x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს
image


10 ივნისს ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელებაა. რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელი მოვლენების შესახებ და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს:


  • რამაზ გიგაური:

10 ივნისს ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელება დაფიქსირდება. ის ონტარიოში (კანადა) დაიწყება, გადაივლის გრენლანდიის ნაწილს, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნაწილს და რუსეთის თითქმის მთელ ჩრდილოეთს.


ასტროლოგიური მნიშვნელობა: ეს გავლენა მთელი ივნისის განმავლობაში გაგრძელდება. იქნება ძველი წინაღობების გადალახვის, ძველ კითხვებზე პასუხის გაცემის, დამუხრუჭებული ან გადადებული საქმეების ახლებური ანალიზის პერიოდი. წინ წამოიწევს საბუთებთან, საქმიან ქაღალდებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, უახლოეს გარემოცვასთან დაკავშირებული საკითხები. მზის ამ დაბნელებას მეტ-ნაკლებად იგრძნობენ ტყუპები და მშვილდოსნები, ასევე ის ადამიანები, ვისაც პირად ჰოროსკოპში ტყუპის ან მშვილდოსნის მე-17 გრადუსიდან 23-ე გრადუსში რომელიმე მზე, ასცენდენტი ან რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული.


  • ქეთი ვაწაძე:


10 ივნისს მზის დაბნელებაა. სატურნი უკვე რეტროგრადულია (უკანმავალი) ექვსი თვით, რასაც 30 მაისს მერკურიც შეუერთდა და ეს ყველაფერი გადადებული, შეჩერებული, დაუმთავრებელი საქმეებისკენ მიბრუნებას, მათ მოგვარებას შეუწყობს ხელს, თუმცა ახალი პროექტებისა და წამოწყებებისთვის დიდად სახარბიელო პერიოდი არაა... სჯობს თუნდაც ივნისის ბოლოსკენ დაგეგმოთ ახალი საქმეების დაწყება, ტექნიკის შეძენა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება და სხვ. თუ თქვენც რეტრომერკურის წარმომადგენელი არ ხართ. უახლოესი დღეები შეეცადეთ მშვიდად, უკონფლიქტოდ გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ საუბარს, ინფორმაციას, რადგან დიდია დეზინფორმაციის გავრცელების, მოტყუების, ცრუ დაპირებების გაცემის ალბათობა. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!


  • ხათუნა ნოელი:

10 ივ­ნისს მზის რკა­ლი­სე­ბუ­რი დაბ­ნე­ლე­ბაა, ტყუ­პე­ბის 19°47-ზე. ამ დაბ­ნე­ლე­ბის წერ­ტი­ლი რეტ­როგ­რა­დულ მერ­კუ­რის­თან შე­ერ­თე­ბა­ში მო­დის. ამა­ვე დროს აქვს კვად­რა­ტი ნეპ­ტუნ­თან და ტრი­ნი სა­ტურნ­თან. რას ნიშ­ნავს ეს? ტყუ­პე­ბის თემა ისე­დაც ინ­ფორ­მა­ცი­აა და ახლა მერ­კუ­რის­თან შე­ერ­თე­ბა­ში - მი­თუ­მე­ტეს. თუმ­ცა რო­გორც ვთქვით, მერ­კუ­რი უკუს­ვლი­თია. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ფორ­მა­ცია მო­დის წარ­სუ­ლი­დან, ექო რა­ღაც ძვე­ლი ამ­ბე­ბის, რა­ღაც, რაც მა­შინ გა­მოგ­ვრჩა, ან კი­დევ უფრო დიდი ალ­ბა­თო­ბით - დაგ­ვი­მა­ლეს (ნეპ­ტუ­ნის ზე­გავ­ლე­ნა.) ფა­რუ­ლი ამ­ბე­ბის ამო­ტივ­ტი­ვე­ბას­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თალ ადა­მი­ა­ნებ­ზე მო­ვის­მი­ნოთ ცი­ლის­წა­მე­ბე­ბი.


ახალა ძალიან რთული იქნება ტყუილ-მართალის გარჩევა. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერი გაირკვევა. ისე კი მეტად საინტერესოა, რომ დაბნელების წერტილს კვადრატი აქვს საქართველოს ბოლო ასტროლოგიური რუკის მარსთან, რომელიც ამ რუკაში მე-12, ანუ ფარული ამბების მმართველია... ითვლება, რომ მთვარის დაბნელებები უფრო მეტად ხალხის მასებზე ახდენს ზეგავლენას, ხოლო მზის - ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე, დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე, მათზე, ვინც გარკვეულად ძალაუფლებას ფლობს. მითუმეტეს, თუ ამ დაბნელების წერტილის სატურნთან ასპექტს გავიხსენებთ - სატურნი ხომ კანონი და სახელისუფლებო ვერტიკალია... ამიტომ თუ დაბნელების წერტილი უშუალოდ თქვენს რომელიმე პლანეტას არ უერთდება, დიდად ნუ აფორიაქდებით, მისი ზეგავლენა თქვენ არ შეგეხებათ.


