x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გადახედეთ თქვენი ტელევიზიების მეპატრონეებს და მიხვდებით თუ რა ჭუჭყში ხართ! ყარხართ და არ იმჩნევთ-ლაშა ამირეჯიბი

image

ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, სამოქალაქო აქტივისტი და აფხაზეთის ომის ვეტერანი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართულ მედია საშაულებებს საყვედურობს.



„ისევ ჩავ#### ბატონებო! რუსებმაც კი გვაჯობეს! რა ჯიშის ხართ მამაძაღლებო? რა დღეში ჩაგყარათ შურმა, ბოღმამ, და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილმა? რეზო გაბრიაძე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ერთი ადამიანური ინტერვიუც კი არ ჩაგიწერიათ მასთან! რუსეთის პირველმა არხმა პრაკტიკულად სატელევიზიო ბადე გააუქმა და მთელი დღის განმავლობაში ატრიალა რეზო გაბრიაძის ინტერვიუები. თუ, რამე ინტერვიუ და ფილმები ჰქონდათ ჩაწერილი რუსულ არხებს ბატონ რეზო გაბრიაძესთან, ყველა აჩვენა და მგონი ჩვენს მაგივრადაც იგლოვა გენიოსი გაბრიაძე.


რამოდენიმე რუსეთის ქალაქში ბატონ რეზოს პანაშვიდი გადაუხადეს. პეტერბურგში, კიევში, მოსკოვში და ა.შ. ჩვეულებრივი, ცოცხალი პანაშვიდები მიმდინარეობდა რუსეთის თეატრებსა თუ კინოსახლებში.. რევანშმა და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილმა სულ დაგავიწყათ კულტურა, სიყვარული, ხელოვნება. მაყურებელი დაიღალა ტელე ეთერებიდან სხვადასხვა უნიჭო დემაგოგი პოლიტიკოსების გაუთავებელი კინკლაობის ყურებით. ისე, რატომ უნდა მიკვირდეს თქვენი ამგვარი საქციელი? .გადახედეთ თქვენი ტელევიზიების მეპატრონეებს და მიხვდებით თუ რა ჭუჭყში ხართ! ყარხართ და არ იმჩნევთ!, -წერს სოციალურ ქსელში ლაშა ამირეჯიბი.

0
603
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0