x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
კანადაში ახალგაზრდამ მუსლიმთა ოჯახს სატვირთოთი გადაუარა
image

ონტარიოში მანქანას გადავლის შედეგად დაიღუპა ერთი ოჯახის ოთხი წევრი, ხოლო ბავშვი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კანადის პრემიერ მინისტრმა ტრუდომ დაგმო მომხდარი ინციდენტი და თქვა, რომ ისლამოფობია საზოგადოებაში ვერ დამკვიდრდება.


ლონდონში მცხოვრებმა კანადის ონტარიოდან, მუსლიმთა ოჯახს სატვირთოთი გადაურა, რის შემდეგაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, მოტივად რელიგიური სიძულვილი სახელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ორშაბათს, 7 ივნისს, ლონდონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ინსპექტორმა პოლ უაითმა განუცხადა.


”არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს იყო გეგმიური, წინასწაგანზრახული ქმედება, რომელიც მოტივირებული იყო რელიგიური სიძულვილით”, - აღნიშნა მან. ”ჩვენ გვჯერა, რომ მსხვერპლი მიზანში ამოიღო ისლამისადმი ერთგულების გამო, ” - დასძინა უაითმა.




სამართალდამცავების განცხადებით, ინციდენტის სავარაუდო დამნაშავეა 20 წლის ნათანიელ ველტმანი.

image

ტრაგედიის შემდეგ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მას ბრალად ედება ოთხ ეპიზოდში მკვლელობა დამამძიმებელ გარეომებაში და ერთიც მკვლელობის მცდელობა. ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ ტერორიზმის შესაძლო ბრალდების წაყენების საკითხიც განიხილება.


ოჯახის ოთხი წევრი გარდაიცვალა, ცხრა წლის ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს London Free Press- ის ცნობით, დაღუპულია ოჯახის უფროსი-46 წლის მამაკაცი, მისი 44 წლის ცოლი, 15 წლის ქალიშვილი და ერთ-ერთი მეუღლის 74 წლის დედა . ცხრა წლის ბიჭუნა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიის ცნობით, ოჯახი პაკისტანიდან დაახლოებით 14 წლის წინ გადმოსახლდა.


კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ "ტვიტერში" დაწერა, რომ "საშინელებაა" რაც მოხდა და დასძინა, რომ ”ისლამოფობიას ადგილი არ აქვს არცერთ ჩვენს თემში”.

image

0
547
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0