x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვისთვის და რატომ არ შეიძლება გარგარი. მისი დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის

image


გარგარი ბევრისთვის საყვარელი ხილია. ხოლო, დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებების გამო, მეცნიერებმა ის, ლამისაა მედიკამენტად გამოაცხადონ. ამ გემრიელ საზაფხულო ხილს, ყველაზე სასარგებლოდ, მაღალი არტერიული წნევის შემცირების და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დასაცავად მიიჩნევენ.

imageგარგრის კვებითი ღირებულება, ყოველ 100 გრ-ზე, მხოლოდ – 48 კკალორიაა, ხოლო ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების თანაფარდობა – 11/3/86 % –ია.

გარგალი შეიცავს შაქარს, სახამებელს, სხვადასხვა სახის მჟავებს (ვაშლის, ღვინის, ლიმონის), მინერალებს (იოდი, ვერცხლი, მანგანუმი, ფოსფორი, რკინა...) და ვიტამინებას (А, Е, Н, Р, ასევე В ჯგუფის ვიტამინებს).

მის შემცველობაში, ყველაზე მეტი კალიუმია (K), რომლის რაოდენობის მიხედვით, გარგარს, თამამად შეგვიძლია, ჩემპიონი ვუწოდოთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მასზე მეტ კალიუმს კურაგა შეიცავს (100 გრ. გარგარში კალიუმის რაოდენობა 259 მგ-ია, იგივე რაოდენობის კურაგაში კი – 1717 მგ.).

მეცნიერები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარგარი ახალი სახით მივირთვათ, ხოლო ზამთარში, – რაციონში, კურაგა ჩავრთოთ.

imageთუმცა, ეს სასარგებლო ხილი ყველასთვის არ შეიძლება. როგორც ენდოკრინოლოგები და დიეტოლოგები ამბობენ, სრული აკრძალვის გარდა, გარგრის დღიური ნორმის შეზღუდვაც აუცილებელია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მას მეტეორიზმის და დიარეის პროვოციერბა შეუძლია. ამიტომ, დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, დღის მანძილზე, მხოლოდ 200-300 გრ. გარგარი შეგიძლიათ მიირთვათ. მედიკოსები ასევე თვლიან, რომ მისი არევა სხვა პროდუქტებთან ან ხილთან არ შეიძლება. ზოგადად, ხილი საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე, ან მიღებიდან, — 2 საათის შემდეგ უნდა მიირთვათ და უმჯობესია, თუ ერთ ჯერზე, ეს ხილის მხოლოდ ერთი სახეობა იქნება.
რაც შეეხება გარგართან დაკავშირებულ შეზღუდვებს, იმის გამო, რომ ის დიდი რაოდენობით ლიმონის და ვაშლის მჟავებს შეიცავს, შეუძლია ლორწოვანა გააღიზიანოს და გულძმარვის მიზეზი გახდეს. ექიმები ასევე გვაფრთხილებენ, რომ არ შეიძლება გარგრის მშიერ კუჭზე მირთმევა — ამან, შეიძლება, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით, პრობლემები გამოიწვიოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს გასტრიტი (თუნდაც რემისიის სტადიაში), წყლული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ან პანკრეატიტი აწუხებს. ჩამოთვლილი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, გარგარზე უმჯობესია უარი თქვათ.
imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. «შავი კონტინენტის» თეთრი ცივილიზაცია, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაითქვა
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. რატომ უნდოდა ნ. ხრუშჩოვს სიმინდის მთავარ სასოფლო–სამეურნეო კულტურად ქცევა და რატომ არ შეუშვეს ის დისნეილენდში?

4. როგორ ცხოვრობს დღეს სსრ კავშირიდან გაქცეული «გოგონა წითელ ბიკინში»

5. ჩვენი წინაპრების საიდუმლო ცოდნა — ხელოვნური ინტელექტი შუა საუკუნეებში
6. 3 მითი ჯანსაღი კვების შესახებ, რომელიც წონის დაკლებაში ხელს გვიშლის

0
902
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
902
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0