x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამხრეთ აფრიკელმა ქალმა ერთდროულად 10 ტყუპი გააჩინა

37 წლის გოსიამე თამარა სიტხოლემ პრეტორიის სამშობიაროში, საკეისრო კვეთით, 10 ტყუპი გააჩინა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სკანირების დროს, ექიმებმა მხოლოდ 8 ემბრიონი აღმოაჩინეს.


image


Pretoria News–სთვის მიცემულ ინტერვიუში, მშობიარეს მეუღლემ ტებოხო ცოტეციმ თქვა, რომ ბავშვები ფეხმძიმობის 29 კვირას დაიბადნენ: «7 ვაჟი და 3 ქალიშვილი შემეძინა. ბავშვები შვიდთვიანები არიან, თუმცა თავს კარგად გრძნობენ. ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ».

სითხოლს, 10 ტყუპის შეძენამდე, 6 წლის 2 ტყუპი უკვე ჰყავდა და როდესაც მას ექიმმა პირველი გასინჯვის დროს უთხრეს, რომ 6 ტყუპს ელოდებოდა, დაჯერება გაუჭირდა. ხოლო, შემდგომმა სკანირებამ აჩვენა, რომ ის 6 კი არა, 8 ტყუპის დედა გახდებოდა.


image


როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვები რამდენიმე თვეს ინკუბატრში გაატარებენ.

მსგავსი ფეხმძიმობა იშვიათობაა და ძირითადად, უშვილობის მკურნალობის შედეგად დგება: «როდესაც უნაყოფობის მკურნალობის დროს, რაც შეიძლება მეტი ემბრიონის გადანერგვა ხდება, დაფეხმძიმების შანსის გაზრდის მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ მათგან ერთი, ორი ან იშვიათ შემთხვევაში, 3 მაინც გადარჩება. თუმცა, შესაძლებელია ყველა გადარჩეს», – აღნიშნა პროფ. დინა მაველმა.

თუმცა, ეს ასეთი შემთხვევა არ არის... როგორც სითხოლე ამბობს, მას უნაყოფობის მკურნალობის კურსი არ გაუვლია და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. «შავი კონტინენტის» თეთრი ცივილიზაცია, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაითქვა
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ

3. რატომ უნდოდა ნ. ხრუშჩოვს სიმინდის მთავარ სასოფლო–სამეურნეო კულტურად ქცევა და რატომ არ შეუშვეს ის დისნეილენდში?

4. როგორ ცხოვრობს დღეს სსრ კავშირიდან გაქცეული «გოგონა წითელ ბიკინში»
5. «საკარის ფრინველი» — უძველესი საფრენი აპარატი, თუ ჩვეულებრივი ფიგურა

6. რატომ «ჩამოაგდეს ტახტიდან» ტიტანობოა? სინამდვილეში რა აღმოჩნდა, ყველაზე დიდი გველი ჩვენი პლანეტის ისტორიაში






1
102
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
102
  
2021, 25 ივნისი, 11:12
აბა, ტყუილიაო?
0 1 1