x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჩერქეზი ქალის მშვენიერება

image


არტურ ლაისტი ჩერქეზი ქალების შესახებ წერდა:

"ლეკურს მთიელნი უფრო კარგად ცეკვავენ, ნამეტნავად ჩერქეზნი, რომელთა ქალებიც მთელ აღმოსავლეთში განთქმულნი არიან თავისი სილამაზით.

ჩერქეზი ქალების ტანისამოსი მართალია ულაზათოა, სამაგიეროდ თვითონ ხიბლავენ თავისი სილამაზით კაცის გულს.

მათი ბავშვური მორცხვობა სრულიად არ წარმოსდგება შიშისგან: პირიქით, ჩერქეზის ქალი საოცრად გულადია და არც ერთი მათგანი არ შეშინდება, როცა ჩერქეზი მის წინ ხანჯლებით თამაშობს, ან ტყვია ზუზუნით გაუვლის გვერდით.

ეს მთების შვილი მუდამდღე ჩაბნელებულ უფსკრულებს უყურებს და ფიცხი ცხენით ხეობებში დაჰქრის, აკვნიდანვე შეჩვეულია გრიგალთ ქროლვას, ჭექა-ქუხილსა და ნადირთ ღმუილს;

ამ მთის ვარდმა შიში არ იცის."

0
823
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
823
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0