მათ კი, ვისაც პირადი პლანეტები, განსაკუთრებით კი მზე ან მთვარე ტყუპების მე-20 გრადუსზე გყავთ, უმჯობესი რა თქმა უნდა, 9-10-11 რიცხვებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან, გზაზე, ახლობლებთან ურთიერთობაში კარგად მოზომოთ სიტყვები, ეცადეთ ყურადღებით გადაამოწმოთ მიღებული თუ გაშვებული ინფორმაცია.


კატეგორიულად არარეკომენდებულია ალკოჰოლი, გამაბრუებელი საშუალებები, ნებისმიერი მაგიური რიტუალების ჩატარება. აღარაფერს ვამბობ ქირურგიულ ჩარევებზე, თუ რა თქმა უნდა გადაუდებელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა. მაინცდამაინც ამ დღეებში ნუ წამოიწყებთ რაიმე ახალს და მნიშნელოვანს, ამის დროც მოვა. სასურველია მარხვა, ლოცვა, მშვიდი მედიტაცია, თვითანალიზი. ბუნებასთან კავშირი, მოუსმინეთ მშვიდ, სასიამოვნო მუსიკას...


  • მიხეილ ცაგარელი:

დღეს, 10 ივნისს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა... მშვიდად განვლეთ ეს დღე, მოერიდეთ მზის ნეგატიურ სხივებს უახლოეს 3 დღეში... ნუ გადაიღლებით, როგორც ფიზიკურად და გონებრივად, ასევე ფსიქოლოგიურად და სულიერად... ძალიან კარგია ლოცვა, მედიტაცია, ახალი საქმეების ფურცელზე ჩამოწერა... მოერიდეთ რთულ საკვებს, მიირთვით მსუბუქი საკვები, სეზონური ხილ-ბოსტნეული 80% უმი სახით... დაისვენეთ და მოუსმინეთ შინაგან ხმას... შეიმეცნეთ თქვენი თავი და გაუგზავნეთ სამყაროში ყველას თავისუფლება, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიყვარული, შენდობა და მზის სხივები... დალოცეთ ყველა ბავშვი, დიდი და პატარა, ყველა სულიერი, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ბიჭი და გოგო... მტერი და მოყვარე... ყველა დალოცეთ... სიკეთე გქონოდეთ.


  • რუსა გელაშვილი:

10 ივნისს მზის დაბნელებას ველოდებით, თბილისის დროით 14:42-ზე, ტყუპის მე-20 გრადუსში. 26 მაისს მთვარის დაბნელება გვქონდა. ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. ამ პერიოდში თითოეულ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. და სასურველია, ამ პერიოდში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, თანაც, კომუნიკაციების, სწავლისა და გადაადგილებების პლანეტა, მერკური რეტროგრადულია. უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ. ახალი საქმეებისთვის კი გამოიყენეთ პერიოდი 25 ივნისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით.


მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობაზე ხდება. ამჯერად მზის წრიული დაბნელება გველოდება. ამ დღეს ადამიანების ცხოვრებაში ცხოვრების ახალი ციკლი იწყება. სასურველია, ეს დღე პოზიტიურად გაატაროთ, რომ მომავალიც ასეთი გქონდეთ. არა აქვს მნიშვნელობა დაინახავთ თუ არა მზის დაბნელებას, ის ყველაზე მოქმედებს და განსაკუთებით მათზე, ვისაც არტერიული წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. ზოგმა შეიძლება დაღლილობა ან თავბრუსხვევა იგრძნონ. იმატებს შფოთი, ემოციურობა. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, ტრავმულობაც მომატებულია. ისწავლეთ თქვენი ემოციების, ფსიქოლოგიური მდომარეობის მართვა.


დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც დააკვირდით თქვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს, გადაწყვეტილებები დაფიქრებულად მიიღეთ. შეიძლება დაგებადოთ ახალი იდეები, მოგინდეთ შემოქმედებითი განვითარება. ზოგიერთს მომატებული ექნება შეგრძნებები, ხილვები.


