ნაცვლად, რომელსაც კახელებმა "ზაქიჭამია" შეარქვეს იქნებ ვერ მოეხერხებინა რუსეთის იმპერიას ქართული სამეფო-სამთავრობოების გაუქმება და საუკუნეების მანძილზე ამდენ ბოროტებას ვერ გაგვიკეთებდა!
რუსეთი ოკუპანტია!!!
0 1 1