მზის დაბნელების დღემდე კარგად დაალაგეთ სახლი, პირადი ნივთები, მოიცილეთ ყველაფერი ძველი, გამოუსადეგარი და დაზიანებული. გამოუთავისუფლეთ ადგილი ახალს თქვენს ცხოვრებაში. არავისთან იკონფლიქტოთ, პირიქით, ეცადეთ, ღიმილით შეხედოთ ყველაფერს, ემოციებს არ აჰყვეთ. ის, რასაც ფიქრობთ, გრძნობთ და განიცდით, აყალიბებს თქვენს მომავალს, ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას. გირჩევთ, დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე უარი თქვათ ალკოჰოლზე და არ მიირთვათ ხორცპროდუქტები. შეძლებისდაგვარად, გაისტუმრეთ ვალები. თუ მავნე ჩვევისგან (სიგარეტის მოწევა) გსურთ გათავისუფლება, დაბნელებამდე 10 წუთით ადრე, გააზრებულად მოსწიეთ ბოლო ღერი, დაფიქრდით, რომ საბოლოოდ დაემშვიდობებით ამ მავნე ჩვევას. დაბნელების დროს იფიქრეთ მშვიდობაზე, ჯანმრთელობაზე, სიყვარულზე თქვენს გულში, სახლში და მთელ მსოფლიოში. შეიქმენით ჰარმონიული განწყობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით სამომავლო სურვილების ჩამოწერას. წარმოიდგინეთ ის, რაც გსურთ და თარიღიც მიუთითეთ, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ. კონკრეტული სურვილი ჩამოწერეთ პუნქტებად, რა დაგეხმარებათ (ქმედება, ცოდნა-გამოცდილება, კავშირები) მის ასრულებაში. ეცადეთ, თქვენმა სურვილმა ზიანი არ მიაყენოს არც ეკოლოგიას და არც გარშემო მყოფებს. სურვილი უნდა იყოს კონკრეტული, ნაწილაკის "არა" გარეშე. მაგალითად (2021 წლის 21 დეკემბერს მე ვიყიდე ბინა და ახალ წელს ჩემს სახლში შევხვდი).


როგორც უკვე გითხარით, პერიოდი 25 ივნისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საუკეთესოა ახალი საქმეების დასაწყებად, მიზნების განსახორციელებლად. ახლა ცოტა წინ გავუსწროთ მოვლენებს და ვნახოთ ის შუალედები, რომლებიც დაგვეხმარება სასურველის მიღწევაში. განსაკუთრებით კარგი პერიოდი გვაქვს 10-24 ივლისის და 8-22 აგვისტოს შუალედში. არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას 29 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით. მომდევნო კარგი პერიოდი გვექნება 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის შუალედში. კარგ პერიოდებში შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები, იქორწინოთ, იყიდოთ ძვირად ღირებული ნივთები, გაიკეთოთ გეგმიური ოპერაციები და ა.შ.


10 ივნისს მზე და მთვარე ტყუის ზოდიაქოში ერთდება. ტყუპი სწრაფად ადაპტირდება ცხოვრებისეულ პირობებთან და ჩვენც იმავეს მოგვიწოდებს. უნდა მივიღოთ სიახლე, გავთავისუფლდეთ ძველისგან, არ ჩავეჭიდოთ იმას, რაც სიხარულს აღარ გვანიჭებს, წინსვლაში ხელს გვიშლის. ტყუპი არის სწავლის ნიშანი და იყავით მზად რამის შესასწავლად, ცოდნის გასაღრმავებლად. ტყუპი აგრეთვე არის მეგობრული ნიშანი და ეცადეთ, იყოთ კონტაქტური, ხშირად შეხვდით მეგობრებს და რაც მთავარია, დააკვირდით, როგორ ლაპარაკობთ. გახსოვდეთ, რომ იზიდავთ იმას, რასაც ამბობთ. გაფრთხილდით, რომ არავინ მოგატყუოთ, არ გაეხვეთ ილუზიებში. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში. მოერიდეთ ბუნდოვანებას, ღრუბლებში ფრენას.


ვისზე იმოქმედებს მზის დაბნელება ყველაზე მეტად. პირველ რიგში მათზე, ვინც დაიბადა 7-13 ივნისის შუალედში და ვისაც პირადი პლანეტები განლაგებული აქვს ტყუპის 17-23 გრადუსში. მოემზადეთ სიახლეებისთვის. ყველას, ვისაც დაბადების დღეები გაქვთ 8-14 სექტემბრისა და დეკემბრის და 7-12 მარტის შუალედებში, აგრეთვე, ქალწულის, მშვილდოსნისა და თევზების 17-13 გრადუსში გყავთ განლაგებული პირადი პლანეტები, უნდა იაქტიუროთ სასურველის მისაღწევად. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი ცვლილებები. ჰარმონიული ცვლილებები გელით მათ, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 4-10 თებერვალს, 5-11 აპრილს, 8-14 აგვისტოს, 9-15 ოქტომბერს ან თუ მერწყულის, ვერძის, ლომისა და სასწორის 17-23 გრადუსში პირადი პლანეტები გყავთ განლაგებული. გამოიყენეთ შანსი, რომ მსუბუქად, მაგრამ თავდაჯერებულად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. აგრეთვე სანახავია, პირად რუკაში რომელ სახლში გიჯდებათ ტყუპის მე-20 გრადუსი.



ასევე დაგაინტერესებთ:



კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს




ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ფულისა და სიყვარულის პლანეტა 27 ივნისამდე სურპრიზებს მოუწყობს - "მათთვის დაიწყება ერთწლიანი პერიოდი, რომელიც პირად ცხოვრებასა და ფინანსებზე დიდ გავლენას მოახდენს"

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ

0
1745
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1745
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0